უესექსის დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ცოლად მოიყვანა → ცოლად შეირთო using AWB
ხაზი 1:
{{ინგლისის ისტორია}}
'''უესექსის დინასტია''' — უესექსის სამეფოს მმართველი დინასტია 802-927 წლებში, რომელიც 927 წელს ინგლისის გაერთიანების შემდეგ ინგლისის მმართველი დინასტიაც გახდა 1066 წლამდე.
 
დინასტიას სათავე დაუდო კენტის მეფე ელმუნდის ვაჟმა, ეგბერტმა (802-839). 825 წელს მან დაამარცხა მერსიის მეფე ბერნვულფი. ამ გამარჯვების შემდეგ უესექსს სასექსი და ესექსი შეუერთდა. დინასტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ალფრედ დიდი (871-899). მისი მმართველობისას, 878 წელს უესექსის სამეფომ დაამარცხა დანიელი ვიკინგები, 886 წელს კი შემოიერთა კორნუოლი და ლონდონი. ალფრედ დიდის ვაჟმა [[ედუარდ უფროსი|ედუარდ უფროსმა]] (899-924), 910-918 წლებში სასტიკი ბრძოლები აწარმოა დენლოს წინააღმდეგ და ინგლისი გააერთიანა, მისი ვაჟი [[ათელსტანი]] კი 927 წელს მთელი ინგლისის მეფე გახდა. უესექსის დინასტია წარმატებით მართავდა ინგლისს. 937 წელს ანგლო-საქსებმა ბრუნანბერგის ბრძოლაში დაამარცხეს შოტლანდიის მეფე [[კონსტანტინე II (შოტლანდია)|კონსტანტინე II]]. დინასტია დაქვეითდა [[ეთელრედ უწიგნური|ეთელრედ II უწიგნურის]] (978-1016) მმართველობისას. 991 წელს მალდონის ბრძოლაში ანგლო-საქსები დაამარცა ნორვეგიის მეფე ოლაფ I-მა. XI საუკუნის დასაწყისში ეთელრედი ვიკინგებს სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ 1013 წელს დანიის მეფე [[სვენ I|სვენ წვერფიწალამ]] (987-1014) ინგლისი დაიპყრო. ეთელრედი ნორმანდიაში გაიქცა, თუმცა შემდეგ ტახტის დაბრუნება მცირე ხნით მოახერხა. 1016 წელს აშინგტონის ბრძოლაში მისი ვაჟი, [[ედმუნდ რკინისმხარა]], დაამარცხა [[კნუდ დიდი|კნუდ დიდმა]]. ინგლისის ისტორიაში დაიწყო დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042). 1042 წელს ეთელრედის მეორე ვაჟის ედუარდ აღმსარებლის (1003-1066) გამეფებით აღდგა ანგლო-საქსთა ხელისუფლება. 1066 წლის 14 ოქტომბერს უესექსის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ჰაროლდ გოდვინსონი, [[ჰასტინგსის ბრძოლა]]ში ინგლისში შემოჭრილმა ნორმანებმა მოკლეს.
 
ანგლო-საქსებმა დინასტიის გაგრძელება სცადეს [[ედგარ ეთელინგი]]ს მეშვეობით, თუმცა მას რეალურად ქვეყანა არ უმართია. შემდგომში ინგლისის მეფემ, [[ჰენრი I]]-მა ცოლად მოიყვანაშეირთო ედგარის დისშვილი, შოტლანდიის პრინცესა, [[მატილდა (შოტლანდია)|მატილდა]], რითიც ორი დინასტია ერთმანეთს დაუკავშირდა.
 
== დინასტიის წარმომადგენლები ==