გიორგი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა ქალაქ [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] [[1984]] წელს. სწავლობდა ოზურგეთის [[ეგნატე ნინოშვილი]]ს სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატაებდაატარებდა წინაპრების სოფლებში, [[სურები|სურებსა]] და [[ნატანები|ნატანებში]].<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი">[http://mediaportal.iliauni.edu.ge/node/108 ქეთა გაბუნიას პროფილი კეკელიძის პირად და საქმიან ცხოვრებაზე]</ref>. [[2001]]-[[2009]] წლებში სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
 
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ამის შემდეგ ჟურნალის გამოშვება გადაიზარდა პორტალში [[lib.ge]].<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი" /> ლიბ.ჯი იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს. 2006—2008 წლებში მუშაობდა [[რუსთავი]]ს №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. [[2009]]-[[2010]] წლებში იყო „რადიო ქალაქის“ ლიტერატურული გადაცემის - „ლიტერატურული ქალაქი“ - ერთ–ერთი წამყვანი დათო ქართველიშვილთან და ნესტან–ნენე კვინიკაძესთან ერთად. მიჰყავდა რუბრიკა „პრო და კონტრა“, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი კირიტიკოსების, თეორიტიკოსების რამდნეიმე განსხვავებული აზრის მოსმენას ერთ ლიტერატურულ მოვლენაზე. [[2010]] წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურულმა პორტალმა [[lib.ge]]-მ „როკ–კლუბთან“ ერთად დააარსა ყოველკვირეული არტ–საღამოები<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/issue0/culture/717/ lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა; netgazeti.ge]</ref> [[2011]] წელს აფუძნებს lib.ge-სა და fortline georgia-ს ერთობლივ დისკუსიების ციკლს და არის ამ დისკუსიების მოდერატორი.