ალფონსო XII (ესპანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
ხაზი 2:
'''ალფონსო XII''' ([[ესპ.]] Alfonso XII) ([[28 ნოემბერი]] [[1857]] - [[25 ნოემბერი]] [[1885]]) [[ესპანეთი]]ს მეფე [[ბურბონები (დინასტია)|ბურბონების]] დინასტიიდან [[1874]] - 1885 წლებში. [[ისაბელა II]]-სა და ჰერცოგ [[ფრანცისკ კადისელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1878]] წელს [[მარია დე ლა მერსედესი]] და [[1879]] წელს [[მარია ქრისტინე]], [[ავსტრია|ავსტრიის]] ერცჰერცოგ [[კარლ ფერდინანდ ავსტრიელი|კარლ ფერდინანდ]]ის ასულზე.
 
[[1868]] წელს ალფონსო დედასთან ერთად გააძევეს ესპანეთიდან. ჯერ იგი [[პარიზი]]ს წმ. სტეფანეს კოლეჯში სწავლობდა. [[1870]] წლის ზამთარში დედოფალმა შვილი [[რომი|რომში]] გააგზავნა, სადაც [[რომის პაპი|პაპმა]] იგი პირველად აზიარა. [[ფრანგულ პრუსული ომი]]ს დროს იზაბელა გადასახლდა ჟენევაში, სადაც ალფონსო ადგილობრივ ლიცეუმში სწავლობდა. [[1872]] წლის თებერვალში სწავლა განაგრძო [[ვენა]]ში, თავადთა წმ. ტერეზას სახელობის სასწავლებელში. შემდეგ კი სწავლობდა [[ინგლისი|ინგლისში]], სანდჰერის კოლეჯში. გაძევება პრინცს მოუხდა, იგი არ იყო გაფუჭებული სამეფო კარზე ცხოვრებით, ამის ნაცვლად ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება.
 
იზაბელას მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, [[კორტესი|კორტესებმა]] მეფის არჩევნები მოაწყეს, სადაც ალფონსოს ცოტა მომხრე ყავდაჰყავდა. [[1870]] წლის ნოემბერში კორტესებმა აირჩიეს [[ამადეუს I (ესპანეთი)|ამადეუს სავოელი]] მეფედ. არჩენებზე ალფონსმა მხოლოდ ორი ხმა მიიღო. მაგრამ ამადეუსმა 3 წლის შემდეგ უარი თქვა ტახტზე. ამჯერად მეფის არჩევნებზე ალფონსოს მეტი შანსი ჰქონდა. [[1874]] წლის [[29 დეკემბერი|29 დეკემბერს]] იგი მეფედ არა კორტესებმა, არამედ არმიამ გამოაცხადა. სერანოს რესპუბლიკური სამინისტრო დანებდა. ალფონსო ამ დროს პარიზში იყო. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა ესპანეთში და [[1875]] წლის [[14 იანვარი|14 იანვარს]] [[მადრიდი|მადრიდში]] საზეიმოდ შევიდა.
 
მიუხედავად ზედაპირული განათლებისა, ესოანეთისთვის იგი განათლებული კაცი იყო, თან მას კარგად ესმოდა ქვეყნის მდგომარეობა და მისი საჭიროებები, მან გამოავლინა სიმამაცე და მოქმედების წყურვილი. საუბედუროდ, ალფონსო ტახტზე ისეთ ასაკში ავიდა, როდესაც თავისუფლება და ძალაუფლება დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მან არეული ცხოვრება დაიწყო, რაც მალე მის ჯანმრთელობაზე აისახა.
 
მეფეს უნდა დაესრულებინა სამოქალაქო ომი. კარლიტებმა, რევოლუციის დროს ახალი შეტევა დაიწყეს, დაკავებული ჰქონდათ ქვეყნის ჩრდილოეთი და ემზადებოდნენ მადრიდზე გასალაშქრებლად. [[ბასკები]]ს მხარეში აჯანყება იყო. [[სარაგოსა]] და ზოგი სხვა ქალაქი რესპუბლიკელთა ხელში იყო. მადრიდში დამკვიდრების შემდეგ, მეფე ენერგიულად შეუდგა მშვიდობის დამყარების პროცესს. მარტში მან ბასკების ამნისტიას მოაწერა ხელი და დაპირდა მათი ყველა უფლებების შენარჩუნებას. კარლისტ ოფიცრებს დაპირდა თანამდებობების შენარჩუნებას. ამ ნაბიჯებით მან განაპირობა მეამბოხეთა არმიის დაშლა, რომლებიც საბოლოოდ დამარცხდნენ [[1876]] წლის მარტში. შემდეგ მშვიდობა დამყარდა რესპუბლიკელებთანაც და მიღებულ იქნა ახალი [[კონსტიტუცია]], [[1845]] წლის კონსტიტუციაზე უფრო პროგრესული, მაგრამ უფრო მოზომილი ვიდრე [[1869]] წლის.
 
ალფონსოს მმართველობა არ იყო მშვიდი. ქვეყანა გაღატაკებული იყო, წარმოება დანგრეული, ყველგან ბანდიტები თარეშობდნენ და დრო და დრო სამხედროები ჯანყდებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად [[ქოლერა|ქოლერის]] ეპიდემიამ ბევრი ხალხი იმსხვერპლა. მეფემ საზოგადო უბედურებებისას გამოავლინა უდიდესი ენერგია, იგი მუდამ მოგზაურობდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში.