სენაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ყავს → ჰყავს using AWB
ხაზი 44:
 
== სახელწოდება ==
სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი  თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. [[1933]] წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, [[1976]] წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). [[1989]] წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.
 
[[სულხან-საბა ორბელიანი]] „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: ''„მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“''. გადმოცემით, დღევანდელი [[ძველი სენაკი|ძველი სენაკის]] მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის [[არქანჯელო ლამბერტი|არქანჯელო ლამბერტის]] ცნობით, შესაძლოა, სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე [[ტეხური]]ს ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის - ზანების სახელწოდებიდან  - (ზანი →სანი →სანაკი).
ხაზი 52:
=== დაარსება ===
[[File:სენაკის რკინიგზის სადგური, XX.jpg|thumb|left|250px|ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი]]
სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: ''„სენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“'' (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: ''„არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“'' (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ დადიანის]] მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: ''„სენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...“'' (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ [[ძველი სენაკი|ძველი სენაკს]], სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და [[სენაკის მაზრა|სენაკის მაზრის]] ადმინისტრაციული ცენტრი.
 
[[1871]] წელს დაიწყო [[საქართველოს რკინიგზა|ფოთი-თბილისის რკინიგზის]] მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა [[თეკლათი]]ს ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს. [[1921]] წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 
 
=== საბჭოთა კავშირის პერიოდი ===
მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად სენაკის ჩამოყალიბებაში [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირი]]ს პერიოდს (1921-1991 წწ.) დიდი მნიშვნელობა ქონდა. ამ დროიდან ქალაქის ტერიტორიაზე ჩნდება სხვადახვა ტიპის ფაბრიკა-ქარხნები, მათ შორის ხალიჩების, ხაოიანი ქსოვილების, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ჩაისა და ტუნგოს გადამამუშავებელი და სხვ. დასაქმების შესაძლებლობების ზრდამ, თავის მხრივ, ქალაქში მოსახლეობა მიიზიდა.
 
30-იანი წლიდან სენაკთან ახლოს განვითარება დაიწყო ბალნეოლოგიურმა კურორტმა [[მენჯი (კურორტი)|მენჯმა]].
ხაზი 67:
=== სსრკ-ის დაშლის (1991 წ.) შემდეგ ===
[[File:90s senaki.jpg|thumb|250px|სამხედრო შეტაკებები სენაკთან, 90-იანი წლები]]
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები სენაკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სწორედ სენაკი მოექცაა [[1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება|1991-1992 წლების სამოქალაქო ომის]] ერთ-ერთ ეპიცენტრში. შედეგად ქალაქი რამდენიმეჯერ გაიძარცვა და დაიბომბა. სენაკში მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და გაპარტახდა. გავერანდა კურორტი [[მენჯი (კურორტი)|მენჯი]]. მოიშალა აქტიური კულტურული ცხოვრება.
 
მძიმე ეკონომიკური პირობები დაეტყო ქალაქის მოსახლეობასაც; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საცხოვრებლად ქვეყნის დედაქალაქსა და საზღვარგარეთს მიაშურა.
ხაზი 74:
 
== ადმინისტრაცია და პოლიტიკა ==
სენაკი არის [[სენაკის მუნიციპალიტეტი|სენაკის მუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი. მას ყავსჰყავს საყოველთაო არჩევნების წესით არჩეული გამგებელი. [[2014]] წლიდან სენაკის გამგებლის მოვალეობას გოჩა დგებუაძე ასრულებს. 
 
== კულტურა ==
 
=== განათლება ===
სენაკი თავიდანვე განათლების თვალსაჩინო ცენტრი იყო. [[1884]] წელს [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთელის]] თაოსნობით [[ძველი სენაკი|ძველ სენაკში]] გაიხსნა [[სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი|სათავადაზნაურო სასწავლებელი]]. აქ სწავლობდნენ: [[სიმონ ჯანაშია]], [[არნოლდ ჩიქობავა]], პეტრე ქავთარაძე, [[ვარლამ თოფურია]], [[კონსტანტინე გამსახურდია]].
 
[[1882]] წელს სენაკში გადმოტანილ იქნა [[მარტვილი]]ს სასულიერო სასწავლებელი, ხოლო [[1885]] წელს დაარსდა სკოლა.
 
დღეს სენაკში არსებობს [[შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი|შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი]], ასევე პროფესიული კოლეჯი,  სახელმწიფო და კერძო სკოლები.
* წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-[http://santalexischool.ge/ გიმნაზია]
 
* კერძო-სკოლა „მარიოტა“[http://mariota.ge/]
* [[სენაკის პირველი სკოლა|გენერალ გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა]]
Line 91 ⟶ 90:
=== თეატრი და მუზეუმები ===
[[File:შარტავას მუზეუმი, სენაკი.jpg|thumb|250px|ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი]]
ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. [[1881]] წელს, ქართული თეატრის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, პირველი წარმოდგენა დაიდგა სენაკშიც. [[1959]] წლიდან ქალაქს ამშვენებს [[სენაკის დრამატული თეატრი|აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის]] არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
 
* [[ჟიული შარტავას მუზეუმი]]
* [[სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი]]
* [[ალექსი (შუშანია)|ალექსი შუშანიას]] (სენაკელი) მუზეუმი
* 90-იანი წლების მუზეუმი ''(დაგეგმილი)''
 
=== რელიგია ===
Line 106 ⟶ 105:
* ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარი
* შხეფის ღვთისმშობლოს მიძნების სახელობის ტაძარი
* [[საკალანდარიშვილოს ციხე|საკალანდარიშვილოს]] წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
 
=== სპორტი ===
Line 112 ⟶ 111:
* ქუჯი - ფუტსალის კლუბი
* ჯიხა - რაგბის კლუბი
* [[მარულა]] ([http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/385788-giorgi-kvirikashvili-senakshi-marula-2016-daestsro.html?ar=A ცხენოსნობა)]
 
=== ბეჭდვითი სიტყვა/მასმედია ===
Line 125 ⟶ 124:
== არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი ==
[[File:Kostava. Str, Senaki, სენაკი.jpg|მარცხნივ|მინი|აგურის სახლები მ. კოსტავას ქუჩაზე]]
სენაკის მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს [[სენაკის დრამატული თეატრი|აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი]], რომელიც აგებულია [[ნეობაროკო]]ს სტილში კლასიციზმის ელემენტებით. იგივე არქიტექტურულ სტილს იმეორებს სენაკის რკინიგზის სადგურის შენობა, სამხატვრო სკოლა (ამჟამად [[ჟიული შარტავას მუზეუმი]]) და ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობა.
 
სენაკისთვის დამახასიათებელია 60-70-იან წლებში წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლები და პატარა, კოხტა ეზოები, რომელიც გხვდება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ევროპული ტიპის რეგულარული დაგეგმარებითა და განაშენიანებით გამოირჩევა.  
Line 148 ⟶ 147:
 
=== რელიეფი ===
სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე [[შხეფის ციხე|შხეფიდან]] კურორტ [[მენჯი (კურორტი)|მენჯამდე]], მიყვება [[ეკი|ეკის]] მთის კალთებს და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღ. დ. 28 მეტრია. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების [[ტეხური]]სა და [[ცივი (მდინარე)|ცივის]] (ცი') შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე [[ფიცუ]] (ტეხურის ერთ-ერთი შენაკადი).
 
სენაკი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მას [[სამეგრელო|სამეგრელოს]] რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან.
Line 158 ⟶ 157:
 
=== ტრანსპორტი ===
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სენაკს კვეთს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზა. სენაკი არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. ქვეყნის მთავარ საგზაო მაგისტრალთან სენაკი აკავშირებს ქალაქ [[ფოთი|ფოთს]], [[ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი|ჩხოროწყუს]] და [[მარტვილის მუნიციპალიტეტი|მარტვილის]] მუნიციპალიტეტებს.
 
ამავდროულად სენაკი წარმოადგენს ფოთი-თბილისი, ზუგდიდი-თბილისი სარკინიგზო ხაზის შემაერთებელ კვანძს.
 
გასული საუკუნის 90-იან წლებში სენაკიდან 3 კმ-ში ფუნციონირებდა სამოქალაქო აეროპორტი, საიდნაც ფრენები ხორციელდებოდა როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ქალაქების მიმართულებით.
Line 172 ⟶ 171:
 
=== ტურიზმი ===
ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ით არის დაშორებული ბალნეოლოგიური კურორტი [[მენჯი]]. [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა კავშირის]] პერიოდში მას საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი ქონდა, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა. კურორტი დღეს აღარ ფუნციონირებს.
 
მენჯის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალით გამორჩეულია სენაკიდან 17 კმ.-ით დაშორებული [[ნოქალაქევი|ნოქალაქევიც]], რომლის პოპულარულობა ყოველწლიურად იზრდება.
Line 181 ⟶ 180:
 
== დაძმობილებული და მეგობარი ქალაქები ==
*{{flagicon|EST}} [[რაკვერე|რაკვერე,]], [[ესტონეთი]]
*{{flagicon|UKR}} [[ბელაია-ცერკოვი|ბელაია-ცერკოვი,]], [[უკრაინა]]
*{{flagicon|GEO}} [[გუდაუთა]], [[აფხაზეთი]], [[საქართველო]]
 
Line 243 ⟶ 242:
{{სქოლიოს სია}}
 
{{თარგი:სენაკის მუნიციპალიტეტი}}
{{სამეგრელო}}
{{სამეგრელო-ზემო სვანეთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სენაკი“-დან