თეიმურაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურ → ფაქტობრივ using AWB
მაგამ → მაგრამ
ხაზი 124:
ამასვე ადასტურებს ვახუშტი: „მერმე კუალად მოვიდა გონიას ზღვით“. იღუმენი ხარიტონი ახლა მოსკოვს გაგზავნა თეიმურაზმა ელჩად. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საქმეში უდავო იყო ხარიტონის ელჩობის დიდი მნიშვნელობა. ხარიტონი არა მარტო კახეთის მეფის, არამედ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს წარმომადგენელიც იყო და ამით საფუძველი ეყრებოდა დასავლეთ საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან. თეიმურაზის ხარიტონისათვის გატანებული სიგელის ანალიზი ადასტურებს, რომ თეიმურაზი მხოლოდ დიპლომატიურ დახმარებას თხოულობდა რუსეთისგან, რადგან მას კარგად ესმოდა, რომ ამ დროს (1618 წელს) რუსეთს აქტიური სამხედრო დახმარების გაწევა არ შეეძლო. ხარიტონის ელჩობამ თავისი საქმე გააკეთა. რუსეთი დადებითად შეხვდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და უარი არ უთქვამს თავის ვალდებულებაზე გამოსულიყო საქართველოს დასაცავად<ref>И. Накашидзе, Грузино-русские полотические отношения в первой половине XVII века, Тб., 1969, გვ. 75</ref>. მალე, 1621 წელს, რუს ელჩებს ევალებოდათ, კახეთი თეიმურაზისათვის დაებრუნებინა, საქართველოსადმი მტრული მოქმედება შეეწყვიტა და თეიმურაზის დედა და შვილები გაეთავისუფლებინა. ამ დროს მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ირანტან კეთილურთიერთობის შენარჩუნება იყო. თეიმურაზის სულთანთან დაკავშირების ცდებმა კი რუსეთს მისი გამოქომაგების საფუძველი გამოაცალა. შაჰმა ამით ისარგებლა და რუსეთის მეფეს სთხოვა, თეიმურაზი ჩემთან გამოცხადდეს და დედასა და შვილებს დავუბრუნებო<ref>თ. ტივაძე, „საქართველო რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის II მეოთხედში“, თბ., 1977, გვ, გვ. 29</ref>.
 
მიუხედავად ყოველივე ამისა, მალე თეიმურაზმა ოლთისს დატოვა დედოფალი ხორეშანი და თვითონ ოსმალეთს წავიდა, რათა პირადად ეთხოვა დახმარება სულთანისათვის. თეიმურაზი სტამბოლში 1622 წლის გაზაფხულზე ჩასულა და შეხვედრია ახალ სულთანს მუსტაფა I-ს, მაგამმაგრამ უკან იმედგაცრუებული დაბრუნებულა<ref>მ. სვანიძე, „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობების ისტორიიდან“, თბ., 1977, გვ. 278-279</ref>.
 
თეიმურაზის ოსმალეთთან და რუსეთთან კავშირმა შაჰ-აბასის შურისძიება გამოიწვია. მან დაასაჭურისა თეიმურაზის ძენი ლევანი და ალექსანდრე, ხოლო დედა — ქეთევან დედოფალი გამაჰმადიანებაზე უარის გამო სასტიკად აწამა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიმურაზ_I“-დან