რუსთავის ისტორიული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Rustavi Museum (A. Muhranoff, 2011).jpg|250px|thumb]]
'''რუსთავის ისტორიული მუზეუმი''' — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ [[რუსთავი|რუსთავში]]. დაარსდა [[1950]] წელს. მუზეუმში სულ დაცულია 28 771 ექსპონატი, ძირითადად ქალაქ [[რუსთავი]]სა და ისტორიული [[კუხეთი]]ს ([[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]) ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ მოპოვებული მასალა ([[ძვ. წ. XIX საუკუნე|ძვ. წ. XIX საუკუნიდან]] [[XVIII საუკუნე|ახ. წ. XVIII საუკუნის]] ჩათვლით). მუზეუმის ამჟამინდელი ხელმძღვანელია [[ნაზი პაჭიკაშვილი]].
==ისტორია==
მუზეუმი დაარსდა 1950 წლის 1 მარტს ცნობილი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლომთათიძის ინიციატივითა და ძალისხმევით. მის გახსნას საფუძვლად დაედო [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარის — [[რუსთავი]]ს ტერიტორიაზე უხვად აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.
 
მუზეუმის პირველ ექსპოზიციაში გამოფენილ იქნა მხოლოდ რუსთავის ნაქალაქარზე მშენებლობის დროს შემთხვევით ნაპოვნი და 1949-1950 წლებში მცირე მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.
 
XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმის პატარა შენობას, მისი დირექტორის ლ.ბასიაშვილის (1963-2000 წწ) თავდადებული მოღვაწეობის შედეგად მიაშენეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი საექსპოზიციო დარბაზი (1000კვ.მ) და ფონდსაცავი (500 კვ.მ). მუზეუმს შესაძლებლობა მიეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის [[კუხეთი]]ს (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციისაგან მიეღო არამატო რუსთავის, არამედ ისტორიული კუხეთის (გარდაბნის რ-ნი) ვრცელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. გარდა ამისა, მუზეუმის ფონდები შეივსო [[საგარეჯო]]სა და [[ქვემო ქართლი]]ს რეგიონში მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მოწყობილი ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალით. ტრადიციულად იგი ივსებოდა რიგითი რუსთაველი მოქალაქეებისა და კერძო კოლექციონერების მიერ შემოწირული ნივთებითაც. ამჟამად, მუზეუმის მეორე სართულზე გამოფენილია [[მსოფლიო]]ში ერთადერთი ობობის ქსელებით მხატვრის ია მღებრიშვილის ნამუშევრები, რომელნიც ნებისმიერი ქართველისა თუ უცხოელის აღფრთოვანებას იწვევს.
 
ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმართება სასკოლო კონკურსი სახელწოდებით ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია.’’, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს ქალაქის ყველა სკოლა.
 
2000 წლიდან დღემდე რუსთავის მხარეთმცოდნეობის დირექტორია ისტორიკოსი ქალბატონი ნაზი პაჭიკაშვილი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==