ანრი I დე გიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ცოლად მოიყვანა → ცოლად შეირთო using AWB
(clean up, replaced: ცოლად მოიყვანა → ცოლად შეირთო using AWB)
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ანრი I დე გიზი|ორიგინალური სახელი=Henry I de Guise|ქვეყანა=[[გიზი|გიზის]]|თანამდებობა=ჰერცოგი|მმართველობის დასაწყისი=1563|მმართველობის დასასრული=1588|წინამორბედი=[[ფრანსუა დე გიზი]]|მემკვიდრე=[[შარლ დე გიზი]]|დაბადების თარიღი=31 დეკემბერი 1550|გარდაცვალების თარიღი=23 დეკემბერი 1588 (37 წლის)|დინასტია=[[გიზი (დინასტია)]]|მამა=[[ფრანსუა დე გიზი]]|დედა=[[ანა დ'ესტე]]|ქორწინება=[[ეკატერინე კლეველი]]|შვილები=შარლი, ანრი, ეკატერინე, ლუი III, შარლი, მარია, კლაუდია, კატრინი, ქრისტინე, ფრანსუა, რენე, ჟანა, ლუიზა, ფრანსისკი|რელიგია=[[კათოლიციზმი]]|სურათი=Henry, third duke of Guise.jpg|რიგი=3-ე}}
'''ანრი I დე გიზი''' ( დ. [[31 დეკემბერი]] [[1550]] – გ. [[23 დეკემბერი]] [[1588]]) — გიზის მეორე ჰერცოგის, [[ფრანსუა დე გიზი|ფრანსუა დე გიზისა]] და მისი მეუღლის, [[ანა დ'ესტე|ანა დ'ესტეს]] უფროსი ვაჟი. მისი დედის მამა იყო [[ფერარა|ფერარას]] ჰერცოგი - [[ერკოლე II დ'ესტე]], ხოლო დედის დედა [[რენე დე ვალუა]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე, [[ლუი XII]]-ის ქალიშვილი. ამას გარდა მისი დედის ბაბუა და ბებია იყვნენ [[რომის პაპი]] [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]] და [[ლუკრეცია ბორჯია]]. აქედან გამომდინარე ანრის რამოდენიმე სახელმწიფოს სამეფო დინასტიებთან ჰქონდა კავშირი.
 
[[1576]] წელს ანრიმ დააარსა [[კათოლიკური ლიგა]], რათა თავიდან აეცილებინა [[ჰუგენოტები|ჰუგენოტი]] [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონის]], [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფის, საფრანგეთის ტახტზე ასვლა. ანრი '' [[საფრანგეთის რელიგიური ომები|საფრანგეთის რელიგიური ომების]] '' დროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო. [[1584]] წელს ჩაება საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლაში, რომელსაც ''[[სამი ანრის ბრძოლა]]'' ეწოდა. იგი იყო საფრანგეთის დედა დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე. [[1588]] წელს ეკატერინეს ვაჟმა, საფრანგეთის მეფე [[ანრი III ვალუა|ანრი III დე ვალუამ]] ანრი დე გიზი მოკლა.
== კათოლიკური ლიგა ==
[[ფაილი:MargueritedeValois.jpg|მინი|218x218პქ|[[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]]]]
[[1563]] წელს ბრძოლაში გარდაიცვალა ანრის მამა - [[ფრანსუა დე გიზი]]. როგორც უფროსმა ვაჟმა ამავე წელს მიიღო გიზის ჰერცოგის ტიტული. [[1565]] წელს დიდი წარმატებით იბრძოდა [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთში]] [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] წინააღმდეგ. [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთიდან]] დაბრუნების შემდგომ ჩაება [[საფრანგეთის რელიგიური ომები|'' საფრანგეთის რელიგიურ ომებში"]], და მალე მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. [[1567]] წელს მან [[სენ-დენი (რეიუნიონი)|სენ-დენთან]] ბრძოლის დროს [[იარნაკთან]] ბრძოლაში დაამარცხა [[პუატიე|პუატიეს]] ჰერცოგი, ასევე იბრძოდა [[მონკონტურის ბრძოლა|მონკონტურის ბრძოლაში]]. [[1570]] წელს გახმაურდა მისი სასიყვარულო ურთიერთობა საფრანგეთის პრინცესა, [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა დე ვალუასთან.]] [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა]] იყო დედა დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] ასული და მეფე [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX დე ვალუას]] უმცროსი და. ამით ძალიან შეურაცყოფილნი დარჩნენ მარტარიტას ოჯახის წევრები ვინაიდან ანრი მათზე დაბალი ფენიდან იყო თუმცა იგი მათზე დიდ ძალაუფლებას ფლობდა. ამ ეჭვების გასაფანტად ანრიმ ცოლად [[ეკატერინე კლეველი]] მოიყვანა.
 
არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ [[1563]] წელს ანრის მამა - [[ფრანსუა დე გიზი]], [[ორლეანი|ორლეანთან]] [[ჰუგენოტები|ჰუგენოტმა]], [[ადმირალი|ადმირალმა]] [[გასპარ დე კოლინმა]] მოკლა. ხოლო [[1572]] წელს [[ბართლომეს ღამე|'' წმინდა ბართლომეს ღამის'']] დროს ანრიმ შური იძია მასზე და როგორც განსხვავებული რელიგიის ადამიანი მოკლა იგი. ამ ღამეს ანრიმ სხვა მრავალი ჰუგენოტიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ იგი ძალიან განრისხდა როცა [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]] ცოლად ჰუგენოტთა ბელადს, [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფეს, [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონს]] მიათხოვეს [[1572]] წელს.
[[ფაილი:CatherinedeCleves.jpg|მინი|203x203პქ|ეკატერინე კლეველი, ანრის მეუღლე]]
[[1575]] წლის [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერში]] მონაწილეობა მიიღო ჰუგენოტთა წინააღმდეგ გამართულ [[დორმანსის ბრძოლა|დორმანსის ბრძოლაში]]. ანრი ამ ბრძოლაში დაიჭრა, თუმცა ამ ფაქტმა მის რეპუტაციაზე დადებითად იმოქმედა. საფრანგეთის კათოლიკურ მოსახლეობაში ანრის ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა.
 
[[1576]] წელს ჩამოაყალიბა [[კათოლიკური ლიგა]] რათა [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] სამეფო ტახტი დაეცვა [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონის]] გამეფებისაგან. ანრის თანდაყოლილი ჰქონდა დიპლომატიური მონაცემები და ამასთან იგი შესანიშნავი მებრძოლიც იყო. ამიტომაც ანრი ხალხში ბევრად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე თავად საფრანგეთის სუსტი მეფე [[ანრი III ვალუა|ანრი III დე ვალუა.]] როგორც ვიცით ანრის დიდი ბაბუა [[ლუი XII|ლუი XII დე ვალუა]] იყო ამიტომაც ფორმარულად მასაც ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე უფლებები. თუმცა იყო ტახტის კიდევ ორი მემკვიდრე - თავად მეფის ძმა [[ფრანსუა დე ვალუა]] და მეფის სიძე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონი]], რომლის ბებიაც ასევე [[ვალუას დინასტია|ვალუა]] იყო და იგივე უფლებები ჰონდა ტახტზე როგორიც ანრის. თმცა უნდა ითქვას, რომ [[1584]] წელს აშკარად არცერთი არ აცხადებდა პრეტენზიას, ამ წელს კი გარდაიცვალა [[ფრანსუა დე ვალუა]] რომელიც დოფინი იყო, ამიტომაც ახლა უკვე ორივე ანრიმ წამოიწყო ტახტისათვის ბრძოლა რომელზეც [[ანრი III ვალუა|ანრი III]] იჯდა. ამრიგად დაიწყო რელიგიური ომების ახალი ეტაპი რომელიც [['' სამი ანრის ბრძოლის'']] სახელითაა ცნობილი.
 
== მკვლელობა ==
 
== ოჯახი ==
1570 წლის 4 ოქტომბერს ანრი დე გიზმა ცოლად მოიყვანაშეირთო ეკატერინე კლეველი (1548-1633), რომელთანაც 14 შვილი შეეძინა:
# შარლ დე გიზი (1571-1640), გიზის ჰერცოგი
# ანრი დე გიზი (1572-1574)
*  Stuart Carroll, Noble Power During French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy, (Cambridge University Press, 1998), 126.
* Stuart Carroll, Martyrs and Murderers:The Guise Family and the Making of Europe, (Oxford University Press, 2011), 187.
* Strage, Mark (1976). Women of Power: The Life and Times of Catherine de' Medici. New York and London: Harcourt Brace Jovanovich. p.  277
* Strage, pp.  277–278
* OUP Complete Dryden, John. The works, vol 14: Plays, 1993. Los Angeles: University of California, Works of Christopher Marlowe 1998. pp.  294–295
* Stuart Carroll, Noble Power During French Wars of Religion: The Guise Affinity and the Catholic Cause in Normandy, 27.
 
[[კატეგორია:დაბადებული 1550]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1588]]