ბარდა ფოკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბარდა ფოკა (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Clash between the armies of Bardas Skleros and Bardas Phokas.jpg|მინი|ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის ბრძოლა]]
'''ფოკა ბარდა''' ({{lang-el|Βάρδας Φωκᾶς}}; დ. უცნობია — გ. [[13 აპრილი]], [[989]]) — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] მხედართმთავარი, [[კაპადოკია|კაპადოკიელი]] დიდგვაროვანი, იმპერატორ [[ნიკიფორე II ფოკა|ნიკიფორე II-ის]] ძმისშვილი. [[970]] წელს აჯანყდა იმპერატორ [[იოანე I (ბიზანტია)|იოანე I ციმისხი]]ს წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და გადაასახლეს. [[978]] წელს იმპერატორმა [[ბასილი II|ბასილი II-მ]] გადასახლებიდან გამოიწვია და [[ბარდა სკლიაროსი]]ს აჯანყების ჩახშობა დაავალა. ფოკა ბარდას დამხმარედ მოუვიდა [[დავით III|დავით კურაპალატის]] ჯარი, რომლის მეშვეობით მან სძლია სკლიაროსს. ბასილი II უნდობლად უყურებდა ფოკა ბარდას და არ აწინაურებდა. [[987]] წელს ფოკა ბარდა პროვინციული არისტოკრატიის მხარდაჭერით აჯანყდა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. აჯანყებამ ფართო ხასიათი მიიღო და მთელი [[მცირე აზია]] მოიცვა. ამჯერად ფოკა ბარდას დავით კურაპალატიც მიემხრო. აჯანყებულები შეეცადნენ [[კონსტანტინოპოლი]]ს ალყაში მოქცევას. ბასილი II-მ სძლია აჯანყებულებს [[989]] წლის 13 აპრილს [[აბიდოსი (ჰელესპონტი)|აბიდოსთან]]. ფოკა ბარდა ბრძოლაში დაიღუპა, როგორც ვარაუდობენ, მოსყიდულმა მსახურმა მოწამლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარდა_ფოკა“-დან