ეგვიპტის ძველი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

212.58.121.101-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 5.133.161.51-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(გამოვტოვე მეოთხე დინასტიის ეგვიპტე რადგან ბევრი ეწერა და დაეზარება ხალხს წაკითხვა ხდ)
(212.58.121.101-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 5.133.161.51-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
[[ფაილი:Saqqara BW 5.jpg|მინი|[[ჯოსერის პირამიდა]]]]
'''ეგვიპტის ძველი სამეფო''' — [[ეგვიპტის ისტორია|ეგვიპტის ისტორიის]] ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მოიცავს ჩვენს ერამდე 2780–2280 წლებს და III-VI დინასტიების მმართველობის ხანას ემთხვევა. მას სხვანაირად [[პირამიდების ეპოქა|პირამიდების ეპოქას]] უწოდებენ. ძველი სამეფო [[ფარაონი|ფარაონის]] აბსოლუტური ძალაუფლების კულმინაციის ხანად ითვლება. ეს ეპოქა იწყება პირველი ეგვიპტური პირამიდის მფლობელი ფარაონის–[[ჯოსერი|ჯოსერის]] გამეფებიდან. მისი ხუროთმოძღვარი - [[იმხოტეპი|იმჰოტეპი]] - ეგვიპტურ ტრადიციაში მოიხსენიება, როგორც ბრძენი, ხოლო გვიანი პერიოდის ეგვიპტელებმა იგი თავიანთი პანთეონის ერთ–ერთ ღვთაებად შერაცხეს.
 
== ძველი ეგვიპტის მართვა ==
 
ძველი სამეფოს ეგვიპტეს არ ჰყავდა რეგულარული არმია და ფლოტი, მაგრამ სამხედრო ლაშქრობების დროს თითოეული ნომიდან იწვევდნენ მასზე შეწერილი მამაკაცების განსაზღვრულ რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა მაღაროებში მუშაობისათვის და ნიჩბოსნებად ძირითადად [[ლიბანი|ლიბანსა]] და [[ბიბლოსი|ბიბლოსში]] ექსპედიციებისათვის, საიდანაც ეგვიპტელებს ჩამოჰქონდათ მათთვის ძვირფასი ხე, რომლის ნაკლებობა ეგვიპტეში იგრძნობოდა.
 
== IV დინასტიის ეგვიპტე ==
[[ფაილი:Khufu CEM.jpg|მინი|[[ხეოფსი]]]]
ძველი სამეფოს კულმინაციას IV დინასტია წარმოადგენს. ეგვიპტის პირამიდებიდან ყველაზე ცნობილი სამი დიდი პირამიდა სწორედ IV დინასტიის ფარაონების–[[ხეფრენი|ხეფრენის]] (ეგვ. ხაფრა), [[მიკერინი|მიკერინის]] (მენკაურა), და [[ხეოფსი|ხეოფსის]] (ხუფუ)–მიერ არის აგებული. თავად ამ პიროვნებების შესახებ, მათი პირამიდების გარდა, თითქმის არაფერია ცნობილი.ამ დროის წარწერებიდან ირკვევა, რომ ეგვიპტე სისტემატურად ამუშავებს [[სინაის ნახევარკუნძული|სინაის]] მაღაროებს, საიდანაც მოედინება [[სპილენძი]] და [[ფირუზი]]. წესრიგი სუფევს სამხრეთშიც, [[ნუბია|ნუბიაში]], რომელიც აგრეთვე მრავალი ნედლეულის წყაროს წარმოადგენს.
 
== V დინასტიის ეგვიპტე ==