კარლ ფრიდრიხ გაუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 77.92.226.252 ცვლილებების გაუქმება (№3366948)
ხაზი 6:
ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში გაუსი „მათემატიკოსთა პრინცის“ ტიტულით იყო დაჯილდოებული. გადმოცემის თანახმად, სკოლაში მათემატიკის ერთ–ერთ გაკვეთილზე, მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა გამოეთვალათ რიცხვთა ჯამი 1–დან 100–მდე. პატარა გაუსმა შეამჩნია, რომ სხვადასხვა ბოლოდან აღებული ყველა წყვილის ჯამი ერთნაირია: 1+100=101, 2+99=101 და ა.შ. ასეთი წყვილი კი სულ 50-ია. ასეთი მსჯელობით მან ძალიან სწრაფად მიიღო საბოლოო შედეგი – 50×101=5050, რითაც მასწავლებლის გაოცება გამოიწვია.
 
გაუსი წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან იყო, მაგრამ სკოლის პედაგოგები იმდენად აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ნიჭით, რომელსაც მომავალი მეცნიერი მათემატიკასა და ლინგვისტიკაში ავლენდა, რომ მათ ბრაუნშვაიგის ჰერცოგს მიმართეს თხოვნით, დაეფინანსებინა გაუსის მომავალი სწავლება. ჰერცოგმა დააკმაყოფილა პედაგოგთა თხოვნა და გამოყო სახსრები გაუსის მომავალი განათლებისათვის კაროლინუმის კოლეჯში (Collegium Carolinum, ამჟამად [[ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი]]), სადაც ის [[1792]]-[[1795]] წლებში სფგჰფგჰწავლობდასწავლობდა. კოლეჯში ყოფნის პერიოდში გაუსმა დამოუკიდებლად, ხელმეორედ აღმოაჩინა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორემა. [[1795]]–[[1798]] წლებში გაუსი სწავლობდა [[გეტინგენის უნივერსიტეტი|გეტინგენის უნივერსიტეტში]].
 
1796 წელი გაუსისთვისაც და რიცხვთა თეორიისთვის ყველაზე პროდუქტიული წელიწადი იყო. ამ წლის 30 მარტს მან [[ჰეპტადეკაგონი]]ს აგების წესი, ხოლო 8 აპრილს [[კვადრატული ურთიერთდამოკიდებულების კანონი]] აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი მათემატიკოსებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ ნებისმიერი კვადრატული განტოლების ამოხსნადობა მოდულურ არითმეტიკაში. 31 მაისს მიღებული [[მარტივ რიცხვთა თეორემა]] საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ როგორ არის მარტივი რიცხვები განაწილებული რიცხვთა წრფეზე.
ხაზი 19:
== წვლილი მათემატიკაში ==
[[ფაილი:Disqvisitiones-800.jpg|thumb|"არითმეტიკული გამოკვლევების" თავფურცელი]]
ჰდფჰდფგსგ მჯწჰგვრ ჰერყერტერტერტგაუსისგაუსის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია პრობლემატიკის არაჩვეულებრივი სიფართოვე, ღრმა ორგანული კავშირი თეორიულ და გამოყენებით მათემატიკას შორის. მისმა შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა [[რიცხვთა თეორია|რიცხვთა თეორიის]], [[ალგებრა|ალგებრის]], [[დიფერენციალური გეომეტრია|დიფერენციალური გეომეტრიის]], [[მათემატიკური ანალიზი]]ს, [[ალბათობის თეორია|ალბათობის თეორიის]], [[მსოფლიო მიზიდულობის კანონი|მსოფლიო მიზიდულობის]] თეორიის, [[ელექტრობა|ელექტრობისა]] და [[მაგნეტიზმი]]ს კლასიკური თეორიის, [[გეოდეზია|გეოდეზიის]], თეორიული [[ასტრონომია|ასტრონომიის]] მრავალი დარგის განვითარებაზე. მართალია თვითონ გაუსს არ მიუღია მონაწილეობა მათემატიკური ანალიზის მკაცრი დაფუძნების დამუშავებაში (ამ საკითხს მაშინ [[კოში, ოგიუსტენ ლუი|ოგიუსტენ ლუი კოში]] იკვლევდა), მაგრამ მისმა შრომებმა მათემატიკის მრავალ დარგში გაზარდა მოთხოვნილება დამტკიცებათა ლოგიკური სიზუსტისადმი.
 
== არითმეტიკული კვლევები ==