მუცელფეხიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
არა აქვთ → არ აქვთ
No edit summary
ხაზი 12:
| commons = Category:Gastropoda
}}
'''მუცელფეხიანები''' (Gastropoda) — [[უხერხემლოები|უხერხემლოთა]] [[კლასი (ბიოლოგია)|კლასი]] [[მოლუსკები]]ს [[ტიპი (ბიოლოგია)|ტიპი]]სა. მუცელფეხიანების სხეული შედგება თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა (მუცლის) მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია გული, სასუნთქი პრგანოებიორგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. [[ნიჟარა]] სხვადასხვა ფორმისაა.
 
[[საქართველო]]ში გავრცელებული მუცელფეხიანების ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არ აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს, იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია — წინაგული და პარკუჭი (იშვიათად წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად ორი, თირკმელი, რომლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან. გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული ადგილებისა. გვცვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე.