მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 607:
მე-19 და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, კლუბები იშვიათად გამოსახავდნენ საკუთარ ლოგოს მაისურებზე. ეს მხოლოდ ფინალურ მატჩებში ხდებოდა, მაგალითად ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 1909 წლის ფინალში მაისურზე ლანკანშირის სიმბოლო – წითელი ვარდი გამოსახა.<ref>{{cite news|title=Background|url=http://www.historicalkits.co.uk/Manchester_United/Manchester_United.htm|work=historicalkits.co.uk|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref> თითქმის 40 წლის შემდეგ, 1948 წლის ფინალში, კლუბი ქალაქ მანჩესტერის ემბლემით წარსდგა.
 
1960-იან წლებში კლუბის ოფიციალურ დოკუმენტებში ახალი ემბლემა გაჩნდაგამოჩნდა. მისი დიზაინი ასევე მანჩესტერის გერბის მიხედვით შეიქმნა. ემბლემაზე სამი ხაზი მიუთითებდა მანჩესტერის სამ მდინარეზე: მედლოკიმედლოკზე, ირველიირველზე და ირკიირკზე. ლოგოს ზედა ნაწილში გამოსახული გემი მიუთითებს ქალაქის მნიშვნელოვან სავაჭრო ფუნქციაზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო ლოგო გვერდებზე კი გამოსახული იყო წითელი ვარდები.
 
1970-იანი წლების დასაწყისში ემბლემა შეიცვალა: ლოგოს ცენტრში გამოჩნდა წითელი ეშმაკი, ვარდები კი ფეხბურთის ბურთებმა ჩაანაცვლა. ეშმაკი გუნდის ზედმეტსახელს – „წითელ ეშმაკებს“ ({{lang-en|Red Devils}}) უკავშირდება, რომელიც მეტ ბასბიმ „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ 60-იან წლებში სარაგბო კლუბ „სელფორდ სიტისგან“ ისესხა. 1998 წელს, ლოგოდან ამოიღეს სიტყვები – საფეხბურთო კლუბი, ასევე მცირედით შეიცვალა ფერები და პროპორციები.