ჯაჰანგირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
ამის გამო, [[1605]] წელს [[აქბარი]]ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ახლადასულ ჯაჰანგირს აუჯანყდა მისი ვაჟი. ამბოხებული ხუსრავუ მირზა დამარცხდა. ჯაჰანგირმა მას თვალები დასთხარა და [[ლაჰორი|ლაჰორში]] გაუშვა. იმპერატორი ჯაჰანგირი ცხოვრობდა ქალაქ [[აგრა]]ში. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ეკონომიკური სტაბილურობით, რჯულშემწყნარებლობითა და ევროპელებთან ვაჭრობის წახალისებით. მის დროს [[1611]] წ. [[ინგლისელები|ინგლისელებმა]] მიიღეს ნებართვა დაეარსებინათ პირველი სავაჭრო დასახლებები [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ჯაჰანგირის ომები მიმართული იყლ ინდუსტანზე მთლიანი კონტროლის დამყარებისკენ. [[1622]] წელს მან თავისი ვაჟი და მემკვიდრე, [[შაჰ-ჯაჰანი|ხურამი]] გაგზავნა [[აჰმადნაგარი]]ს, [[ბიჯაპური]]სა და [[გოლკონდა]]ს დასაპყრობად. ხურამმა დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა. [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბასის]] დამამცირებელი წერილებისა და მაცდური შემოთავაზების გამო, ჯაჰანგირმა თავისი მეუღლის, [[ნურ-ჯაჰანი]]ს გავლენით დაიწყო [[პირველი მოგოლ-სეფიანთა ომი]] [[ავღანეთი]]ს ტერიტორიაზე. ის [[სეფიანთა იმპერია|სეფიანთა]] სავაჭრო მაგისტრალებს უმიზნებდა, თუმცა [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-მა]] [[1622]] წელს მოულოდნელად დაესხა თავს [[დიდ მოგოლთა იმპერია|მოგოლთა]] მიერ დაკავებულ ავღანეთის ტერიტორიებს და მოახერხა მოგოლების ყანდაარიდან განდევნა. საბოლოოდ მოგოლებს არასახარბიელო ზავზე დათანხმება მოუწიათ.
 
ირანთან ომში დამარცხების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ხურამის აჯანყება. [[1622]] წელს მან [[აგრა]]ს ციხიდან გამოიყვანა უფროსი ძმა, [[ხუსრავუ მირზა]] და სიკვდილით დასაჯა. ამით მამამისს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა მისი ამბოხი მალევე ჩაახშეს. ჯაჰანგირმა დატყვევებული ვაჟი შეიწყალა და [[ბენგალი|ბენგალში]] გაუშვა. იმპერატორი [[1626]] წელს [[ოსმალეთის იმპერია| ოსმალეთის იმპერიასთან]] და [[უზბეკები|უზბეკებთან]] ალიანსის შექმნას შეეცადა. მან წერილიც კი მისწერა თურქთა სულთანს, [[მურად IV|სულთან მურად IV-ს]], თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
 
სამხედრო კამპანიების მსგავსად ჯაჰანგირი დიდ ყურადღებას აქცევდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, სამართლის კანონებსა და ხელოვნებას. მის დროს აღორძინდა მოგოლთა ფერწერა. ფადიშაჰს უარყოფითი თვისებებიც ჰქონდა. [[ოპიუმი|ოპიუმსა]] და [[ალკოჰოლი|ალკოჰოლზე]] დამოკიდებული მარტივად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა სილამაზით განთქმული, სპარსელი [[ნურ-ჯაჰანი]] („მსოფლიოს სინათლე“), რომელიც ჯაჰანგირმა წაართვა ალი-ყული უსთაჯლუს, რომლის მოკვლა ბრძანა ფადიშაჰმა. ნურ-ჯაჰანი დიდ გავლენას ახდენდა ქმარზე და ხშირად იმპერატორი მისი თანხმობის გარეშე არ იღებდა გადაწყვეტილებებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯაჰანგირი“-დან