ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Lakhovsky Conversation.jpg|მინი|[[არნოლდ ლაკოვსკი]], საუბარი, (დაახლოებით 1935 - წელი)]]
'''ენა''' — [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერული]] ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად (= სმენით) და ოპტიკურად (= ხედვით) აღქმადი ''ნიშნების სისტემა''ს აღნიშნავს.
 
== ენა და საზოგადოება ==
 
[[ადამიანი]]ს არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. [[საზოგადოება|საზოგადოებრივი]] საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ბუნებრივი ენა.
 
ენა არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა [[აკუსტიკა|აკუსტიკურად]] და [[ოპტიკა|ოპტიკურად]] აღქმადი ნიშნებისა, რომელიც [[ადამიანი|ადამიანს]] ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი (გამოსახატავი აზრი) მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა.
 
ენის [[დეფინიცია|დეფინიციიდან]] გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის [[ცნობიერება]]სთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. [[კომუნიკაცია]]ს ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.
=== ენისა და დიალექტის ერთმანეთისაგან გარჩევის პრობლემა ===
 
უპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ თვითონ [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერებაში]] არ არსებობს რაიმე ზუსტი საზომი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე. საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც (1.) სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის. ამის მაგალითად გამოდგება [[გერმანული ენები|გერმანული ენის]] (ბავარიული, შვაბური) დიალექტები, ანდა [[იტალიური ენა|იტალიური]], ან [[ესპანური ენა|ესპანური]] ენების დიალექტები. (2.) არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა [[ენათა ნათესაობა|მონათესავე ენებზე]] მოლაპარაკეთათვის. - ამის მაგალითია არაერთი [[სლავური ენები|სლავური ენის]], ან [[თურქული ენები|თურქული ენის]] ცალკე ენებად თანაარსებობა.
([[სლავეთი]]: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია [[სამხრეთსლავური ენები|სამხრეთ სლავეთში]] მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა.)
{{მთავარი|იუგოსლავიის დაშლა}}
([[თურქულენოვანი ხალხები|თურქულენოვანი სამყარო]]: საკუთრივ [[თურქული ენა|თურქულის]], [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულისა]] და [[თურქმენული ენა|თურქმენულის]] მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა.)
{{მთავარი|პანთურქიზმი}}
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი; (1.) ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო. (2.) ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.
==== ენებად დიფერენცირება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ====
ენებად [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა [[სახელმწიფო|სახელმწიფოებში]]. მაგ.; (1.) [[სპარსული ენა|სპარსული]] [[ირანი|ირანში]] და [[ტაჯიკური ენა|ტაჯიკური]] [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]]; (2.) [[ხორვატული ენა|ხორვატული]] [[ხორვატია|ხორვატიაში]] და [[სერბული ენა|სერბული]] [[სერბია|სერბეთში]].
==== ენებად დაყოფა სიშორის მიხედვით ====
ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან [[გეოგრაფია|გეოგრაფიული]] სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) [[რუსული ენა|რუსული]] და [[ჩეხური ენა|ჩეხური]]; (2.) [[ნორვეგიული ენა|ნორვეგიული]] და [[აფრიკაანსი]].
დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის [[ინდონეზია|ინდონეზიაზე]], [[მექსიკა|მექსიკაზე]], [[ბრაზილია|ბრაზილიაზე]], [[კამერუნი|კამერუნზე]], [[ინდოეთი|ინდოეთზე]], [[ჩინეთი|ჩინეთზე]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებსა]] და [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციაზე]]. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.
== ლიტერატურა ==
 
* Jung, Walter (გამომც.): Grammatik der deutschen Sprache. Bearbeitet von Günter Starke. - 9., unveränderte Auflage - Leipzig: Bibliographisches Institut, 1988.
* Bußmann, Hadumod (გამომც.): Lexikon der Sprachwissenschaft. 1.-2. Auflage Kröners Taschenausgabe, Band 452. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. - Stuttgart: Kröner, 2002.
* Glück, Helmut (გამომც.): Metzler-Lexikon Sprache. - Stuttgart; Weimar : Metzler, 2002.
* Meyers großes Taschenbuch: in 24 Bänden. Herausgegeben und bearbeitet von Meyers Lexikonredaktion. - Mannheim; Leipzig; Wien; Zürich: BI-Taschenbuchverlag.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{Commons|Language}}
* [http://wals.info/ World Atlas of Language Structures: a large database of structural (phonological, grammatical, lexical) properties of languages]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენა“-დან