ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 178.134.118.170 ცვლილებების გაუქმება (№3172538)
ხაზი 26:
== ევოლუცია ==
[[ფაილი:Ants in amber.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ქარვაში გაქვავებული ჭიანჭველას ნაშთი]]
ჭიანჭველასებრთა ოჯახი მიეკუთვნება [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] სახეობას, რომლებიც ასევე აერთიანებს [[კრაზანები|კრაზანებსა]] და [[ფუტკრები|ფუტკრებს]]. ჭიანჭველები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ნესტრიანი ბზიკისებრთა მწერისგან 100 მილიონზე მეტი წლის წინ. [[1966]] წელს, [[ედვარდ ოსბორნ უილსონი|ედვარდ უილსონმა]] და მისმა ჯგუფმა მოახდინეს იდენტიფიცირება გაქვავებული [[ნამარხი ნაშთები]]ს, სადაც შემორჩენილი იყო ჭიანჭველის ნარჩენი, ხოლო აღნიშნული ნამარხი განეკუთვნებოდა [[ცარცული სისტემა|ცარცულ პერიოდს]]. ამ ნიმუშს, რომელსაც გარს ეკრა ქარვის გარსი და რომლის ასაკი განისაზღვრებოდა 92 მილიონი წლით, გარკვეული ნიშნები საერთო ჰქონდა ბზიკთან, ხოლო ეს თავისებურებები თანამედროვე ჭიანჭველებს არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვანმა მცენარეებმა]] იწყეს განვითარება, ჭიანჭველები გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი და მიაღწიეს ეკოლოგიურ დომინირებას დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სახეობა განსხვავდება ადრეული პრიმიტიული ჭიანჭველებისგან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ ცხოვრება უწევთ მიწის ზედაპირის ქვეშ.
 
[[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდის]] განმავლობაში, ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობა გავრცელებული იყო [[ლავრაზია|ლავრაზიის]] კონტინენტზე. ისინი ამ არეალში წარმოადგენდნენ უმცირესობას სხვა მწერებთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს მწერების სხვა სახეობებთან შედარებით. თუმცა, [[პალეოგენური სისტემა|პალეოგენური პერიოდის]] დასაწყისისთვის, ჭიანჭველებმა ამ რეგიონში მოიპოვს დომინანტის როლი. ხოლო [[ოლიგოცენი]]სა და [[მიოცენი]]ს პერიოდისთვის, ჭიანჭველების წილი შეადგენდა დაახლოებით 20-40%-ს, რაც დასტურდება ამავე პერიოდების [[ნამარხი ნაშთები]]ს მიხედვით.
 
მართალია, [[ტერმიტები|ტერმიტებს]] ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „თეთრ ჭიანჭველებს“, თუმცა ისინი სულაც არ განეკუთვნებიან ჭიანჭველების სახეობას. [[ტერმიტები]] უფრო მეტად ახლოს დგანან [[ტარაკნები|ტარაკნებთან]] და [[კალიები|კალიებთან]]. ტერმიტებსაც, ისევე როგორც ჭიანჭველებს, ახასიათებთ საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფა, თუმცა, ისინი დიდად განსხვავდებიან როგორც გენეტიკით, ასევე რეპროდუქციით.
 
== გავრცელება და მახასიათებლები ==
ჭიანჭველები სახლობენ დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] გარდა. ასევე, კუნძულები, როგორიცაა [[გრენლანდია]], [[ისლანდია]], [[პოლინეზია|პოლინეზიის]] ნაწილი და [[ჰავაის კუნძულები]] არ წარმოადგენენ მშობლიურ ტერიტორიას ჭიანჭველებისთვის. ჭიანჭველასებრთა სახეობას შეუძლია მრავალმხრივ შეეგუონ გარემო პირობებს, რასაც ადასტურებს მათი უნარი მრავალმხრივ დაამუშაონ საკვები პროდუქტები. ამით, ისინი წარმოადგენენ როგორც [[ბალახისმჭამელი|ბალახისმჭამელთა]] კატეგორიას, ასევე არიან ხორცისმჭამელები და ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ ნაგვითაც გაიტანონ თავი. ამ ოჯახის სახეობათა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფრისმჭამელთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა არსებობს სახეობათა ნაწილი, რომლებიც შერჩევით იკვებება. მათი ეკოლოგიური დომინირება შეიძლება განისაზღვროს ბიომასის მიხედვით და მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა გარემოში, ხმელეთის ბინადართა 15-20%-ს შეადგენს (ხოლო ტროპიკებში — დაახლოებით 25%-ს). ეს რიცხვი კი უფრო მეტია, ვიდრე ხერხემლიანთა სახეობის საერთო რაოდენობა.
 
ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია ''[[Titanomyrma]]'', რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.
 
== აგებულება ==
ჭიანჭველასებრთა ოჯახის წარმომადგენლები გამოირჩევიან თავიანთი [[მორფოლოგია(ბიოლოგია)|მორფოლოგიით]] სხვა მწერებისგან თავიანთი მოხრილი საცეცებით, მეტაპლევრული ჯირყვალითა და მუცლის მეორე სეგმენტით. თავი, [[მეზოსომა]] და [[მეტასომა]] არიან მკაფიოდ გამოკვეთილი ნაწილები.
 
[[ფაილი:Scheme ant worker anatomy-en.svg|მინიატიურა|მარცხნივ|მუშა ჭიანჭველას აგებულება]]
=== თავი ===
ჭიანჭველის თავი შედგება მრავალი მგრძნობიარე ნაწილისგან. მწერთა უმრავლესობის მსგავსად, მას აქვს რთული აგებულების თვალები, შემდგარი უამრავი ერთმანეთთან შეკავშირებული ლინზისგან. ჭიანჭვალის თვალს შეუძლია დააფიქსიროს უმცირესი მოძრაობაც კი, თუმცა მას არ აქვს უნარი მიიღოს მკვეთრი გამოსახულება. მათ ასევე გააჩნიათ სამი პატარა მარტივი თვალი თავის ზედა ნაწილში, რომელთა მთავარი ფუნქციაა სინათლის დონისა და გავრცელების სიხშირის დაფიქსირება. ხერხემლიანთა შედარებით, მათ არ შეუძლიათ ფერთა სრულად აღქმა, ხოლო მიწისქვეშა ბინადრების რამდენიმე სახეობა საერთოდ ბრმა არის. თუმცა, ჭიანჭველების რამდენიმე სახეობა, როგორიცაა მაგალითად ავსტრალიური [[ბულდოგი-ჭიანჭველა]], გამოირჩევა შესანიშნავი მხედველობითი უნარით. ამ სახეობას შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა ფერი, ზუსტად განსაზღვროს ობიექტამდე მანძილი და ზომა დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში.
 
თავზე დაკავშირებული ორი საცეცით ჭიანჭველას შეუძლია დააფიქსიროს ქიმიური ნივთიერებები, ჰაერის ნაკადები და ვიბრაცია. ეს წანაზარდები ასევე გამოიყენება ერთმანეთს შორის სიგნალის გადასაცემად და სიგნალის მისაღებად. მას აქვს ასევე ორი ძლიერი ყბა, რაც გამოიყენება საკვების გადასატანად, საგნების გადასაადგილებლად, ბუდეების ასაშენებლად და ასევე, თავის დაცვის მიზნით. ზოგიერთ სახეობას პირის შიგნით აქვს სპეციალური ჩაღრმავება, სადაც გროვდება საკვები, რომელიც შემდეგ შეიძლება სხვა ჭიანჭველას გაუნაწილოს.
 
=== ფეხები ===
ჭიანჭველას, [[მეზოსომა]]სთან დაკავშირებული ექვსი ფეხი აქვს, რომლებიც მოკაუჭებული ბრჭყალისებრი ბოლოთი მთავრდება.
 
=== ფრთები ===
ფრთები ჭიანჭველებში მხოლოდ გამრავლების უნარის მქონე ინდივიდებს, როგორიცაა [[დედოფალი ჭიანჭველა]] და მამრი ჭიანჭველები, გააჩნიათ. [[დედოფალი ჭიანჭველა]] ფრთებს [[საქორწინო გაფრენა|საქორწინო გაფრენის]] შემდეგ კარგავს. არსებობს რამდენიმე სახეობა, სადაც არც [[დედოფალი ჭიანჭველა|დედოფალს]] და არც მამრ ჭიანჭველებს არ გააჩნიათ ფრთები.
 
=== მეტასომა ===
[[მეტასომა]] (იგივე მუცლის ღრუ) აერთიანებს ჭიანჭველების უმნიშვნელოვანეს ორგანოებს, როგორებიცაა რეპროდუქციის, სასუნთქი და გამომყოფი სისტემები. მრავალი სახეობის [[მუშა ჭიანჭველები|მუშა ჭიანჭველებში]] [[კვერცხსადები]] ორგანო გარდაქმნილია [[ნესტარი|ნესტრად]], რომელსაც იყენებენ როგორც ნანადირევის დასამორჩილებლად, ასევე ბუდეების დასაცავად.
 
=== პოლიმორფიზმი ===
ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობის კოლონიაში, არსებობს [[მუშა ჭიანჭველები]]ს ერთგვარი „კასტები“ სხეულებრივი მახასიათებლების მიხედვით: მცირე, საშუალო და დიდი მუშა ჭიანჭველები. უმეტესად, დიდ ჭიანჭველებს აქვთ არაპროპორციულად დიდი თავი და შესაბამისად ძლიერი ქვედა ყბა. ასეთ ინდივიდებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჯარისკაცებს“, რადგანაც მათი ძლიერი ყბების გამო ისინი ბრძოლებში ეფექტურობით გამოირჩევიან, თუმცა ისინი მაინც „მუშები“ არიან და მათი ძირითადი ფუნქციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან მცირე და საშუალო კატეგორიებისგან. რამდენიმე სახეობაში საერთოდ არაა საშუალო ზომის მუშების კატეგორია და ამიტომაც, ამ სახეობებში არის უხეში დაყოფა მცირე და დიდ მუშა ჭიანჭველებად. მცირე და დიდ ჭიანჭველებს შორის, [[Pheidologeton diversus]]-ის სახეობაში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიდი ჭიანჭველის მასა ხშირ შემთხვევაში 500-ჯერ აღემატება მცირე ჭიანჭველის მასას.
 
ჭიანჭველის როლი და ფუნქცია შეიძლება ასაკთან ერთად შეიცვალოს. მაგალითად, [[რეზერვუარი-ჭიანჭველები]]ს მთავარი ფუნქცია ადრეულ პერიოდში არის საკვები ნივთიერებების დაგროვება, ხოლო შემდგომ ეტაპზე, არსებობას განაგრძობენ როგორც „საკვების შესანახი ცოცხალი ჭურჭლები“.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|396|სეფერთელაძე მ.}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.antweb.org/ AntWeb from The California Academy of Sciences]
* [http://antbase.org/ AntBase – a taxonomic database with literature sources]
* [http://www.antwiki.org/wiki/Welcome_to_AntWiki AntWiki – Bringing Ants to the World]
* [http://www.pestworld.org/pest-guide/ants/ Ant Species Fact Sheets] from the [[National Pest Management Association]] on Argentine, Carpenter, Pharaoh, Odorous, and other ant species
* [http://www.antwiki.org/wiki/Category:Genus_Distribution_Map Ant Genera of the World – distribution maps]
* [http://www.botanical-dermatology-database.info/BotDermReviews/Myrmecophytes.html The super-nettles. A dermatologist's guide to ants-in-the-plants]
 
[[კატეგორია:სიფრიფანაფრთიანები]]