ჰოგვორტსის პერსონალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დასაბუთება არ აქვს
→‎სევერუს სნეიპი: clean up, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB
ხაზი 23:
'''სევერუს სნეიპი''' — შხამ-წამლების ოსტატი და სლიზერინის კლუბის ხელმძღვანელი. შემდეგში - ბნელი ძალებისაგან თავდაცვის პროფესორი და დირექტორი. სწავლისას იგი ცნობილი გახდა ბნელი ძალებისა და საშიში შელოცვებისადმი ინტერესით. ჯერ კიდევ სწავლის დასრულებამდე გამოიგონა უამრავი შელოცვა. სნეიპი სრულწლოვანიც არ იყო, როდესაც აღმოაჩინა შხამ-წამლების მომზადების ჩვეულებრივზე გაცილებით უკეთესი მეთოდები. იგი არ ეთანხმებოდა სტანდარტულ წესებს და ცდილობდა, აღმოეჩინა საშუალებები უფრო კარგი შედეგის მისაღებად. წიგნის [[ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი|მეექვსე ნაწილში]] [[ჰარი პოტერი|ჰარი პოტერს]] შემთხვევით ჩაუვარდება ხელში სნეიპის შხამ-წამლების სახელმძღვანელო. ჰარი მიჰყვება სევერუსის მიერ წიგნში ჩაწერილ რჩევებს და იღებს საოცარ შედეგს, რის გამოც შხამ-წამლების იმჟამინდელი მასწავლებლის, [[ჰორაციუს სლაგჰორნი|ჰორაციუს სლაგჰორნის]] ფავორიტი ხდება. თავად სნეიპი სლაგჰორნის შექმნილი კლუბის წევრი იყო სწავლის პერიოდში.
 
სევერუს სნეიპი [[1960]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] დაიბადა ობობას ჩიხში, ინგლისში. დედამისი, ეილინ პრინცი, ჯადოქარი იყო, მამა - ტობიას სნეიპი - მაგლი. ჰოგვორტსში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი [[სიკვდილის მხვრელი|სიკვდილის მხვრელთა]] რიგებს შეუერთდა. [[1980]] წლის დასაწყისში მან სოფელ [[ჰოგსმიდი|ჰოგსმიდში]] მოისმინა [[სიბილ ტრელოუნი|სიბილ ტრელოუნის]] მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების ნაწილი. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით წლის მეშვიდე თვეს დაიბადებოდა ბავშვი, რომელსაც ვოლდემორი აღბეჭდავდა თანასწორად. "ვერც ერთი მათგანი ვერ პოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე" - ნათქვამი იყო წინასწარმეტყველების ბოლოს. სნეიპმა ვოლდემორს წინასწარმეტყველების ის ნაწილი შეატყობინა, რომლის მოსმენაც მოახერხა. ვოლდემორმა თავის თანასწორად [[ჰარი პოტერი]] მიიჩნია და მისი მოკვლა გადაწყვიტა. ჰარის დედა, [[ლილი ევანსი]], სნეიპს ბავშვობიდანვე უყვარდა და მისი სიკვდილის შიშით ალბუს დამბლდორს სთხოვა, გადაემალა პოტერების ოჯახი. ბნელმა ბატონმა პოტერებს [[გოდრიკის ღრმული|გოდრიკის ღრმულში]] მიაკვლია მათი მეგობრის, [[პიტერ პეტიგრიუ|პიტერ პეტიგრიუს]] ღალატის წყალობით და ლილი და ჯეიმსჯეიმზ პოტერები დახოცა. ლილის დაცვის წყალობით ჰარი სიკვდილს გადაურჩა. ამის შემდეგ სნეიპი გახდა დამბლდორის ჯაშუში. [[1981]] წელს იგი შხამ-წამლების მასწავლებელი გახდა. ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ პროფესორი სნეიპი [[ფენიქსის ორდენი|ფენიქსის ორდენის]] წევრი გახდა, ამასთანავე, დაარწმუნა ვოლდემორი თავის ერთგულებაში და გახდა ორმაგი აგენტი. [[1996]]-[[1997]] წლებში სნეიპმა ბნელი ძალებისაგან თავდაცვის მასწავლებლის პოსტი დაიკავა, ხოლო ვოლდემორის მმართველობისას დირექტორი გახდა. სნეიპი [[1998]] წლის 2 მაისს ვოლდემორის ბრძანებით მოკლა ნაგინიმ.
 
== კათბერტ ბინსი ==