რუსთავის ისტორიული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''რუსთავის ისტორიული მუზეუმი''' — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ [[რუსთავი|რუსთავში]]. დაარსდა [[1950]] წელს. მუზეუმში სულ დაცულია 28 771 ექსპონატი, ძირითადად ქალაქ [[რუსთავი]]სა და ისტორიული [[კუხეთი]]ს ([[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა ([[ძვ. წ. XIX საუკუნე|ძვ. წ. XIX საუკუნიდან]] [[XVIII საუკუნე|ახ. წ. XVIII საუკუნის]] ჩათვლით). მუზეუმის ამჟამინდელი ხელმძღვანელია [[ნაზი პაჭიკაშვილი]].
==ისტორია==
მუზეუმი დაარსდა 1950 წლის 1 მარტს ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, [[გიორგი ლომთათიძე|გიორგი ლომთათიძის]] ინიციატივითა და ძალისხმევით. მის გახსნას საფუძვლად დაედო [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარის — [[რუსთავი]]ს ტერიტორიაზე უხვად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.
 
მუზეუმის პირველ ექსპოზიციაში გამოფენილ იქნა მხოლოდ რუსთავის ნაქალაქარზე მშენებლობის დროს შემთხვევით ნაპოვნი და 1949-1950 წლებში მცირე მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.