გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი''' (*დ. [[1689]] ― გ. [[1754]] ან [[1757]]), [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, [[საამილახორო|საამილახვროს]] უფროსი, ზემო ქართლის [[სადროშე|სადროშის]] სარდალი და გორის [[მოურავი]].
==ბიოგრაფია==
პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს [[1722]] წლიდან. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას ([[1723]]-[[1735]]), თუმცა ხშირად დათმობახეც მიდიოდა. [[1726]] ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.
ხაზი 11:
[[1741]] შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა. შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს ([[თეიმურაზ II]]) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და [[1742]] იგი სათავეში ჩაუდგა [[ქართლის აჯანყება 1742-1745|ქართლის აჯანყებას]] ირანელთა უღლის წინააღმდეგ. [[1744]] წელს [[აჩაბეთის ბრძოლა 1744|აჩაბეთის ბრძოლაში]] ამილახვარი დამარცხდა და [[1745]] წელს იძულებული გახდა დანებებოდა თეიმურაზ II-ს. დამარცხებული ამილახვარი ისპაჰანში გაგზავნეს. აქ ის ფორმალურად გამაჰმადიანდა, მიიღო შაჰ-ყული-ხანის სახელი და ირანის გვარდიის უფროსი (ყულარაღასი) გახდა. [[1747]] ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა დაესაჯა "ურჩი" [[თეიმურაზ II]] და [[ერეკლე II]] და ამილახვარს დაავალა 30 ათასი კაცით საქართველოში შეჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა. [[1749]] ამილახვარმა შემოიკრიბა ირანში მყოფი ქართველები, შეიარაღა და ხმლით გაიკაფა გზა [[საქართველო|საქართველოსკენ]]. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ამილახვარმა არაერთი დანგრეული ციხე და ეკლესია აღადგინა ქართლში, იმერეთსა და მესხეთში, დიდი ფინანსური, მორალური და სამხედრო დახმარება გაუწია თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''ბერძენიშვილი ნ.,'' საქართველო XVIII საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
* ''გვრიტიშვილი დ.,'' ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქი და სპარსი დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვრის აჯანყება), «მიმომხილველი», 1953, ტ. 3;
* ''ქიქოძე გ.,'' ერეკლე მეორე, თბ., 1958
* ''ტუხაშვილი ლ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 391, თბ., 1975
{{DEFAULTSORT:ამილახვარი, გივი ანდუყაფარის ძე}}