ბერენგარ II (იტალია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: clean up, replaced: ცოლად მოიყვანა → ცოლად შეირთო using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Otto I Manuscriptum Mediolanense c 1200.jpg|მინი|ბერენგარი ესალმება ოტო I-ს.]]
'''ბერენგარ II''' ({{lang-it|Berengar}}; დ. ? — გ. 966) — [[იტალია|იტალიის]] მეფე [[950]]—[[962]] წლებში. ბერენგარი, ივრეის მარკგრაფი დიდი გავლენით სარგელობდა [[ლომბარდია]]ში. მეფე [[ჰუგო (იტალია)|ჰუგოს]] ეშინოდა მისი ხრიკების და სურდა მისი მოკვლა, მაგრამ, ბერენგარი [[გერმანია]]ში გაიქცა და [[ოტო I (სრი)|ოტო I]]-თან ცხოვრობდა. [[945]] წელს მან გაიგო, რომ იტალიაში ჰუგოთი ბევრია უკმაყოილო, მან გერმანელებისგან შეკრიბა ლაშქარი და გადაკვეთა ალპები. [[მილანი|მილანმა]] მას კარიბჭე გაუღო. ბევრმა საერო და სასულიერო დიდებულმა მას მხარი დაუჭირა. [[946]] წელს ჰუგო [[პროვანი|პროვანში]] გაიქცა და განძი წაიყოლა, იტალიაში კი თავისი ვაჟი [[ლოტარი (არლესი)|ლოტარი]] დაროვა. ლოტარი იტალიის მეფე გახდა. ბევრმა ლომბარდიელმა მიატოვეს ბერენგარი და ლოტარს დაუჭირეს მხარი. შემდეგი ოთხი წლის მანძილზე ბურგუნდიული პარტია წარმატებით ებრძოდა ბერენგარს და იტალიურ ეროვნულ პარტიას. [[950]] წლის ნოემბერში ლოტარი უეცრად მოკვდა.
 
რამდენიმე კვირის შემდეგ ბერენგარი იტალიის მეფედ ეკურთხა და თავისი ვაჟი [[ადალბერტი (ივრეა)|ადალბერტი]]. სასურველის მიღწევის შემდეგ ბერენგარმა სრულად გამოავლინა თავისი ხასიათი. ადრე თუ იგი კეთილგანწყობილი იყო დიდებულებისადმი, ახლა ხარბ დესპოტად იქცა. ხალხს იგი მალე შესძულდა, ჭორი გავრცელდა, რომ ლოტარი მოწამლული იყო; ბურგუნდიულმა პარტიამ იტალიის ტახტის მემკვიდრედ ლოტარის ქვრივი [[ადელაიდა (იტალია)|ადელაიდა]] გამოაცხადა. ამ მხრიდან საშიშროების ასაცილებლად, ბერენგარმა სცადა ადელაიდას ძალდატანებით ადალბერტზე გათხოვება, მაგრამ მან უარი თქვა და მოიმიზეზა, რომ ჯერ გლოვის ვადა არ გასულა. მაშინ იგი დაამწყვრიეს გარდუს ციხეში, სადაც მან 4 თვე დაჰყო. შემდეგ, მღვდლის დახმარებით იგი [[რეჯო]]ში გაიქცა.
 
ამ მოვლენებმა საბაბი მისცეს გერმანიის მეფეს, ოტოს, ჩარეულიყო იტალიის საქმეებში. მან განაცხადა რომ უნდა დაეხმაროდ ბურგუნდიის მეფის დას. [[951]] წელს მან გადმოლახა ალპები და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა ლომბარდია. შემდეგ ცოლად მოიყვანაშეირთო ადელაიდა. შემდეგ წელს ბერენგარი შეურიგდა ოტოს. იგი [[მაგდებურგი|მაგდებურგში]] ჩავიდა, თავი ოტოს ვასალად სცნო და იტალია მისი ხელიდან მიიღო. მალე ოტო გადაერთო შიდა არეულობებზე. პირველივე ხელსაყრელი შემთხვევის შემდეგ ბერენგარმა უარყო ოტოსთვის მიცემული ფიცი და დაუწყო მის მომხრეებს ლომბარდიაში დევნა. ოტომ მხოლოდ [[961]] წელს შეძლო იტალიისთვის მიხედვა. მან დიდი ლაშქრით გადმოკვეთა ალპები. ბერენგარს მისთვის გზის ჩაკეტვა უნდოდა, მაგრამ ლაშქარმა იგი მიატოვა და მან ციხესიმაგრეს შეაფარა თავი. ყველა ქალაქმა გაუღო ოტოს კარიბჭე. [[963]] წელს კი აღებულ იქნა ბერენგარის უკანასკნელი თავშესაფარი — სან-ლეონეს ციხე, ბერენგარი დანებდა და გადაიხვეწა [[ვილა]]ში, სადაც დაჰყო სიკვდილამდე.
 
== ლიტერატურა ==