მორიელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტატიასთან არაფერ შუაშია.
ხაზი 52:
მეცნიერები თვლიან, რომ მორიელების წინაპრები ცხოვრობდნენ წყალში და შემდეგ მოახდინეს ადაპტირება ხმელეთთან. აღმოჩენილი ყველაზე უძველესი არაქნიდის ჩონჩხი თარიღდება 400 მილიონი წლით და სხეულის ფორმით ძალიან ჰგავს „თანამედროვე“ მორიელებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორიელის სხეულის დიზაინი იმდენად სრულყოფილია, რომ მას არ დასჭირვებია გარემოსთან ადაპტირებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდა. ფსევდომორიელები არიან პატარა ზომის არაქნიდები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც პაწაწინა მორიელები. მათი 2000-მდე სახეობა არსებობს, თუმცა არც ეთი არ არის საშიში ადამიანისთვის, რადგან არ გააჩნიათ ნესტარი. მსხვერპლს კლავენ მარწუხებიდან გამოყოფილი შხამით. ზომით საშუალოდ 8 მმ-ს აღწევენ. ფსევდომორიელები, ობობების მსგავსად, რთავენ ქსელის ძაფებს, რომლისგანაც ქსოვენ ჭუპრებს, სადაც დედალი დებს კვერცხს. ახალშობილი ფსევდომორიელები ქსელის ძაფის საშუალებით ამზადებენ ბუდეებს. ე. წ. მათრახიანი მორიელები თავის ჯგუფში 150-მდე არაქნიდს აერთიანებენ. ასეთი სახელი მათ მიიღეს იმის გამო, რომ ზოგიერთის სხეული ბოლოვდება მათრახისმაგვარი კუდით. ისინი მსხვერპლს აშხაპებენ სითხეს, რომლის ძირითადი შემადგენელია ძმარმჟავა. არსებობს ასევე ე. წ. მიკრომათრახიანი მორიელები, რომელთა შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
 
== ფალანგები ==
ფალანგები გრძელკიდურებიანი არაქნიდები არიან, რომლებიც მიეკუთვნებიან მორიელების რიგს, გარეგნულად კი ჰგვანან ობობებს. ცნობილია მათი 3200-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. გვხვდება სხვადასხვა ზომის ფალანგები, რომელთგანაც უმცირესი 1 მმ-ისაა, ხოლო უდიდესი - 20 მმ სიგრძის 160 მმ-იანი კიდურებით. სხეული ერთიანი აქვთ - მუცელი არ არის გამოყოფილი თავ-მკერდისაგან. ფალანგები უწყინარი არსებები არიან. ისინი იკვებებიან მწერებითა და ხილით, ნადირობენ ღამით. ფალანგებს არ გააჩნიათ შხამი და არ რთავენ ქსელის ძაფს. დედალი ფალანგი კვერცხებს მიწაში ან დამპალი ხის მორებში დებს.
 
== ტკიპები ==
არაქნიდების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია ტკიპა. მეცნიერებისათვის ცნობილია 25000-მდე სახეების ტკიპები, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი მეტია. ისინი გავრცელებულები არიან მსოფლიოს ყველა კუთხეში, დაწყებული ტროპიკებით და დამთავრებული პოლარული რეგიონებით. ტკიპების დიდი ნაწილი ბინადრობს მიწაში, ზოგიერთი სახეობა - მცენარეებზე, ხოლო უდიდესი ნაწილი ცხოველების პარაზიტებს წარმოადგენენ. ტკიპა სისხლის მწოველი ცხოველია და ინფექციების ძირითადი გადამტანი, ამიტომაც საკმაოდ საშიშია როგორც ადამიანისთვის, ისე შინაური ცხოველისათვის. ტკიპები ასევე დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ [[სოფლის მეურნეობა]]ს.
{{clear}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორიელები“-დან