ელიზაბეტ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
== ადრეული ცხოვრება ==
ელიზაბეტა ვალუა დაიბადა [[1545]] წლის [[2 აპრილი|2 აპრილს]], [[ფონტენბლოს სასახლე|ფონტენბლოს სასახლეში]]. ელიზაბეტას მამა იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]] ხოლო დედა, დედოფალი [[ეკატერინე მედიჩი]]. ელიზაბეტას დაბადებიდან სამ წელიწადში მისი უფროსი ძმა, დანიშნეს [[შოტლანდია|შოტლანდიის]] 5 წლის დედოფალ, [[მარიამ სტიუარტი|მარიამ სტიუარტზე]]. ელიზაბეტას მამის ბრძანებით ის და მარიამი დებივით უნდა გაზრდილიყვნენ, რის გამოც ორივე ერთ ოთახში დააბინავეს. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტას მარიამი პრივილეგირებულ მდგომარეუბაში იყო (იქიდან გამომდინარე, რომ მარიამი უკვე დედოფალი იყო, ელიზაბეტა კი პრინცესა), ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი უფრო ლამაზი იყო ვიდრე ელიზაბეტა, იგი მაინც იყო [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] საყვარელი ქალიშვილი. ისტორიკოსები ელიზაბეტას ბავშობაში ახასიათებდნენ მშვიდ, მდუმარე, ღვთისმოშიშ და განათლებულ ბავშვად. სწორედ მისი მორჩილი ხასიათისა და ფიზიკური სილამაზის წყალობით იყო ელიზაბეტა მშობლების "ფავორიტი" შვილი.
 
== საქმროს ძიება ==
თავდაპირველად ელიზაბეტას მშობლებმა განიზრახეს მისი მითხოვება [[ინგლისი|ინგლისის]] მეფე [[ედუარდ VI]]-ზე, ისინი დაინიშნნენ კიდეც, თუმცა [[1553]] წელს ედუარდი გარდაიცვალა. [[1555]] წელს ელიზაბეტა დაინიშნა [[ესპანეთი|ესპანეთის]] [[ინფანტი|ინფანტ]] [[დონ კარლოსი (ფილიპე II-ის ვაჟი)|დონ კარლოს]] [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგზე]]. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ დონ კარლოსს კუზი და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც ეს ნიშნობა ჩაიშალა და ახალი საქმროს ძიება დაიწყეს. [[1559]] წელს დასრულდა [[იტალიური ომები|<nowiki>''</nowiki> იტალიური ომები<nowiki>''</nowiki>]], რომელსაც საფრანგეთი ესპანეთთან აწარმოებდა. ამიტომაც ესპანეთთან ალიანსის განსამტკიცებლად გადაწყვიტეს ელიზაბეტას მითხოვება ესპანეთის მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ზე. ეს იდეა მანამდეც არსებობდა, თუმცა ფილიპეს ცოლი ჰყავდა, [[1558]] წელს კი მისი მეორე მეუღლე - დედოფალი [[მერი I (ინგლისი)|მერი ტიუდორი]] გარდაიცვალა. ამ მოვლენების გათვალისწინებით ელიზაბეტა და ფილიპე დაინიშნენ. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ დროს ელიზაბეტა 14 წლის იყო, ფილიპე კი 31-ის.
 
== ესპანეთის დედოფალი ==
[[ფაილი:Elisabeth de Valois, Anthonis Mor.jpg|მარცხნივ|ელიზაბეტა ვალუა ესპანეთში|მინი]]
[[ფაილი:Titian - King Philip II of Spain - Google Art Project.jpg|მინი|252x252პქ|[[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]], ელიზაბეტას მეუღლე]]
[[1559]] წელს [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]] საფრანგეთში ჩავიდა და თან ჩაიტანა ესპანეთის დედოფლის გვირგვინი და ძვირფასი ბეჭედი. ამავე წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში]] ელიზაბეტა და ფილიპე დაქორწინდნენ, ამავე დღეს მოეწყო ელიზაბეტას ესპანეთის დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. ელიზაბეტას მამამთილად ერგებოდა წარსულში ესპანეთისა და [[საღვთო რომის იმპერია|ს.რ.ი]].-ს მმართველი [[კარლ V|კარლოს V]], ხოლო დედამთილად დედა დედოფალი [[ისაბელ პორტუგალიელი|იზაბელა პორტუგალიელი]]. ამასთან ჰყავდა 2 მულიც : 1. [[მარია ესპანელი]] - ს.რ.ი.-ს, [[ჩეხეთი|ჩეხეთის]], [[იტალია|იტალიის]], [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთის]], [[ავსტრიის იმპერია|ავსტრიის]] და [[ხორვატია|ხორვატიის]] დედოფალი; 2. ხუანა ესპანელი - პორტუგალიისა და ალავგარის ინფანტა.
 
ელიზაბეტას საქორწინო ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. [[1559]] წლის [[30 ივნისი|30 ივნისს]] გაიმართა გასართობი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა თვით [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-მ მიიღო. საუბედუროდ ეს შერკინება ფატალური აღმოჩნდა და ანრის შოტლანდიელმა გვარდიელმა, [[გაბრიელ დე მონტგომერი|ლორდმა მონტგომერიმ]] თვალში შუბი მოარტყა. ანრი ამავე წლის 10 ივლისს გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფე მისი ძმა [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] გახდა. ამავე წელს ელიზაბეტა და ფილიპე უზარმაზარი ამალით ესპანეთში ჩავიდნენ. იქესპანეთში ელიზაბეტამ გაიცნო [[ფერწერა|მხატვრები]] - [[სოფონისბა ანგისოლა]] და [[ანა მენდოზა]]. მათ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ელიზაბეტაზე, რომ მან ისინი სამეფო კარის მხატვრებად აიყვანა. ელიზაბეტა ასევე მფარველობდა ხელოვნების სხვა დარგებსაც. მისი მოღვაწეობის პერიოდში ძლიერ დაიხვეწა ესპანური ფერწერა და ლიტერატურა.
 
14 წლის ელიზაბეტამ დიდი გავლენა მოახდინა ფილიპე II-ზეც. მას ძალიან მოსწონდა ელიზაბეტას ქარიზმატული ხასიათი და ფიზიკური მშვენიერება. მიუხედავად ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობისა მათი ცოლ-ქმრული კავშირი საკმაოდ მყარი იყო, განსხვავებით სხვა სამეფო ოჯახებისაგან. ამასთან დედასთან წერილებში ელიზაბეტა აღნიშნავდა, რომ იგი კმაყოფილია თავისი ქმრით და ესპანეთში მეორე სახლი იპოვა. ფილიპემ თავისი ახალგაზრდა მეუღლის გასართობად ესპანეთში გამართა ტურნირები. ამას გარდა ელიზაბეტას გემოვნებით მოაწყვეს სამეფო სასახლე და მისი ბაღიც.
[[ფაილი:Elizabeth.of.Valois.JPG|ელიზაბეტა ვალუა 1565 წელს|მინი]]
ამ ყველაფრის მიუხედავად მათ მაინც ჰქონდათ ერთი პრობლემა და ის ფილიპეს ვაჟი დონ კარლოსი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე ელიზაბეტა და დონ კარლოსი დანიშნულნი იყვნენ კარლოსს კვლავ ჰქონდა თბილი გრძნობები დედინაცვლის მიმართ. ამიტომაც იგი არ ფარავდა საკუთარ გრძნობებს და ელიზაბეტას დაუფარავად ეტრფოდა. მიუხედავად ამისა ელიზაბეტა ქმრის ერთგული იყო, ხოლო კარლოსს როგორც გერს ძალიან თბილად ექცეოდა. ხოლო მაშინ კი როდესაც უკონტროლო გახდა კარლოსის ქცევები ფილიპემ მეუღლის დასაცავად შვილი დილეგში გამოკეტა, რამაც კარლოსი მალევე იმსხვერპლა. ამ სასიყვარულო სამკუთხედზე [[ჯუზეპე ვერდი|ჯუზეპე ვერდიმ]] შექმნა თავისი ლეგენდარული ოპერა [["დონ კარლოსი" (ოპერა)|"დონ კარლოსი"]].
 
ფილიპეს ელიზაბეტა ძალიან უყვარდა, იმის მიუხედავად, რომ იგი მემკვიდრეს ვერ აჩენდაჩენდა. [[1564]] წელს ელიზაბეტამ ტყუპი მვდარშობილი გოგონები გააჩინა. ამას კიდევ მოჰყვა [[1565]] წელს კიდევ ერთი მკვდარშობილი გოგონა. ამავე წელს ელიზაბეტა სამკურნალოდ მშობლიურ საფრანგეთში ჩავიდა. მას [[ლა-როშელი|ლა-როშელის ციხესიმაგრეში]] დახვდნენ დედა - [[ეკატერინე მედიჩი]], და ძმა, ახლა უკვე საფრანგეთის მეფე [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]. ეკატერინე მედიჩი შვილით ძალზედ უკმაყოფილო დარჩა ვინაიდან ელიზაბეტას ესპანელის კვალი უფრო ემჩნეოდა ვიდრე ფრანგის. ქცევები, მანერები, საუბარი მთლიანად ესპანელი ქალის ჰქონდა. ამის გამო ეკატერინემ ძალიან უსაყვედურა, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაჟს ვერ აჩენდა და ამით ფრანკო-ესპანურ ალიანსს საფრთხის წინაშე აყენებდა.[[1565]] წელს ელიზაბეტა კვლავ ესპანეთში ბრუნდება. [[1566]] წლის [[12 აგვისტო|12 აგვისტოს]] ელიზაბეტამ ცოცხალი და ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად [[ისაბელ კლარა ეუხენია]]. ამას მოჰყვა [[1567]] წლის [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერს]] მეორე გოგონა სახელად [[კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი|კატალინა მიკაელა]]. [[1568]] წლის [[3 ოქტომბერი|3 ოქტომბერს]] ელიზაბეტამ მკვდარშობილი გოგონა გააჩინა, საუბედუროდ 23 წლის ელიზაბეტამ ამდენ მშობიარობას ვეღარ გაუძლო და იმავე დღეს გარდაიცვალა.
 
ეკატერინე მედიჩიმ იმის შიშით, რომ ფრანკო-ესპანური ალიანსი გაწყდებოდა ფილიპეს შესთავაზა, რომ ცოლად ელიზაბეტას უმცროსი და - [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]] შეერთო, რაზეც ფილიპემ უარი განაცხადა. 1570 წელს ფილიპემ ცოლად საკუთარი დის შვილი მოიყვანა და სწორედ მასთან შეეძინა ტახტის მემკვიდრე.
 
== ოჯახი ==