ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ლეტალურ → სასიკვდილო using AWB
→‎top: clean up, replaced: ფსიქიურ → ფსიქიკურ (4) using AWB
ხაზი 169:
ამ ორგანიზაციებით აქტიურად სარგებლობდნენ უცხოელები – ძირითადად გერმანელები – ისევე როგორც შვეიცარიელები. ადამიანების დაახლოებით ნახევარი, ვისაც გარდაცვალებაში ორგანიზაცია `დიგნიტას” დაეხმარა, გერმანელები იყვნენ.
 
შვეიცარიაში ახლახან მიმდინარე დებატების საგანი იყო ფსიქიურადფსიქიკურად დაავადებულთა უფლება თვითმკვლელობაში დახმარებაზე. 2006 წლის 3 ნოემბერს შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ჩამოაყალიბა სტანდარტები, რომელთა თანახმად ფსიქიურადფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე დაასრულონ: `არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სომატური ხასიათის განუკურნებელ, ხანგრძლივ და მძაფრ მენტალურ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ტანჯვა, რომლის შედეგად პაციენტს გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი სიცოცხლე აღარაფრად უღირს. ბოლო დროს გაკეთებულ ეთიკურ, სამართლებრივ და სამედიცინო განცხადებებზე დაყრდნობით, სოდიუმ-პენტობარბიტალის შესაძლო დანიშვნა აუცილებლად არ წარმოადგენს დაშვებული სტანდარტების საწინააღმდეგო ზომას და აქედან გამომდინარე ზოგადად აღარ ჩაითვლება სამედიცინო ზრუნვის მოვალეობის დარღვევად. თუმცა, აუცილებელია უკიდურესი სიმკაცრის გამოჩენა: უნდა მოხდეს გარჩევა სიკვდილის სურვილს შორის, როდესაც ერთი მხრივ არის განკურნებადი ფსიქიკური დაზიანება, ხოლო მეორე მხრივ არსებობს საღად მოაზროვნე პიროვნების (`დაბალანსებული თვითმკვლელობა”) დამოუკიდებელი, დიდი სიფრთხილით მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუ სიკვდილის სურვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ეფუძნება, გარკვეულ გარემოებებში თვით ფსიქიურადფსიქიკურად დაავადებულებსაც კი შესაძლოა დაუნიშნონ სოდიუმ-პენტობარბიტალი და შედეგად დაეხმარონ თვითმკვლელობის ჩადენაში”. `იმის დადგენა, არსებობს თუ არა ასეთი წინაპირობები, შეუძლებელია სამედიცინო და განსაკუთრებით კი ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარეშე, და ძალზე რთულია პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, სათანადო შეფასება სპეციალური და სიღრმისეული ფსიქიატრიული დასკვნის არსებობას მოითხოვს”. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, იაკობ მ. აპელის მიერ Hასტინგს ჩენტერ ღეპორტ–ში გამოქვეყნებული საკამათო სტატია აშშ-ში ანალოგიური წესების შემოღებისკენ მოუწოდებდა.
 
2007 წლის 22 აგვისტოს, პოლ რუბინმა ფენიქსში გამოცემულ Nეწ თიმეს–ში გამოაქვეყნა ფსიქიურადფსიქიკურად დაავადებული ქალბატონის, იანა ვან ვუურჰისის შესახებ ისტორია, რომელსაც თვითმკლელობაში დახმარება Fინალ Eხიტ Nეტწორკ–მა გაუწია. ამ საქმემ კონსერვატიული ბიოეთიკოსის, უესლი ჯ. სმიტის დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც მან შეცონდ Hანდ შმოკე–ის სვეტში გამოაქვეყნა.
 
'''გაერთიანებული სამეფო'''
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევთანაზია“-დან