მარათონის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
94.43.219.242-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი

|კონფლიქტი= მარათონის ბრძოლა
|ნაწილი= [[ბერძენ-სპარსელთა ომები]]ს
|სურათი= [[ფაილი:Battle of Marathon Greek Double Envelopment.png|250px]]
|სათაური=
|თარიღი= [[ძვ. წ. 490]]
|მდებარეობა= მარათონი, [[საბერძნეთი]]
|casus=
|შედეგი= ბერძნების გამარჯვება
|ტერიტორია=
|მხარე1= [[ათენი]]
[[პლატეა]]
|მხარე2= [[აქემენიდების იმპერია|სპარსეთის იმპერია]]
|მეთაური1= [[მილტიადესი]]
[[კალიმაქოსი]]
|მეთაური2= [[დატისი]]
[[არტაფერნე]]
|ძალა1= 10000 ათენელი
1000 პლატეელი
|ძალა2= 20000–100000 ქვეითი
1000 კავალერია
|დანაკარგები1= 192 ათენელი
11 პლატეელი
|დანაკარგები2= 6400
|შენიშვნა=

'''მარათონის ბრძოლა''' — ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც [[ძვ. წ. 490]] წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება [[სპარსელების პირველი შეჭრა საბერძნეთში|სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში]], რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას [[იონიელების აჯანყება]]ზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა [[მილტიადესი]] და [[პოლემარქოსი]] [[კალიმაქოსი]]. [[აქემენიდების იმპერია|სპარსეთის]] მეფის [[დარიოს I|დარიოს I-ის]] არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი [[დატისი]]. რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს. მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და საბოლოოდ დაამარცხეს. ბრძოლაში მიღებულმა დანაკარგებმა სპარსეთის არმიას ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა. დარიოსი სპარსეთში გაბრუნდა და ახალი არმიის შეკრება დაიწყო, თუმცა გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სპარსელებმა მეორედ მაინც ილაშქრეს საბერძნეთში დარიოსის შვილის ქსერქსეს მეთაურობით.