ჯეიმზ კუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
5.178.222.37-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 13:
 
ზღაპრულად ლამაზი და სტუმართმოყვარე ტაიტი უკან დარჩა, ხოლო “ინდევერი” წყნარი ოკეანის სამხრეთისაკენ დაიძრა. [[1769]] წლის 8 ოქტომბერს მიწა გამოჩნდა. ეს [[აბელ ტასმანი]]ს მიერ აღმოჩენილი [[ახალი ზელანდია]] იყო. სანაპიროს შესწავლას კუკმა 3 თვე მოანდომა. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ ახალი ზელანდია ორი დიდი კუნძულისაგან შედგებოდა, მათ შორის კი ვიწრო სრუტე მდებარეობდა. ამ სრუტის არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ, მოგვიანებით მას კუკის სახელი ეწოდა. ადგილობრივი მოსახლეობა, მაორები, უცხოელებს მტრულად შეხვდნენ. თუმცა ინგლისელები ამისათვის მზად იყვნენ. რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ექსპედიციის წევრთაგან არავინ დაღუპულა.
 
[[1770]] წლის 29 აპრილს “ინდევერი” ულამაზეს უბეში გაჩერდა. გემზე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ბოტანიკოსი [[ჯოზეფ ბენქსი]] იმყოფებოდა. ის იმდენად მოიხიბლა სანაპიროს ფლორით, რომ კუკს უბისათვის უკვე შერქმეული სახელის შეცვლა მოითხოვა. ამ უბეს ბოტანი-ბეი, ანუ ბოტანიკური ჰქვია. უბეში “ინდევერი” 8 დღე იდგა. ამ ხნის განმავლობაში ბენქსმა უამრავი ახალი მცენარის აღწერა შეადგინა და აბორიგენების წეს-ჩვეულებებიც შეისწავლა. ისინი არც პოლინეზიელებს ჰგავდნენ და არც ზანგებს. [[მაორები]]ს მსგავსად, სტუმრების გამოჩენა არც ავსტრალიელ აბორიგენებს გახარებიათ. მაგრამ თოფის რამდენიმე გასროლამ ისინი მალევე დააწყნარა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერთა ასეთი დიდი რაოდენობა არც ერთ ექსპედიციას არ წაუყვანია. ბენქსის გარდა “ინდევერზე” შვედი ნატურალისტები სოლანდერი და სპერინგი, ორი გეოგრაფი და მათი თანაშემწეები – სულ 11 ადამიანი. თავად კუკიც ბრწყინვალე [[კარტოგრაფი]] და [[ასტრონომი]] იყო.
 
ბოტანი-ბეიდან ჩრდილოეთ კუკმა კიდევ ერთი უბე აღმოაჩინა. ეს იყო იდეალური ადგილი ნავსადგურის გასაშენებლად. კუკმა მას [[პორტ ჯექსონი]] უწოდა. თავის ჩანაწერებში კუკმა პორტ ჯექსონი და მის უპირატესობანიც მოიხსენია. ბრიტანეთის მთავრობამ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინა და წლების შემდეგ ამ ადგილას დაარსდა პირველი ავსტრალიური ქალაქი [[სიდნეი]]. ექსპედიცია ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს შესწავლას შეუდგა. კუკმა პირადად შეადგინა სანაპიროს რუკა, რომელზეც თანდათანობით გამოჩნდა ახალი ყურეები, სრუტეები და კონცხები. დიდი ბარიერული რიფი ექსპედიციამ დიდი სიფრთხილით გადალახა და იმ დროს, როდესაც თავი სამშვიდობოს ეგონა, კატასტროფა განიცადა – “ინდევერი” რიფს შეეჯახა. გემის შეკეთებას 7 კვირა დასჭირდა. 1770 წლის 22 აგვისტოს კუკმა მის მიერ აღმოჩენილ მიწას ახალი სამხრეთ უელსი უწოდა და მეფის გეორგ |||-ის სახელით დიდი ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა.
 
საერთო ჯამში კუკმა რუკაზე ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს 4.000-კილომეტრიანი ზოლი და [[დიდი ბარიერული რიფი]]ს 2.300 კილომეტრი აღწერა. აღსანიშნავია, რომ კუკმა ახალ სამხრეთ უელსში მტკნარი წყალი ვერ იპოვა – მან მხოლოდ სანაპიროს ვიწრო ზოლი გამოიკვლია. ამიტომ კუკმა საკუთარ მოხსენებაში განაცხადა, რომ ავსტრალია საცხოვრებლად უვარგისი იყო. თუმც, ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამოცდილი მეზღვაური შეცდა. 1771 წლის 13 ივლისს “ინდევერი” სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისისკენ მიმავალი გზა სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. მეზღვაურებს [[ტროპიკული ციებ-ცხელება]] დაერია. 18 მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ რომ არა კუკის გამჭრიახობა, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა.
 
მეორე ავადმყოფობა, რომელიც მეზღვაურთა ხშირი სტუმარი იყო, [[სურავანდი]] იყო. შორეული საზღვაო ექსპედიციების დროს მეზღვაურთა ერთადერთი საკვები დამარილებული [[ღორი]]ს ხორცი, [[ორცხობილა]] და მოხარშული [[ბარდა]] იყო. მაცივარი მაშინ არ არსებობდა, ამიტომ საჭმელი მალე ფუჭდებოდა, არც სასმელი წყალი ვარგოდა დასალევად. ასეთი “მენიუს” პირობებში მეზღვაურები სურავანდით ავადდებოდნენ. ჯეიმზ კუკი საკმაოდ გამოცდილი იყო, ამიტომ მან ყველაფერი ეს ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნის დროს გაითვალისწინა. პლიმუტიდან გასვლის წინ კუკმა მჟავე კომბოსტო და ხახვი მოიმარაგა. ხორცსა და ხილს კი ის კუნძულების მოსახლეობისაგან ყყიდულობდა. ასეთი წინდახედულობის წყალობით “ინდევერის” ეკიპაჟის არც ერთი წევრი სურავანდით არ დაავადებულა.
 
== წარუმატებელი ცდა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_კუკი“-დან