პავლე ბერიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პავლე აბრამის ძე ბერიშვილი''' (დ. 1891, რაჭის მაზრა, [[ონი] — გ. 17...
 
No edit summary
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
პავლე აბრამის ძე ბერიშვილი დაიბადა [[1891]] წელს, ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ მოედანში (ამჟამად ონის მოედნის უბანი). დაამთავრა ონის სამოქალაქო სასწავლებელი. შემდგომ სწავლობდა ბაქოში, ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც შეისწავლა ლითონის დამუშავება და ხარატობა. [[1905]] წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. [[1919]] წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. [[1921]] წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. შემდგომ პერიოდში იგი დააკავეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ენისეისკში. პავლე ბერიშვილი საქართველოში [[1935]] წელს დაბრუნდა. [[1937]] წელს იგი კვლავ დააპატიმრეს და 17 სექტემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე ღამეს აღასრულეს. [[1989]] წლის 17 ნოემბერს იგი რეაბირიტირებულია კრასნოიარსკის სამხარეო პროკურატურის მიერ.
 
== ლიტერატურა ==