გიორგი II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
No edit summary
ხაზი 29:
 
'''გიორგი II''' — [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1565]]-[[1583]], [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] ძე. მეფობის პირველ წლებში, ოდიშისა და გურიის მთავართა გათიშვის მიზნით, [[გიორგი II გურიელი|გურიელს]] დაუმოყვრდა. [[ლევან I დადიანი|ლევან I დადიანმა]] გიორგი II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის [[ხოსრო ბატონიშვილი]]ს გამეფება განიზრახა. მეფის წინააღმდეგ დადიანს შეუკავშირდა ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური [[ვარაზ ჭილაძე]]ც. [[1565]] წელს იანეთთან მომხდარ ბრძოლაში გიორგი II-მ დაამარცხა დადიანი, მისი მომხრეები და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]] დაიპყრო. მეფის გაძლიერების შიშმა დადიანი და გურიელი შეაკავშირა. მათ შეერთებული ძალით წაართვეს გიორგი II-ს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. ამ შინაფეოდალური ომის გარდა გიორგი II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგაც. [[1578]] წელს მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშას მიერ იმერეთის დასალაშქრად გამოგზავნილი რაზმი.
 
==ციტატა==
{{ციტატა|გიორგი მეფემან მოგვარა ძესა თვისსა ბაგრატს ცოლად დადიანის გიორგისა და, ასული ლევან დადიანისა და აქორწინა მას თანა}}
 
==ლიტერატურა==