ჩარლზ II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[File:Charles II Prince of Wales Egmont.jpg|left|upright|thumb|ჩარლ II 1630 წელს]]
[[File:William Dobson - Charles II, 1630 - 1685. King of Scots 1649 - 1685. King of England and Ireland 1660 - 1685 (When Prince of Wales, with a page) - Google Art Project.jpg|left|upright|thumb|უილიამ დობსონის მიერ დახატული პორტრეტი. 1642 ან 1643 წელი]]
ჩარლზი დაიბადა სენტ-ჯეიმსის სასახლეში, [[1630]] წლის [[29 მაისი|29 მაისს]]. მისი მშობლები იყვნენ [[ინგლისი]]ს, [[შოტლანდია|შოტლანდიისა]] და [[ირლანდია|ირლანდიის]] მეფე [[ჩარლზ I]] და [[ანრიეტა მარია დე ბურბონი|ჰენრიეტა მარია]] (საფრანგეთის მეფე [[ლუი XIII]]-ის და). ჩარლზი მშობლებისთვის მეორე შვილი და მეორე ვაჟი იყო. მისი უფროსი ძმა მასზე დაახლოებით ერთი წლით ადრე დაიბადა, მაგრამ ჩვილი გარდაიცვალა.{{sfn|Weir|1996| pp=255–257}} იმ დროისთვის სამეფოში სამი რელიგიის მიმდევარნი იყვნენ. პრინცი ჩარლზი ანგლიკანად მოინათლა ჩაპელ როიალში. მისი აღმზრდელი იყო ედუარდ საკვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ორივე ბებია კათოლიკე იყო.<ref>{{harvnb|Fraser|1979|p=13}}; {{harvnb|Hutton|1989|pp= 1–4}}.</ref> დაბადებიდან ჩარლზი ავტომატურად გახდა როთსეის ჰერცოგი და [[უელსის პრინცი]] და აგრეთვე მიიღო სხვა ტიტულები, რასაც ტახტის მემკვიდრეები ატარებდნენ.{{sfn|Weir|1996| pp=255–257}}
 
1640-იანი წლებში, როცა ჩარლზი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, მამამისს პრობლემები შეექმნა პარლამენტთან, მას აუმხედრდნენ [[პურიტანები]] და დაიწყო [[ინგლისის სამოქალაქო ომი]]. თავდაპირველად, ჩარლზი მამის გვერდით იყო, მაგრამ [[1646]] წელს ჩარლზ I-მა ომი წააგო და იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.<ref>{{harvnb|Fraser|1979|p=32}}; {{harvnb|Hutton|1989|pp=6–7}}.</ref> თხუთმეტი წლის ჩარლზი კი საბოლოოდ დედის სამშობლოში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], რვა წლის ბიძაშვილ [[ლუი XIV]]-სთან ჩავიდა.<ref>{{harvnb|Fraser|1979|pp=38–45}}; {{harvnb|Miller|1991|p=6}}.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_II“-დან