ქარელის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამოდენ → რამდენ (2) using AWB
ხაზი 17:
}}
[[ფაილი:დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი.JPG|მინი|309x309პქ|დირბის ღვთისმშობლის ეკლესია]]
'''ქარელის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციული რაიონი [[შიდა ქართლის მხარე]]ში. რაიონის ტერიტორია [[1917]] წლამდე [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[დუშეთის მაზრა]]ში შედიოდა, [[1917]] – [[1929|29]] წლებში — დუშეთის მაზრაში, [[1929]] – [[1930|30]] წლებში — ტფილისის ოლქში, ხოლო [[1930]] – [[1939|39]] წლებში — [[გორის რაიონი|გორისა]] და [[ხაშურის რაიონი|ხაშურის]] რაიონებში. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ ქარელის რაიონს მიეკუთვნა ყოფილი [[ზნაურის რაიონი]]ს ტერიტორია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ქარელი]]. ქარელის რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება [[გორის რაიონი|გორის მუნიციპალიტეტი,]] დასავლეთით [[ხაშურის რაიონი|ხაშურის მუნიციპალიტეტი,]] სამხრეთ-დასავლეთით [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით [[ჯავის მუნიციპალიტეტი]], ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]]. ქარელის მუნიციპალიტეტის ფართობია 1092.1 კმ².
 
== ბუნება ==
მდებარეობს [[შიდა ქართლის ვაკე]]ზე. ტერიტორია — 1099 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ. კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები [[მტკვარი]], [[ძამა]], [[დასავლეთის ფრონე]], [[შუა ფრონე]] და [[აღმოსავლეთის ფრონე]]. სოფელ [[აბანო (ქარელის მუნიციპალიტეტი)|აბანოსთან]] არის წყალბადგოგირდოვანი წყაროები. [ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის მუნიციპალიტეტის]] ტერიტორიაზე მდებარეობს რამოდენიმერამდენიმე ტბა, რომელიც მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, საკემპინგე და დასასვენებელი ტურიზმის განვითარებისთვის. მათგან აღსანიშნავია [[ბატეთის ტბა|ბატეთის]] ბუნებრივი [[ტბა]], [[ოქროსოფელი|ოქროსოფელის]] და [[ბებნისი|ბებნისის]] ხელოვნური ტბები. [[ბატეთის ტბა]] მდებარეობს მდ. [[ძამა|ძამას]] ხეობის სიღრმეში, [[ქარელი|ქარელის]] რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 23 კმ-ს დაშორებით. იგი მეწყერული წარმოშობისაა და მდებარეობს ზღვის დონიდან 1313 მ. სიმაღლეზე. ფართობი 2.65 ჰექტარია. სიღრმე – დაახლოებით 10-12 მ. მასში ბინადრობენ ამფიბიები და იშვიათი ჯიშის ტრიტონები.
 
[[ბებნისი|ბებნისის]] ორი ტბა მდებარეობს რაიონულ ცენტრში. [[ქარელი|ქარელითან]] 1 კმ.ში, სოფ. [[ბებნისი|ბებნისის]] ტერიტორიაზე. ტბები არის ხელოვნური წარმოშობის. ერთი ტბის ფართობია 7.34 ჰა. ხოლო მეორე ტბის – 4.9 ჰა. სიღრმე დაახლოებით 5-6 მ.ია. ტბაში ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობა, როგორებიცაა: კობრი,[[ქაშაყი]], [[მურწა]]. [[ოქროსოფელი|ოქროსოფელის]] ხელოვნური ტბა მდებარეობს რაიონული ცენტრიდან 12-13 კმს მანძილზე, ფართობით 1.36 ჰექტარს შეადგენს. სიღრმე 3-4 მეტრია. [[ტბა|ტბაში]] [[თევზები|თევზი]] მცირე რაოდენობითაა. იგი გარშემორტყმულია ტყით.
ხაზი 30:
== მოსახლეობა ==
 
მოსახლეობის რიცხოვნობა — 56 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 50 კაცი კვ. კმ-ზე. რაიონში 84 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 82 სოფელი. სოფელი რუისი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, აქ 6 ათასზე მეტი მოსახლეა. მდინარე [[ძამა|ძამის]] ხეობაში ძირითადად ცხოვრობდნენ ეთნიკურად [[ოსები]]. მაგრამ გასული [[საუკუნე|საუკუნის]] 90-იანი წლებიდან ისინი აიყარნენ და საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ამასთან, ისინი ახლაც ცხოვრობენ ქარელის მუნიციპალიტეტის უამრავ სოფელში. გასული საუკუნედან მოყოლებული მიმდინარეობს [[ძამას ხეობა|ძამას ხეობის]] დაცლა. მასში ამჟამად უკვე 11 ნასოფლარია. ოსი მოსახლეობა აგრეთვე ცხოვრობს [[მდინარე]] [[ფრონე|ფრონეს]] ხეობაშიც, სოფელ [[ბრეთი|ბრეთში]]. ცხოვრობდნენ [[ებრაელები|ებრაელებიც]]. მოსახლეობის რაოდენობა, სხვადასხვა ეროვნებით, ასეთია: [[ქართველები]] - 93,3%; [[ოსები]] - 5,3%; [[სომხები]] - 0,5%;[[რუსები]] - 0,4%; [[აზერბაიჯანელები]] - 0,2%.
 
მოსახლეობა სხვა ადგილებში: ქარელი (7.200 მოსახლე), რუისი (6.032), აგარა (3.500), დირბი (3.028), ქვენატკოცა (2.750), ზემო ხვედურეთი (1.548), ბებნისი (1.327), ბრეთი (1.146), ძლევიჯვარი (1.378), ქვემო ხვედურეთი (1.141), კეხიჯვარი (1.086), მოხისი (1.330), ურბნისი (1.334), ფცა (1.120), ავნევი (1.022), დვანი (1.002).
ხაზი 63:
==ღირსშესანიშნაობანი ==
 
ქარელის რაიონში მდებარეობს არქიტექტურის და კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები: [[მძოვრეთის ციხე]]-დარბაზის კომპლექსი, [[სამწევრისის ეკლესია]], [[ყინწვისის მონასტერი|ყინწვისის კომპლექსი]], ისტორიული სოფლები [[რუისი]] და [[ურბნისი]]. ქარელის რაიონში ასევე არსებობს სოფელი [[დირბი]]. აქ მდებარეობს რამოდენიმერამდენიმე ეკლესია [[დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი]], [[დირბის წმინდა გიორგის ზედაჯვრის ეკლესია]], [[დირბის წმინდა გიორგის ეკლესია]], [[დირბის ყველაწმინდის ეკლესია]], [[დირბის წმინდა თევდორეს ეკლესია]]. მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ნასოფლარი [[აბუხალო (ქარელის მუნიციპალიტეტი)|აბუხალო]], სადაც შემორჩენილია დარბაზული ტიპის [[ეკლესია|ეკლესიის]] ნანგრევები. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული  [[აბუხალოს გამოქვაბულები|რვა გამოქვაბულისგან]]. სოფელ [[საღოლაშენი|საღოლაშენში]] მდებარეობს [[საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია]], რომელიც თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით და გადაკეთებულია XIX საუკუნეში. გაირჩევა ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრეულს მიეკუთვნება ეკლესიის გეგმა და კედლების ქვედა ნაწილები, რომლებიც ნაგები ყოფილა უხეშად ნატეხი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. შეკეთების დროს საშენ მასალად გამოყენებულია [[აგური]], ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს –  [[სამხრეთი|სამხრეთით]] და  [[დასავლეთი|დასავლეთით]]. ნახევარწრიული  [[აფსიდი|აფსიდის]] ღერძზე ვიწრო სარკმელია. ეკლესიას სამხრეთით თავიდანვე ჰქონია მინაშენი.
 
სოფელ [[ზღუდერი|ზღუდერში]] დგას [[ზღუდრის ეკლესია]], [[ზღუდრის ღვთისმშობლის ეკლესია]] და [[ზღუდრის წმინდა სტეფანეს ეკლესია]]. ასევე, [[ატოცი|ატოცში]] მდებარეობს [[ატოცის ციხე]]. გალავნის კედლის ქვედა ნაწილი (3-4 მეტრამდე) ყრუ და სქელია, ხოლო ზედა თხელია და ცალმაგი და ორმაგი სათოფურები აქვს. კედლის თხელი და სქელი ნაწილების ზღვარზე გადის საბრძოლო ბილიკი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სამსართულიანი კოშკის თავზე, სავარაუდოდ, საბრძოლო ბანი იყო. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართული ყრუკედლებიანია, ამოვსებულია მიწით; მეორე სართულზე კოშკის ერთადერთი კარია, რომელიც ციხის ეზოში გადის. კარის პირდაპირ ბუხარია, დანარჩენ კედლებში - სათოფურები.
 
[[ქარელი|ქარელიდან]] 14 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სოფელი [[ორთუბანი]], სადაც დგას [[ძამის ციხე]]. ამ ადგილას მდებარეობდა ისტორიული ქალაქი  [[მძოვრეთი]]. ძამის ციხე ძამისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. იგი კონტროლს უწევდა თრიალეთ-ზემო ქართლის ერთ-ერთ ძირითად გზას. X საუკუნეში ერთხანს აქ, ძამელ მთავარ ადარნასესთან, თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) სამეფო ტახტის პრეტენდენტი თეოდოსი (მეფობაში  [[თეოდოს III]]). XIII საუკუნეში ძამის ციხეს ფლობდა ახალქალაქის (ჯავახეთის) ერისთავთერისთავი თორელი გამრეკელი კახას ძე. XIV საუკუნის დასაწყისში ძამის ციხე დაიკავა ოსების „ბაყათარმა“ (ბელადმა), მაგრამ სამცხის მთავარმა მონღოლების ხელშეწყობით გაათავისუფლა. XVII საუკუნის 40-იან წლებში ძამის ციხეში გამაგრდა ქართლის მეფის  [[როსტომი|როსტომის]] წინააღმდეგ აჯანყებული ფეოდალი ნოდარ ციციშვილი. მეფემ ციხის აღება ვერ შეძლო.
ხაზი 75:
 
{{შიდა ქართლი}}
 
[[კატეგორია:ქარელის მუნიციპალიტეტი|*]]
[[კატეგორია:საქართველოს მუნიციპალიტეტები]]