რუსთავის ისტორიული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

'''რუსთავის ისტორიული მუზეუმი''' — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ [[რუსთავი|რუსთავში]]. დაარსდა [[1950]] წელს. მუზეუმში სულ დაცულია 28 771 ექსპონატი, ძირითადად ქალაქ [[რუსთავი]]სა და ისტორიული [[კუხეთი]]ს ([[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა ([[ძვ. წ. XIX საუკუნე|ძვ. წ. XIX საუკუნიდან]] [[XVIII საუკუნე|ახ. წ. XVIII საუკუნის]] ჩათვლით). მუზეუმის ამჟამინდელი ხელმძღვანელია [[ნაზი პაჭიკაშვილი]].
==ისტორია==
მუზეუმი დაარსდა 1950 წლის 1 მარტს ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, [[გიორგი ლომთათიძე|გიორგი ლომთათიძის]] ინიციატივითა და ძალისხმევით. მისმისივე თემატური გეგმის მიხედვით მოეწყო მუზეუმის პირველი და მეორე საგამოფენო ექსპოზიცია. მუზეუმის გახსნას საფუძვლად დაედო [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარის — [[რუსთავი]]ს ტერიტორიაზე უხვად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.
 
მუზეუმის პირველ ექსპოზიციაში გამოფენილ იქნა მხოლოდ რუსთავის ნაქალაქარზე მშენებლობის დროს შემთხვევით ნაპოვნი და 1949-1950 წლებში მცირე მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.
 
XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმის პატარა შენობას, მისი დირექტორის ლ.ბასიაშვილის (1963-2000 წწ) თავდადებული მოღვაწეობის შედეგად მიაშენეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი საექსპოზიციო დარბაზი (1000კვ.მ) და ფონდსაცავი (500 კვ.მ). მუზეუმს შესაძლებლობა მიეცა საქართველოს[[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის [[კუხეთი]]ს (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციისაგან მიეღო არამატო რუსთავის, არამედ ისტორიული კუხეთის[[კუხეთი]]ს ([[გარდაბნის რ-ნირაიონი]]) ვრცელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. გარდა ამისა, მუზეუმის[[მუზეუმი]]ს ფონდები შეივსო [[საგარეჯო]]სა და [[ქვემო ქართლი]]ს რეგიონში მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალით. ტრადიციულად იგი ივსებოდა რიგითი რუსთაველი მოქალაქეებისა და კერძო კოლექციონერების მიერ შემოწირული ნივთებითაც. ამჟამად, მუზეუმის მეორე სართულზე გამოფენილია [[მსოფლიო]]ში ერთადერთი ობობის[[ობობა]]ს ქსელებით მხატვრის, ია მღებრიშვილის ნამუშევრები, რომელნიცრომელიც ნებისმიერი ქართველისა თუ უცხოელის აღფრთოვანებას იწვევს.
 
ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმართება სასკოლო კონკურსი სახელწოდებით ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია.’’, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს ქალაქის ყველა სკოლა.
 
2000 წლიდან დღემდე რუსთავის მხარეთმცოდნეობის დირექტორია ისტორიკოსი ქალბატონი [[ნაზი პაჭიკაშვილი]].
==გიორგი ლომთათიძის დამსახურება რუსთავის წინაშე==
1949 წელს, [[ივანე ჯავახიშვილი]]ს ისტორიის ინსტიტუტში შეიქმნა რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიცია გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით.
 
რუსთავის ნაქალაქარსა და ციხეზე გეგმაზომიერი სამუშაოების ჩატარების შედეგად, გამოვლინდა და შესწავლილ იქნა სხვადასხვა ტიპის (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნამოსახლარი და სამაროვნები, რომელთა კვლევას გ. ლომთათიძემ არაერთი სტატია და გამოკვლევა მიუძღვნა.
 
[[რუსთავი]]სადმი მიძღვნილ ნაშრომებში [[გიორგი ლომთათიძე]] ამომწურავად გადმოგვცემს ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების უმთავრეს შედეგებს. განხილულია ნაქალაქარზე გამოვლენილი კომპლექსები: სამაროვნები, ნამოსახლარები და იქ აღმოჩენილი მასალა, სასიმაგრო, საცხოვრებელი, სამეურნეო ნაგებობანი, უამრავი ნივთი და მონეტა; მოცემულია ქალაქის სტრატიგრაფიული შკალა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი მეცნიერული ღირებულება. გაცოცხლებულია ქალაქის ხანგრძლივი, მძიმე და რთული თავგადასავალი. დასახულია კვლევის ძირითადი გეზი და შემდგომი მუშაობის უმთავრესი პრობლემები.
 
== რესურსები ინტერნეტში ==