ტუტანხამონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20:
'''ტუტანხამონი''' (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) ([[ძვ. წ. 1355]] — [[ძვ. წ. 1337]]) — [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია|XVIII დინასტიის]] ფარაონი [[ძვ. წ. 1347]] — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი '''ტუტანხატონი''' ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც, ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.
 
ტუტანხამონის მამა იყო ცნობილი მეფე,ფარაონი „მწვალებლად“ წოდებული [[ეხნატონი]]. მაგრამ მთავარი ტუტანხამონის დედის ვინაობასთან არის დაკავშირებული. ის არის არა [[ეხნატონი]]ს მთავარი ცოლი, [[ნეფერტიტი]], არამედ ე.წ. „ახალგაზრდა ქალბატონი“, რომლის სახელი ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ ის ტუტანხამონის მამის, ეხნატონის და იყო. ანუ ტუტანხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც უცხო არ ყოფილა ძველი ეგვიპტელებისთვის.სამარხ [[KV 35]]-ში ნაპოვნი უფროსი ასაკის ქალის ნეშტი კი საბოლოოდ შეიძლება მიეკუთვნოს ტუტანხამონის ბებიას, დედოფალ [[ტიია]]ს.
 
ტუტანხამონი დახლოებით 3 300 წლის წინათ ცხოვრობდა. ის ცხრა წლის იყო, როცა ტახტზე ავიდა და 18 წლისა გარდაიცვალა. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების უმრავლესობა ადრევე ვარაუდობდა, რომ მამამისი ცნობილი [[ეხნატონი]] იყო, რომელმაც ეგვიპტეში რელიგიური რეფორმების გატარება და [[მონოთეიზმი]]ს დამკვიდრება სცადა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუტანხამონი“-დან