პინკ ფლოიდი: კედელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎წარმოშობა და გადაღება: clean up, replaced: ჯეიმს → ჯეიმზ using AWB
ხაზი 69:
დრო გადიოდა და ბობის დამოკიდებულება ამ სურათის მიმართ იცვლებოდა. ფილმმა, მისი თქმით, „აამაღლა ინტუიცია არნახულ დონემდე“ და მეტიც - ის გრძნობდა, „როგორ იქცეოდა თავად ამ გმირად“. ამ გაიგივების გამო მან უფრო შთამბეჭდავად ითამაშა სცენებში, რომლებიც [[სიდ ბარეტი]]ს პიროვნების შთაგონებით შეიქმნა. გადაღებაზე შემთხვევით მოხვდა ჯუნ ჩაილდი, [[მარკ ბოლანი]]ს ყოფილი მეუღლე და სიდის მეგობარი. ბობს იგი გაოგნებული უყურებდა: „იმდენად მაგონებდა სიდს, რომ ვერ ავიტანე. როდესაც მან ჩაიხედა სარკეში და გადაიპარსა თავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ეს იმდენად ახლო იყო, ამ დროს სიდს შევყურებდი“.
 
მოგვიანებით გელდოფმა საკუთარ კონცერტებზე „[[Arnold Layne]]“-ის შესრულება სცდა, მაგრამ ფილმისთვის სიმღერების ჩაწერაზე უარს ამბობდა. ფილმის ორი პრაქტიკულად ცენტრალური ნომერია „[[In the Flesh]]“ და „[[In the Flesh?]]“, სადაც თხრობა მიმდინარეობს პინკის პოზიციიდან. ამ ნომრების ჩაწერა მიმდინარეობდა [[დევიდ გილმორი]]ს შინაურ სტუდიაში. გელდოფმა იმპროვიზაცია დაიწყო და ნეოფაშისტური მანიფესტისთვის ჩაიწერა გამოკვეთილი ირლანდიური აქცენტი. გილმორი და [[ჯეიმსჯეიმზ გათრი]], რომლებიც ამ ჩაწერას ხელმძღვანელობდნენ, შეშინებულები უსმენდნენ, თუ როგორც განასახიერებდა იგი ტიპიურ „ირლანდიელ სოფლელ ლოთს“. მაგრამ საბოლოოდ, იდეალური ვარიანტი შეარჩიეს და სწორედ იგი გამოიყენეს ფილმის ორივე სეგმენტში.
 
ფილმში ამ ნომერს ბობი ასრულებს რეალური [[სკინჰედი|სკინჰედების]] წინაშე - ეს იყო გაერთიანება Tilbury Skins, [[სამხრეთ ლონდონი]]დან. სკარფის მიერ შემუშავებული უნიფორმა, ჯვარედინად წარმოდგენილი ჩაქუჩებისგან შედგენილი ლოგოტიპით იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ ნამდვილი ნეო-ფაშისტები არარეალური ფორმის ტარებას არც სხვა დროს ერიდებოდნენ. „[[Run Like Hell]]“-ის ეპიზოდის გადაღებას კინაღამ შეეწირა ერთ-ერთი ადამიანი. მაგრამ სცენა, როდესაც თავგაპარსულები უმკლავდებიან შავკანიან მოსახლეს, იმდენად რეალისტური აღმოჩნდა, რომ მონტაჟისას დიდი ნაწილი ამოჭრეს.
ხაზი 79:
ეკრანზე გამოსულმა ფილმმა EMI გაოგნებული დატოვა. ვიდეოკასეტაზე გამოცემულ ვარიანტს მოჰყვა პროექტში ჩადებული მთელი თანხის უკან დაბრუნება (პინკ ფლოიდისთვის).
 
23 მაისს ფილმის პრემიერა [[კანის კინოფესტივალი|კანის კინოფესტივალზე]] გაიმართა. მსოფლიო კინოპრემიერა 1982 წლის 14 ივლისს, ლონდონში გაიმართა. ბილეთის ფასი 30-დან 50 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობდა (შემოსავალი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა). მოვლენას დაესწრნენ გელდოფი, პარკერი, სკარფი, როკ-შემსრულებლები, [[პიტ ტაუნსენდი]]ს და [[სტინგი]]ს სახით, ასევე პინკ ფლოიდის სამი მუსიკოსიც. [[რიჩარდ რაიტი]] ამ დროისთვის არსად ჩანდა და [[ნიკ მეისონი]] ჯგუფის სახელით თავს იმართლებდა, თითქოს იგი სადღაც ისვენებდა. სინამდვილეში, რაიტი მეუღლეს, ჯულიეტს გაშორდა და სადღაც როდოსის კუნძულზე ცხოვრობდა. იგი თითქმის არ მუშაობდა და ინგლისშიც იშვიათად ჩნდებოდა.
 
==DVD-ზე გამოცემა==