მარია მედიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.169.208.114 ცვლილებების გაუქმება (№3219167)
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=მარია მედიჩი|ორიგინალური სახელი=Marie de' Medici|სურათი=Maria de' Medici Frans Pourbus the Younger (detail).jpg|ქვეყანა=[[საფრანგეთი|საფრანგეთის]] და [[ნავარა|ნავარის]]|თანამდებობა=დედოფალი|მმართველობის დასაწყისი=[[17 დეკემბერი]] [[1600]]|მმართველობის დასასრული=[[14 მაისი]] [[1610]]|კორონაცია=[[13 მაისი]] [[1610]]|წინამორბედი=[[მარგარიტა დე ვალუა]]|მემკვიდრე=[[ანა ავსტრიელი]]|დაბადების თარიღი=[[26 აპრილი]] [[1575]]|დაბადების ადგილი=[[ფლორენცია]], [[ტოსკანა]]|გარდაცვალების თარიღი=[[3 ივლისი]] [[1642]] (67 წლის)|გარდაცვალების ადგილი=[[კიოლნი]], [[საღვთო რომის იმპერია]]|ქორწინება=[[ანრი IV]]|შვილები=[[ლუი XIII]], [[ელიზაბეტ ბურბონი]], [[კრისტინა ბურბონი]]. ნიკოლას ანრი, გასტონი, [[ანრიეტა მარია ბურბონი]]|დინასტია=[[მედიჩები]]|მამა=[[ფრანჩესკო I მედიჩი]]|დედა=[[ჟანა ავსტრიელი]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
[[ფაილი:Peter Paul Rubens 095b.jpg|thumb|მარია მედიჩი]]
'''მარია მედიჩი''' ([[იტალ.]] Maria de' Medici, [[ფრანგ.]] Marie de Médicis) ([[26 აპრილი]] [[1573]] [[ფლორენცია]] - [[3 ივლისი]] [[1642]] [[კიოლნი]]) [[საფრანგეთი]]ს დედოფალი, [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]-ს მეორე მეუღლე, მეფე [[ლუი XIII (საფრანგეთი)|ლუი XIII]]-ს დედა.
 
'''მარია მედიჩი''' ([[იტალ.]] Maria de' Medici, [[ფრანგ.]] Marie de Médicis) ([[26 აპრილი]] [[1575]] [[ფლორენცია]] - [[3 ივლისი]] [[1642]] [[კიოლნი]]) __ [[ტოსკანა|ტოსკანის]] ჰერცოგ [[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკო I]]-ის ასული. [[1600]]-[[1610]] წლებში [[საფრანგეთი|საფრანგეთისა]] და [[ნავარის სამეფო|ნავარის]] დედოფალი როგორც [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]-ის მეუღლე. [[ლუი XIII]]-ის დედა და მისი რეგენტი [[1610]]-[[1614]] წლებში.
== ბიოგრაფია ==
 
== ადრეული ცხოვრება ==
{{ესკიზი-საფრანგეთი}}
[[ფაილი:CoA of Marie of Medicis.png|მარცხნივ|მინი|217x217პქ|მარია მედიჩის გერბი]]
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მარია მედიჩი დაიბადა [[1575]] წლის [[26 აპრილი|26 აპრილს]] ტოსკანის დიდი ჰერცოგის - [[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკო I მედიჩის]] ოჯახში. მარიას დედა იყო [[ავსტრიის იმპერია|ავსტრიის]] პრინცესა [[ჟანა ავსტრიელი]]. მარია ოჯახში მეექვსე შვილი იყო. მის მშობლებს შვიდი შვილი ჰყავდათ თუმცა, სრულწლოვანებამდე მხოლოდ მარიამ და მისმა უფროსმა დამ - ელეონორამ მიაღწიეს.
 
მარია მედიჩი თვით [[ლორენცო მედიჩი|ლორენცო I "ბრწყინვალეს<nowiki>''</nowiki>]] პირდაპირი შთამომავალი იყო. მის გათხოვებაზე მშობლებმა ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს ფიქრი, თუმცა შესაბამისი საქმროს ძიებამ დიდხანს გასტანა.
 
როგორც ისტორიკოსები აღწერენ მას ჰქონდა მაღალი შუბლი, თხელი ქერა თმა, თაფლის ფერი თვალები და თოვლივით ქათქათა კანი. ამასთან იგი იყო მშვილი, გაწონასწორებული, განათლებული მაგრამ ინტრიგებისა და ძალაუფლების მოყვარული გოგონა, რაც მედიჩების თანდაყოლილი თვისება იყო.
 
== საფრანგეთის დედოფალი ==
[[ფაილი:Marriage of Maria de' Medici and Henri IV per proxy Rubens.jpg|მინი|მარიას და ანრის ქორწინება]]
[[1599]] წელს საფრანგეთისა და ნავარის მეფე - [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV დე ბურბონი]] გაცილდა დედოფალ [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა დე ვალუას]]. [[1600]] წელს კი ანრიმ იქორწინა მარია მედიჩზე. ისინი [[ფლორენცია|ფლორენციაში]] დაქორწინდნენ და ქორწილში 4 000 ადამიანი დაპატიჟეს. ქორწილში უამრავი სასიამოვნო გასართობი იყო, მათშორის [[ოპერა|საოპერო მუსიკის]] ახალი ჟანრის მაგალითებიც. მარიას მზითვებში 60 000 ოქროს მონეტა და უამრავი უძვირფასესი სამკაული გაატანეს. [[1601]] წლის [[21 სექტემბერი|21 სექტემბერს]] მარიამ ტახტის მემკვიდრე - [[ლუი XIII|ლუი დე ბურბონი]] გააჩინა.
 
ქორწინების დროს მარია 25 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 47-ის. ქორწინება თავიდან ბედნიერად დაიწყო რასაც ხელი ლუის დაბადებამაც შეუწყო, მაგრამ ანრი მამამისს ჰგავდა და გამუდმების ქალებისაკენ გაურბოდა თვალი. იგი [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუასაც]] ხშირად ღალატობდა და მარიასთან ქორწინების შემდეგ მალევე მასაც უღალატა და კვლავ უამრავი საყვარელი გაიჩინა.  ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, [[ანრიეტა დ'ანტრაგი]]. <nowiki/>[[1601]] წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ <nowiki/>[[1604]] წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ <nowiki/>[[1609]] წელს დასრულდა, როდესაც ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.
 
ამავე წელს ანრიმ [[ავსტრია|ავსტრიასთან]] საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ <nowiki/>[[1610]] წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, ეტლი გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი <nowiki/>[[ფრანსუა რავაიაკი|რავაიაკი]] აღმოჩნდა. ეს მოხდა [[1610]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]], ამავე წლის [[13 მაისი|13 მაისს]] იყო მარია მედიჩის დედოფლად კორონაცია, ანუ ფაქტიურად მარიას ნამდვილი დედოფლის გვირგვინი მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა.
[[ფაილი:Maria de' Medici and her son Louis XIII by Charles Martin.jpg|მარცხნივ|მინი|271x271პქ|ახლად დაქვრივებული მარია თავის ვაჟ [[ლუი XIII]]-სთან ერთად]]
 
=== მხატვრული პატრონაჟი ===
მარიას ისევე, როგორც სხვა [[იტალიელები|იტალიელ]] ქალბატონებს ძალიან უყვარდა [[ხელოვნება]] და მფარველობდა მას. [[1612]] წელს ააშენებინათ ლუქსემბურგის საოცარი სასახლე. [[1615]] წელს დააფინანსა სოლომონ დე ბროსის სამხატვრო გამოფენა. ამავე წელს სამეფო კარზე მხატვრად აიყვანა [[პეტერ პაულ რუბენსი]]. მარიამ მთელი თავისი მზითვები და სიმდიდრე საფრანგეთში ხელოვნებისა და კულტურის აღორძინებას შესწირა. ასევე დააფინანსა ექსპედიციები [[ამერიკა|ამერიკაში]] და შექმნა ფრანგული კოლონია [[კანადა]].
 
== დედა დედოფალი ==
 
=== რეგენტი ===
[[ფაილი:Chicago art inst pourbus marie de medici.JPG|მინი|მარია მედიჩის პორტრეტი]]
ანრის სიცოცხლეში მარია თითქმის შუემჩნეველი ფიგურა გახდა, მაგრამ ვითარება [[1610]] წლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ მარიას უფროსი ვაჟი - [[ლუი XIII]] ამ დროისათვის მცირეწლოვანი იყო, საჭირო გახდა რეგენტის დანიშვნა. [[ფრანგები|ფრანგებმა]] რეგენტად მარია მედიჩი აირჩიეს. მარიამ საფრანგეთის სამეფო კარზე გაზარდა [[კათოლიციზმი|კათოლიკე]] იტალიელების გავლენები რათა დაეთრგუნდა [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტები]]. [[1614]] წელს [[ლუი XIII]]-ს ცოლად შერთო [[ესპანეთი|ესპანეთის]] პრინცესა - [[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა ავსტრიელი]], ხოლო ანას ძმას [[ესპანეთი|ესპანეთისა]] და [[პორტუგალიის ისტორია|პორტუგალიის]] მეფე - [[ფილიპე IV]]-ს მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი [[ელიზაბეტა ბურბონი]]. ამით მან მჭიდრო კავშირი შეკრა კათოლიკურ სახელმწიფოებთან და იმდროის ევროპის უძლიერეს დინასტია - [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] დაამყარა ნათესაური კავშირი. ამ მოვლენიდან მალევე მარიამ [[სავოიის დეპარტამენტი|სავოიის]] [[ჰერცოგი|ჰერცოგ]] - [[ვიტორიო ამადეო I (სავოია)|ვიტორიო ამადეო I]]-ს მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი [[კრისტინა მარია დე ბურბონი]], რითაც კიდევ ერთი კათოლიკე მოკავშირე გაიჩინა. [[1625]] წელს კი თავისი ნაბოლარა ქალიშვილი - [[ანრიეტა მარია დე ბურბონი]], მიათხოვა [[ინგლისის სამეფო|ინგლისის]], [[ირლანდია|ირლანდიისა]] და [[შოტლანდია|შოტლანდიის]] მეფე [[ჩარლზ I]]-ს, რითაც მან ფრანგი პროტესტანტების მთავარი დამხმარე საკუთარ მოკავშირედ აქცია. ამავე დროს [[ლუი XIII]] სრულწლოვანი ხდება და მარიას რეგენტის სტატუსი ჩამოერთვა.
 
=== კარდინალი რიშელიე ===
[[ფაილი:U skanowanie0002 1.jpg|მარცხნივ|მინი|[[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|კარდინალი რიშელიე]]]]
ამ პერიოდში მარიას ყურადღებას იქცევს პარიზის ეპისკოპოსი [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე]], რომელიც თავისი შორსმჭვრეტელობით სახელგანთქმული კაცი იყო.  მან [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|რიშელიე]] სასახლეში მიიწვია და [[1622]] წელს მისი შვილის – [[ლუი XIII]]-ის სრულწლოვანებისას კარდინალობა უბოძა. [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|რიშელიე]] [[1624]] წელს გახდა მეფის მთავარი მრჩეველი. ლუი ნადირობასა და მუსიკას უფრო მეტ დროს უთმობდა, ვიდრე სახელმწიფო საქმეებს. მეფემ დაინახა მისი შესაძლებლობები და მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა.
 
[[1627]] წ. რიშელიეს მეთაურობით საფრანგეთის სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ [[ლა-როშელი|ლა-როშელს]], [[ჰუგენოტები|ჰუგენოტების]] მთავარ სიმაგრეს. მან ააგო 1 მილის ( 1, 6 კმ) სიგრძის ბარიერი, რათა გამოეცალკევებინა ისინი ზღვისგან. 1 წლის ალყის შემდეგ მშიერი ქალაქი დანებდა. ამ დამარცხებამ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტთა]] პოლიტიკური ძალაუფლება დაასრულა, მაგრამ რიშელიემ დაუტოვა მრწამსის უფლება და სამოქალაქო უფლებები.
 
[[1630]] წელს დედა დედოფალმა მარია მედიჩიმ, დედოფალმა [[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა ავსტრიელმა]] და ლუის ძმამ [[გასტონ დე ბურბონმა]] რიშელიეს წინააღმდეგ სცადეს გადატრიალების მოწყობა, თუმცა გეგმა ჩაიფუშა და ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|რიშელიემ]] მეფის ას პროცენტიანი ნდობა და მფარველობა მოიპოვა, რამაც მისი უფლებების საოცარი ზრდა გამოიწვია. საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად ზღუდავდა რიშელიე ფრანგული არისტოკრატიის ძალაუფლებას. მან გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად, უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. რიშელიემ აგრეთვე დანიშნა სამეფო ოფიცრები, რათა თვალყური ედევნებინათ პროვინციების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი. რიშელიეს ასეთი ძალაუფლების ზრდამ დედა დედოფალი მარია მედიჩი აიძულა [[1631]] წელს [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] გადასულიყო, ხოლო [[1638]] წელს კი [[ამსტერდამი|ამსტერდამში]].[[ჰოლანდიელები|ჰოლანდიელებმა]] მისი ვიზიტი საოცრად აღნიშნეს, ამავე წელს იგი ეწვია თავის ქალიშვილს ანრიეტა მარიას, ინგლისში.
 
== უკანასკნელი წლები და გარდაცვალება ==
[[1638]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]] თავის ქალიშვილთან რამდენიმე თვით დარჩა, შემდეგ კი [[კელნი|კიოლნში]] გაემგზავრა. [[1642]] წლის [[3 ივლისი|3 ივლისს]] ქალაქ [[კელნი|კიოლნში]] მარია მედიჩი გარდაიცვალა. მალევე იგი გადაასვენეს საფრანგეთში და დაკრძალეს სენ დენის მეფეთა სასაფლაოზე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]-ის გვერდით. ამავე წლის 4 დეკემბერს გარდაიცვალა კარდინალი [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|რიშელიეც]], ხოლო სულ რაღაც ერთ წელიწადში [[1643]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]] გარდაიცვალა [[ლუი XIII]]-ც.
 
== შვილები ==
{| class="wikitable"
!პორტრეტი
!სახელი
!დაბ.თარიღი
!გარდ. თარიღი
!ტიტული
!მეუღლე
|-
|[[ფაილი:LouisXIII.jpg|frameless|195x195პქ]]
|[[ლუი XIII|ლუი XIII დე ბურბონი]]
|[[27 სექტემბერი]] [[1601]]
|[[14 მაისი]] [[1643]]
|[[საფრანგეთი|საფრანგეთის]] და
[[ნავარის სამეფო|ნავარის]] [[მეფე]]
|[[ანა ავსტრიელი (1601-1666)|ანა ავსტრიელი]]
|-
|[[ფაილი:Diego Velázquez - Queen Isabel of Bourbon Equestrian - WGA24413.jpg|frameless|122x122პქ]]
|[[ელიზაბეტა დე ბურბონი]]
|[[22 ნოემბერი]] [[1602]]
|[[6 ოქტომბერი]] [[1644]]
|[[ესპანეთი|ესპანეთის]] და
[[პორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის]]
 
დედოფალი
|[[ფილიპე IV|ფილიპე IV ჰაბსბურგი]]
|-
|[[ფაილი:Christine of France, Duchess of Savoy by Nicolas Mignard, Galleria Sabauda.jpg|frameless|185x185პქ]]
|[[კრისტინა მარია დე ბურბონი|კრისტინა მარია დე]]
[[კრისტინა მარია დე ბურბონი|ბურბონი]]
|[[10 თებერვალი]] [[1606]]
|[[27 დეკემბერი]] [[1663]]
|[[სავოიის დეპარტამენტი|სავოიის]]
[[ჰერცოგი|ჰერცოგინია]]
|[[ვიტორიო ამადეო I (სავოია)|ვიტორიო ამადეო I]]
[[ვიტორიო ამადეო I (სავოია)|სავოიელი]]
|-
|_
|ნიკოლას ანრი დე
ბურბონი
|[[16 აპრილი]] [[1607]]
|[[17 ნოემბერი]] [[1611]]
|ტიტული არ ჰქონია
|მეუღლე არ ჰყოლია
|-
|[[ფაილი:Gaston of France, Duke of Orléans by Anthony van Dyck (Musée Condé).jpg|frameless|160x160პქ]]
|[[გასტონ დე ბურბონი]]
|[[25 აპრილი]] [[1608]]
|[[2 თებერვალი]] [[1660]]
|[[ორლეანი|ორლეანის]] [[ჰერცოგი]]
|
# მარია დე ბურბონი
# მარგარიტა
ლოთარინგიელი
|-
|[[ფაილი:Portrait-of-Queen-Henrietta-Maria.jpg|frameless|209x209პქ]]
|[[ანრიეტა მარია დე ბურბონი|ანრიეტა მარია დე]]
[[ჰენრიეტა მარია დე ბურბონი|ბურბონი]]
|[[25 ნოემბერი]] [[1609]]
|[[10 სექტემბერი]] [[1669]]
|[[ინგლისის სამეფო|ინგლისის]],
[[ირლანდია|ირლანდიის]] და
 
[[შოტლანდია|შოტლანდიის]]
 
დედოფალი
|[[ჩარლზ I|ჩარლზ I სტიუარტი]]
|}
 
== გალერეა ==
<gallery>
ფაილი:MariadeMedici02.jpg|მარია მედიჩი
ფაილი:Marie de Medici - Van Dyck.jpg|ვან დაიკის მიერ შესრულებული მარია მედიჩის პორტრეტი
ფაილი:Peter Paul Rubens - Marie de Medicis as Bellona2.jpg|მარია მედიჩის პორტრეტი, შესრულებულია პეტერ პაულ რუბენსის მიერ
ფაილი:Royal Monogram of Marie de' Medici, Queen of France.svg|მარია მედიჩის სამეფო მონოგრამა
ფაილი:Henri IV Conferring the Regency upon Marie de' Medici (after Rubens) LACMA 58.12.jpg|მარია მედიჩის ხელს სთხოვს ანრი IV-ე
ფაილი:Statue of Marie de Médicis, Jardin du Luxembourg, Paris 26 October 2016.jpg|მარია მედიჩის ქანდაკება ლუქსემბურგის ბაღში
ფაილი:Henry IV of France with Marie de Medici, by Guillaume Dupre, designed 1605 - Chazen Museum of Art - DSC02109.JPG|ანრი IV-ის და მარია მედიჩის გამოსახულებიანი მონეტა, 1605 წ.
ფაილი:Peter Paul Rubens 049.jpg|მარია მედიჩის კორონაცია
</gallery>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[მედიჩები]]
* [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV]]
* [[ლუი XIII]]
* [[არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე|კარდინალი რიშელიე]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* https://web.archive.org/web/20030914111817/http://www.students.sbc.edu/vandergriff04/mariedemedici.html
* https://web.archive.org/web/20060503062617/http://www.nmm.ac.uk/searchbin/searchs.pl?exhibit=it3322z&axis=1118004862&flash=true&dev=
* https://en.wikisource.org/wiki/Catholic_Encyclopedia_(1913)/Maria_de%27_Medici
* http://colecciondeverda.blogspot.de/search/label/Mar%C3%ADa%20de%20Medici
* https://archive.org/stream/mediceahospessiv00baer#page/n6/mode/thumb
 
== ლიტერატურა ==
* Lawrence, Cynthia Miller (1997). Women and Art in Early Modern Europe: Patrons, Collectors, and Connoisseurs. Pennsylvania State Univ Pr. p. 136.
* Lawrence, Cynthia Miller (1997). Women and Art in Early Modern Europe: Patrons, Collectors, and Connoisseurs. Marie de Médici's Patronage of Art and Architecture: Pennsylvania State Univ Pr. <nowiki>ISBN 978-0-271-01568-2</nowiki>.
* Leonie Frieda (14 March 2006). Catherine de Medici: Renaissance Queen of France
* Goldstone, Nancy, The Rival Queens, (Little Brown and Company, 2015), p. 377
*  THE AMERICAN CYCLOPEADIA. 1874. pp. 671–. Retrieved 21 February 2011.
* Goldstone, Nancy, The Rival Queens, (Little Brown and Company, 2015), footnote: p. 377
* Herman, Eleanor (2005). [https://books.google.com/books?id=GFiou8-zsPYC&pg=PA80&dq=Henriette+finally+fell+from+henri%27s+favor+in+1608&hl=en&sa=X&ei=vNSJT-eSKcje0QH_vYTmCQ&ved=0CDAQ6AEwAA#v=onepage&q=Henriette%20finally%20fell%20from%20henri's%20favor%20in%201608&f=false ''Sex with Kings: 500 Years of Adultery, Power, Rivalry, and Revenge'']. p.80
* Bergin, Joseph (1 March 1990). Cardinal Richelieu: Power and the Pursuit of Wealth. New Haven, CT: Yale University Press. p. 86. <nowiki>ISBN 978-0-300-04860-5</nowiki>. Retrieved 19 March 2016.
[[კატეგორია:საფრანგეთის დედოფლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1573]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1642]]
[[კატეგორია:დაბადებული 26 აპრილი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 3 ივლისი]]
[[კატეგორია:XVII საუკუნის ევროპის მონარქები]]
[[კატეგორია:იტალიელები]]
[[კატეგორია:ქალი რეგენტები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარია_მედიჩი“-დან