ხერთვისის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 49:
==არქიტექტურა==
ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
 
===ხერთვისის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია===
ხერთვისის ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე მოედანზე, ძველი ეკლესიის ადგილზე, გათლილი ტუფის კვადრებით დარბაზული ეკლესია-სამლოცველოა აგებული (გარე ზომებია 2,7 X 4,3 მ.), რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. საკურთხევლის მოხაზულობა დადაბლებული წრის ნახევარია. აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი, რომელიც ერთი საფეხურით არის ამაღლებული, კლდეშია ამოკვეთილი.
 
ფასადები სადაა, ყოველგვარი დეკორისა და მორთულობის გარეშე და გარედან კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის ამოყვანილი. აღმოსავლეთის ფასადი კლდეზეა აღმართული და მისი ქვედა ნაწილი კლდეს უკავია, სადაც ძველი ეკლესიის წყობის ფრაგმენტია შემორჩენილი. ეკლესიის ფასადები თაროსებრი, გადანაკეციანი კარნიზიტაა დასრულებული. სახურავი კრამიტიტაა შემოსილი.
 
თავად ხერთვისის ეკლესიის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ცნობაც შემოგვრჩა. დიმიტრი ბაქრაძე ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორიის გამოცემის შენიშვნებში, ბაგრატ III-ის დროინდელ ორ წარწერას იმოწმებს
{{ციტირება|...ორის ძველის ეკლესიის წარწერა, რომელნიც მე მივირე რამდენისამე თვის წინად ახალციხიდამ მამა მღვდლის გვარამაძისაგან, და თუ უცდომლად არის გადმოღებულნი, ეკუთვნიან — პირველი ქორინიკონ სე-985 წ. ხერთვისის ციხის ეკლესიას ... საუბედუროდ სახელები არ იკითხება, თუმცა ხერთვისის ეკლესიის წარწერა მოიხსენებს მეფეტ მეფეს...}}
წარწერა, რომელიც დრეს დაკარგულად ითვლება, 985 წელს ამ ეკლესიის აგებას ან მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენას ეხებოდა და საუბარი აქ მეფე ბაგრატ III-ზე უნდა ყოფილიყო.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერთვისის_ციხე“-დან