ვატიკანის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''პონტიფიკოსის ჰიმნი''' ან '''პაპის ჰიმნი''' — [[რომის პაპი|რომის პაპის]], [[წმინდა ეპარქია|წმინდა ეპარქიის]] და [[ვატიკანი]]ს ოფიციალური [[ჰიმნი]]. ჰიმნი იკვრება განსაკუთრებული ცერემონიების და ღონისძიებების დროს, რომელშიც პაპი ან მისი წარმომადგენელი, მაგალითად ნუნციო, იღებს მონაწილეობას. მაშინ როდესაც [[ვატიკანის დროშა]] აღიმართება, ჰიმნის მხოლოდ რვა ტაქტი იკვრება. მუსიკა დაწერილი იქნა [[შარლ გუნო]]ს მიერ 1869 წელს, [[პიუს IX|პაპი პიუს IX-ს]] მღვდლად კურთხევის ვერცხლის იუბილეს აღსანიშნავად. ეს მთლიანად ინსტრუმენტალური სამ-ნაწილიანი ნაწარმოები, რომელსაც თავდაპირველად '''''Marche pontificale''''' (ფრან. - პონტიფიკოსის მარში) ეწოდებოდა, მისი პირველივე შესრულებისთანავე უზომოდ პოპულარული გახდა.
 
1949 წლის 16 ოქტომბერს, პაპმა პიუს XII ვიკტორინ ჰალმაიერის Marcia trionfale (1857), რომელიც პაპის ჰიმნი იყო 1929 წელს ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან მოყოლებული, გუნოს მუსიკით ჩაანაცვლა. გუნოს მუსიკა პირველად ვატიკანის ჰიმნის სტატუსით 1949 წლის შობა დღეს (25 დეკმბერიდეკემბერი) შესრულდა, წმინდა წელი 1950-ს დადგომამდე ერთი დღით ადრე. პატივისცემის ნიშნად, ძველი ჰიმნიც დაიკრა საბოლოოდ.