მ
→ოჯახი: clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ (clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB) |
|||
მკვლევარმა ლალი ძოწენიძემ მიაკვლია ვინმე ელენე ხანუმის სამიჯნურო ეპისტოლეებს და ამ ეპისტოლეების ანალიზის შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ ეპისტოლეების ავტორი ელენე ხანუმი იყო ლუარსაბის და და ელენე-ლელა, რომელიც ირანიდან სამიჯნურო ბარათებს უგზავნის ზურაბ ერისთავს.
კორნალი კეკელიძის აზრით გიორგი მეფეს არ ყოლია და თინათინი. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის, ლუარსაბის და თინათინად მიუღიათ თეიმურაზის ასული თინათინი, რომელიც ცოლად ჰყოლია შაჰ-სეფი ყაენს, ხოლო შემდეგ მიუცია ლორისტანის ვალისათვის. მიხეილ საბინინს და ანტონ ფურცელაზის აზრით გიორგი მეფეს
მიხეილ სვანიძემ ყურადღება მიაქცია აღმოსავლური და ევროპული წყაროებში ცნობილ ქართველ დიპლომატ ქალს გულჩარას (ისკანდერ მუნში, ავგუსტინო ნანი, ანტონიო გოვეა, ჟ. ჰამერი), რომელიც მას სიმონ მეფის შვილიშვილად, გიორგი მეფის ასულად მიაჩნია. დავით ბატონიშვილთან ერთად გულჩარა უნდა იგულისხმებოდეს გიორგი მეფის სიტყვებში რუს ელჩებთან საუბრისას. იგი დავით ბატონიშვილთან ერთად ჩასულა სტამბოლში. ისკანდერ მუნშისა და ევროპული წყაროების ცნობით, იგი დაახლოვებია ახალგაზრდა სულთანის აჰმედ I-ის დედას, დაუმსახურებია მისი ნდობა და დიპლომატიური დავალებით ირანში გამგზავრებულა სიმონ მეფესთან ერთად. სულთანი სიმონ მეფის განთავისუფლების პირობად ირანტან ზავის დადებას მოითხოვდა. სიმონისა და გულჩარას მიზანი ირან-ოსმალეთის დაზავება იყო, მაგრამ რამდენი მე დღის შემდეგ სულტანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონი უკან დააბრუნა და საპასუხისმგებლო მისია მთლიანად გულჩარას დაავალა. ეს მოხდა 1606 წლის გაზაფხულზე. შაჰმა პატივით მიიღო გულჩარა და 1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის პირობების აღდგენა მოითხოვა. პოზიციებს არც ოსმალეთი თმობდა, ამიტომ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ გულჩარა რამდენიმეჯერ გამგზავრებულა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად. 1610 წელს, როცა ოსმალეთის ლაშქარმა შაჰ-აბასს ისევ შეუტია, შაჰმა კვლავ დაიწყო საზავო მოლაპარაკება. 1612 წლის 27 სექტემბერს ირანის დელეგაცია გულჩარას მონაწილეობით სტამბოლში ჩავიდა, რომლის დროსაც მან დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-ირანის დაზავების საქმეში. ქართულ წყაროებში გულჩარას სახელით გიორგი მეფის ქალიშვილი არსად ჩანს, სავარაუდოდ გულჩარა იგივე თინათინია რომელსაც ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი იხსენიებენ.
|