ფრანსუა დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:François de France, duc d'Alençon + 1584.jpg|მინი|ახალგაზრდა ფრანსუა|მარცხნივ]]
ფრასუა [[1555]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]] დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, მისი დედმამა იყვენ საფრანგეთის მეფე-დედოფალი ანრი II და ეკატერინე მედიჩი. ფრანსუა მათი მერვე შვილი იყო და მეხუთე ვაჟი. ფრანსუას შემდგომ მათ კიდევ 2 ტყუპი გოგონა შეეძინათ თუმცა ისინი 2 თვისანი დაიღუპნენ და ამიტომაც ითვლება რომ ფრანსუა მათი ნაბოლარა შვილია. თავიდან მას ჰერკულესი დაარქვეს მაგრამ შემდეგ გადაირქვა სახელი და ფრანსუა დაირქვა. [[1559]] წლის [[10 ივლისი|10 ივლისს]] ფრანსუას უფროსი დის ქორწილში დაიღუპა ფრანსუას მამა მეფე ანრი II, ხოლო მეფე-დედოფლად  მისი უფროსი ძმა და შოტლანდიელი რძალი, [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] და [[მარიამ სტიუარტი]] აკურთხეს.  თუმცა [[1560]] წლის [[5 დეკემბერი|5 დეკემბერს]] ფრანსუა გარდაიცვალა. და ტახტზე მეორე ძმა [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]] ავიდა, რომელიც 10 წლის იყო ამიტომაც მას რეგენტად დედამისი ეკატერინე მედიჩი დაენიჩნა. სწორედ უფროსი ძმის ფრანსუა II-ის საპატივსაცემოდ დაირქვა მან ფრანსუა. [[1565]] წელს ფრანსუას [[ყვავილი (დაავადება)|ყვავილი]] შეეყარა რამაც საშინლად იმოქმედა მის გარეგნობაზე და დააკარგვინა ძველი მომხიბლავობა. [[1574]] წელს მისმა ძმამ შარლ IX-მ მას უბოძა ალანსონის,შატო-ტიერის,ბერისა და ტურინის ჰერცოგის ტიტული. [[1576]] წელს დაიდო ედიქტი იმის შესახებ რომ ეს ტიტული ფრანსუას მემკვიდრეობას უნდა გადასცემოდა იმ შემთხვევაში თუკი ის მეფე ვერ გახდებოდა. [[1574]] წლის [[30 მაისი|30 მაისს]] გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა შარლ IX, და ტახტზე ავიდა მეორე უფროსი ძმა [[ანრი III ვალუა|ანრი III]] რომელიც ამავდროულად [[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა|ლიტვა-პოლონეთის]] მეფეც იყო, ხოლო ფრანსუა დაინიშნა საფრანგეთის დოფინად, ვინაიდან მას მეტი ძმა აღარ ჰყავდა და ვინაიდან ანრის შვილი არ ჰყავდა.