თამაზ გამყრელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
გამოკვლევაში „ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის პრობლემისათვის“ (1972) მოცემულია ახლებური ინტეპრეტაცია ნიშნის პირობითობისა [[ნიკოლოზ მარი|ნიკო მარის]] „დამატებითობის პრინციპის“ თვალსაზრისით.
 
გამყრელიძის ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ ([[1959]]). სამეცნიერო წრეებში განსაკუთებულიგანსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მონოგრაფიამ „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ ([[1965]], [[გივი მაჭავარიანი]]ს თანაავტორობით), სადაც მოცემულია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელების აღდგენა.
 
[[2005]] წელს გამყრელიძე არჩეულ იქნა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის]] პრეზიდენტად, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წლამდე შეინარჩუნა. იგი არჩეულია საზღვარგარეთის არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრად. არის [[ბონი|ბონის]] ([[გერმანია]]) და [[ჩიკაგო|ჩიკაგოს]] ([[აშშ]]) უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. [[1986]]-[[1988]] წლებში ასრულებდა ევროპის ლინგვისტური საზოგადოების პრეზიდენტის საპატიო მოვალეობას.