ინკების მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fixing dead links
clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
ხაზი 3:
[[ფაილი:Inti Torre Tagle.png|thumb|right|200px|ინტი]]
'''[[ინკების ცივილიზაცია|ინკების]] [[მითოლოგია]]''' უამრავ ისეთ ამბავსა და [[ლეგენდა]]ს შეიცავს, რომელიც მათი რელიგიური მრწამსის ახსნის საშუალებას იძლევა.
[[კათოლიციზმი|კათოლიკე]] მისიონერმა მღვდლებმა, რომლებიც ინკების მიწაზე [[ფრანსისკო პისარო]]ს მიერ მათი იმპერიის დაპყრობის შემდეგ გამოჩნდნენ, ინკების კულტურის ჩანაწერები თითქმის მთლიანად დაწვეს. ამჟამად არსებული თეორიის თანახმად, რომელიც წამოაყენა მეცნიერმა გარი არტონმა, ინკების დამწერლობის სისტემას წარმოადგენდა [[კიპუ]], რომელსაც უზარმაზარი ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დღესდღეობით ინკებზე არსებული ყველა ინფორმაცია ეყრდნობა კათოლიკე მღვდლების ჩანაწერებს, რომლებიც საკუთარი თვალებით ხედავდნენ მათ წეს-ჩვეულებებს ან მათ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ნახატები ეუბნებოდნენ ბევრ რამეს ამის შესახებ. უამრავმა მითმა და ლეგენდამ კი დღემდე მოაღწია გადარჩენილ ინკებში.
 
== ძირითადი მითები ==
ძალზედ ბევრი, ერთმანეთში არეული ლეგენდა არებობს [[ მანკო კაპაკი]]ს — ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ, განსაკუთრებით რაც შეეხება მის დაბადებას და [[კუსკოს სამეფო]]ს დაარსებას. ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო ღმერთ [[ვირაკოჩა]]ს ძე, მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთ [[ინტი]]ს ვაჟი, რომელიც იშვა [[ტიტიკაკა]]ს ტბის სიღრმეში.
 
ასევე უამრავი [[მითი]] არსებობს [[მანკო კაპაკი]]ს ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მანკო კაპაკი და მისს ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ [[ინტი]]ს შვილები. ამავე მითს თუ დავუჯერებთ, მანკო კაპაკი და მისი და-ძმები მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე: ერთ დღეს, ისინი [[პაკარიტამბო]]ს გამოქვაბულიდან [[ოქრო]]ს კვერთხებით (''ინკა იუარი'') ხელში მოევლინნენ სამყაროს. მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის [[ტაძარი]] იქ, სადაც [[კვერთხი]] ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულებით, ისინი გაემგზავრნენ [[კუსკო]]ში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტის ტაძარი.
 
მეორე ვერსიის თანახმად, მანკო კაპაკი და მისი ძმები იშვნენ [[ ტიტიკაკა]]ს წყლის სიღრმეებში.
ერთი მითის მიხედვით, მანკო კაპაკი იყო ღმერთ [[ვირაკოჩა]]ს ძე. ის და მისი და-ძმები ([[აიარ ანკა]], [[აიარ კაში]], აიარ უჩუ, [[მამა ოკლო]], [[მამა უაკო]], [[მამა რაუა]]), ცხოვრობდნენ კუსკოსთან ახლოს, პაკარი-ტამპუში და ისინი მოგზაურობისას თავიანთ გარშემო იკრებდნენ სხვადასხვა ტომის ხალხს. ერთხელაც, მათ გადაწყვიტეს კუსკოს ხეობის ხალხების დაპყრობა. ამ ლეგენდის თანახმადაც, მანკო კაპაკს ჰქონდა ოქროს კვერთხი, რომელიც მამამისმა უბოძა. ეჭვიანობის ნიადაგზე, მანკო კაპაკმა მოღალატურად დახოცა უფროსი ძმები და გახდა კუსკოს ერთადერთი მმართველი
ხაზი 16:
[[რომის იმპერია|რომაელების]] მსგავსად, ინკები დაპყრობილ ხალხებს არ აიძულებდნენ საკუთარი [[რელიგია|რელიგიის]] უარყოფას. სწორედ ამიტომაა, რომ [[ინკების იმპერია]]ში არაერთი ღმერთის კულტი იყო გავრცელებული.
 
* [[აპო]] ან აპუ - მთების [[ღმერთი]]. ყველა მნიშვნელოვან მთებს ყავდაჰყავდა თავისი აპუ.
* [[აპოკატეკილი]] - ელვის ღმერთი.
* [[კატეკილი]] – [[ჭექა-ქუხილი]]ს ღმერთი
ხაზი 45:
 
{{ინკები}}
 
[[კატეგორია:ინკები]]