გიორგი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
დაიბადა ქალაქ [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] [[1984]] წელს. სწავლობდა ოზურგეთის [[ეგნატე ნინოშვილი]]ს სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატაებდა წინაპრების სოფლებში, [[სურები|სურებსა]] და [[ნატანები|ნატანებში]].<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი">[http://mediaportal.iliauni.edu.ge/node/108 ქეთა გაბუნიას პროფილი კეკელიძის პირად და საქმიან ცხოვრებაზე]</ref> 2001-2009 წლებში სწავლობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
 
2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალისაჟურნალის სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. ამის შემდეგ ჟურნალის გამოშვება გადაიზარდა პორტალში [[lib.ge]].<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი" /> ლიბ.ჯი იყო პირველი ქართული ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს ათიათასზე მეტ ორიგინალურ და ნათარგმნ ტექსტს. 2006—2008 წლებში მუშაობდა [[რუსთავი]]ს №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. [[2009]]-[[2010]] წლებში იყო „რადიო ქალაქის“ ლიტერატურული გადაცემის - „ლიტერატურული ქალაქი“ - ერთ–ერთი წამყვანი დათო ქართველიშვილთან და ნესტან–ნენე კვინიკაძესთან ერთად. მიჰყავდა რუბრიკა „პრო და კონტრა“, რომელიც ითვალისწინებს ცნობილი კირიტიკოსების, თეორიტიკოსების რამდნეიმე განსხვავებული აზრის მოსმენას ერთ ლიტერატურულ მოვლენაზე. [[2010]] წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურულმა პორტალმა [[lib.ge]]-მ „როკ–კლუბთან“ ერთად დააარსა ყოველკვირეული არტ–საღამოები<ref>[http://www.netgazeti.ge/GE/issue0/culture/717/ lib.ge –ს და კლუბ ROCK CLUB –ის ახალი ინიციატივა; netgazeti.ge]</ref> [[2011]] წელს აფუძნებს lib.ge-სა და fortline georgia-ს ერთობლივ დისკუსიების ციკლს და არის ამ დისკუსიების მოდერატორი.
 
2010 წლიდან კითხულობს ლექციებს [[თავისუფალი უნივერსიტეტი|თავისუფალ უნივერსიტეტში]] ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიას [[საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი|აგრარულ უნივერსიტეტში]].<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი" /> [[2011]] წელს რადიო „მწვანე ტალღა“ და ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს რადიო-პროექტის „ლიტერატურა და სხვა“ წამყვანი. 2010-2012 წლებში იყო ჟურნალ „[[ტაბულა (ჟურნალი)|ტაბულას]]“ ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე, სატელევიზიო გადაცემა „წითელი ზონის“ პროდიუსერი, ჟურნალების - „ფოკუსი“ და „თბილისი-აუტ-ის“ ლიტერატურული მიმომხილველი. 2012 წლიდან უძღვებოდა ტელე-გადაცემა „ინტერპრეტაციას“, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრობენ ლიტერატურაზე, რომელსაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ასწავლიან, ტექსტების ახლებურ ინტერპეტაციაზე. [[2012]] წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „ლიბ-ეკვილიბრიუმი“ და „ლიბ-კლუბი“, რომელიც ძირითადად სტუდენტებს აერთიანებს და სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.<ref name="ქეთა გაბუნიას პროფილი" /> [[2012]] წელს იგი გახდა გადაცემა „ლიტარეას“ ავტორი და წამყვანი <ref>[http://www.youtube.com/watch?v=4bU1oSBWBIQ ლიტარეა]</ref> ამ გადაცემისთვის მას მიენიჭა წლის ლიტერატურული პრემია „ოქროს ფრთა“. 2012 წელს გახსნა საერთაშორისო აუდიო-პორტალზე [[Lyrikline.org]] გაიხსნა ავტორის ორენოვანი გვერდი.
57

რედაქტირება