გიორგი კაჭახიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 6:
საშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც [[1930]] წელს დაამთავრა.
 
სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომინისტის“კომუნისტის“ გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიქცია ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს.
 
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი როგორც საბავშვო მწერლისა და ჟურნალების „ოქტომბრელისა“ და „პიონერის“ რედაქტორის ღვაწლი. მან არა ერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ჰყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის დიდი სიყვარულით დაწერილი მონოგრაფია შიო მღვიმელზე. პოეტს მინიჭებული ჰქონდა [[იაკობ გოგებაშვილის მედალი]]; დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.