ელიზაბეტ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ელიზაბეტა დე ვალუა''' ([[ესპანური ენა|ესპ]]. Isabel de valois ; [[ფრანგ.]] ''É''izabeth de france; [[ინგლისური ენა|ინგ.]] Elizabeth de valois) (დ. [[2 აპრილი]] [[1545]]- გ. [[3 ოქტომბერი]] [[1568]]) — [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II დე ვალუასა]] და მისი მეუღლის, [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე დე მედიჩის]] უფროსი ქალიშვილი და მეორე შვილი.[[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა და [[ესპანეთი|ესპანეთის]] დედოფალი.
 
== ადრეული ცხოვრება ==
== ბიოგრაფია ==
ელიზაბეტა ვალუა დაიბადა 1545 წლის 2 აპრილს, ფონტენბლოს სასახლეში. ელიზაბეტას მამა იყო საფრანგეთის მეფე ანრი II ხოლო დედა, დედოფალი ეკატერინე მედიჩი. ელიზაბეტას დაბადებიდან სამ წელიწადში მისი უფროსი ძმა, დანიშნეს შოტლანდიის 5 წლის დედოფალ, მარიამ სტიუარტზე. ელიზაბეტას მამის ბრძანებით ის და მარიამი დებივით უნდა გაზრდილიყვნენ, რის გამოც ორივე ერთ ოთახში დააბინავეს. მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტას მარიამი პრივილეგირებულ მდგომარეუბაში იყო (იქიდან გამომდინარე, რომ მარიამი უკვე დედოფალი იყო, ელიზაბეტა კი პრინცესა), ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი უფრო ლამაზი იყო ვიდრე ელიზაბეტა, იგი მაინც იყო ეკატერინე მედიჩის საყვარელი ქალიშვილი. ისტორიკოსები ელიზაბეტას ბავშობაში ახასიათებდნენ მშვიდ, მდუმარე, ღვთისმოშიშ და განათლებულ ბავშვად. სწორედ მისი მორჩილი ხასიათისა და ფიზიკური სილამაზის წყალობით იყო ელიზაბეტა მშობლების "ფავორიტი" შვილი.
[[ფაილი:Coat of Arms of Elisabeth of France (1545-1568), Queen Consort of Spain.svg|მინი|ელიზაბეტა ვალუას გერბი]]
 
ელიზაბეტა დაიბადა [[1545]] წლის [[2 აპრილი|2 აპრილს]], [[ფონტენბლოს სასახლე|ფონტენბლოს სასახლეში]]. იგი მშობლებმა ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყვეს, და როგორც კი წამოიზარდა მის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად ელიზაბეტა დანიშნეს ინგლისის მეფე [[ედუარდ VI]]-ზე, თუმცა [[1553]] წელს ედუარდი გარდაიცვალა და ქორწინება ჩაიშალა, ამიტომაც იგი დანიშნეს ესპანეთის პრინც [[დონ კარლოსი (ფილიპე II-ის ვაჟი)|დონ კარლოსზე]], თუმცა როცა დონ კარლოსის მდგომარეობაზე გაიგეს ეს ნიშნობაც ჩაშალეს.[[1558]] წელს ელიზაბეტა დაესწრო მისი უფროსი ძმის, [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] დოფინის, [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა დე ვალუასა]] და [[შოტლანდია|შოტლანდიის]] დედოფლის [[მარიამ სტიუარტი|მარიამ სტიუარტის]] ქორწინებას. [[1559]] წელს კი დასრულდა [[იტალიური ომები|"იტალიური ომები"]], რომელსაც [[საფრანგეთი]] [[ესპანეთი|ესპანეთთან]] აწარმოებდა, ამიტომაც ამ ალიანსის განსამტკიცებლად [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-მ ელიზაბეტა მიათხოვა [[ესპანეთი|ესპანეთის]] მეორედ დაქვრივებულ მეფეს, [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ს, რომელიც ელიზაბეტაზე 18 წლით უფროსი იყო. მათ ჯვარი [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში]] დაიწერეს.ელიზაბეტამდე მას ცოლად ჰყავდა [[პორტუგალია|პორტუგალიის]] პრინცესა [[მარია პორტუგალიელი|მარია მანუელა ავისი]] და [[ინგლისის სამეფო|ინგლისის]] დედოფალი [[მერი I (ინგლისი)|მერი ტიუდორი]]. ელიზაბეტას ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე გარდაიცვალა მამამისი, მეფე ანრი. ელიზაბეტას ძალიან უყვარდა [[ხელოვნება]], ამიტომაც იგი [[ესპანეთი|ესპანეთში]] მფარველობდა [[ხელოვნება|ხელოვნებას]], სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა გამოჩენილი [[ფერწერა|მხატვარი]] [[სოფონისბა ანგისოლა]]. [[1563]] წელს ელიზაბეტამ ტყუპი, მკვდარი გოგონები გააჩინა, ამას მოჰყვა [[1564]] წელს კიდევ ერთი მკვდარი გოგონა. ამის გამო ელიზაბეტა [[1565]] სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა სადაც თავის ძმას [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]-ს და დედას ეკატერინეს შეხვდა. მკურნალობამ გაამართლა და [[1566]] წელს ცოცხალი გოგონა გააჩინა,ამას მოჰყვა მეორე ჯანმრთელი გოგონა [[1567]] წელს. ელიზაბეტა [[ვალუას დინასტია|ვალუა]] გარდაიცვალა [[1568]] წლის [[3 ოქტომბერი|3 ოქტომბერს]], იგი მშობიარობას გადაჰყვა 23 წლის ასაკში. მის შემდგომ ფილიპემ ცოლად საკუთარი დის შვილი მოიყვანა რომელთანაც შეეძინა ტახტის მემკვიდრე.
== საქმროს ძიება ==
თავდაპირველად ელიზაბეტას მშობლებმა განიზრახეს მისი მითხოვება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, ისინი დაინიშნნენ კიდეც, თუმცა 1553 წელს ედუარდი გარდაიცვალა. 1555 წელს ელიზაბეტა დაინიშნა ესპანეთის ინფანტ დონ კარლოს ჰაბსბურგზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ დონ კარლოსს კუზი და ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც ეს ნიშნობა ჩაიშალა და ახალი საქმროს ძიება დაიწყეს. 1559 წელს დასრულდა <nowiki>''</nowiki> იტალიური ომები<nowiki>''</nowiki>, რომელსაც საფრანგეთი ესპანეთთან აწარმოებდა. ამიტომაც ესპანეთთან ალიანსის განსამტკიცებლად გადაწყვიტეს ელიზაბეტას მითხოვება ესპანეთის მეფე ფილიპე II-ზე. ეს იდეა მანამდეც არსებობდა, თუმცა ფილიპეს ცოლი ჰყავდა, 1558 წელს კი მისი მეორე მეუღლე - დედოფალი მერი ტიუდორი გარდაიცვალა. ამ მოვლენების გათვალისწინებით ელიზაბეტა და ფილიპე დაინიშნენ. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ამ დროს ელიზაბეტა 14 წლის იყო, ფილიპე კი 31-ის.
 
== ესპანეთის დედოფალი ==
[[ფაილი:Elisabeth de Valois, Anthonis Mor.jpg|მარცხნივ|frame|288x288პქ|ელიზაბეტა ვალუა ესპანეთში]]
[[ფაილი:Titian - King PhilipIIPhilip II of Spain - Google Art Project.jpg|მინი|252x252პქ|[[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]], ელიზაბეტას მეუღლე]]
1559 წელს ფილიპე II საფრანგეთში ჩავიდა და თან ჩაიტანა ესპანეთის დედოფლის გვირგვინი და ძვირფასი ბეჭედი. ამავე წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ელიზაბეტა და ფილიპე დაქორწინდნენ, ამავე დღეს მოეწყო ელიზაბეტას ესპანეთის დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. ელიზაბეტას მამამთილად ერგებოდა წარსულში ესპანეთისა და ს.რ.ი.-ს მმართველი კარლოს V, ხოლო დედამთილად დედა დედოფალი იზაბელა პორტუგალიელი. ამასთან ჰყავდა 2 მულიც : 1. მარია ესპანელი - ს.რ.ი.-ს, ჩეხეთის, იტალიის, უნგრეთის, ავსტრიის და ხორვატიის დედოფალი; 2. ხუანა ესპანელი - პორტუგალიისა და ალავგარის ინფანტა.
 
ელიზაბეტას საქორწინო ზეიმი რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 1559 წლის 30 ივნისს გაიმართა გასართობი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა თვით ანრი II-მ მიიღო. საუბედუროდ ეს შერკინება ფატალური აღმოჩნდა და ანრის შოტლანდიელმა გვარდიელმა, ლორდმა მონტგომერიმ თვალში შუბი მოარტყა. ანრი ამავე წლის 10 ივლისს გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფე მისი ძმა ფრანსუა II გახდა. ამავე წელს ელიზაბეტა და ფილიპე უზარმაზარი ამალით ესპანეთში ჩავიდნენ. იქ ელიზაბეტამ გაიცნო მხატვრები - სოფონისბა ანგისოლა და ანა მენდოზა. მათ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ელიზაბეტაზე, რომ მან ისინი სამეფო კარის მხატვრებად აიყვანა. ელიზაბეტა ასევე მფარველობდა ხელოვნების სხვა დარგებსაც. მისი მოღვაწეობის პერიოდში ძლიერ დაიხვეწა ესპანური ფერწერა და ლიტერატურა.
 
14 წლის ელიზაბეტამ დიდი გავლენა მოახდინა ფილიპე II-ზეც. მას ძალიან მოსწონდა ელიზაბეტას ქარიზმატული ხასიათი და ფიზიკური მშვენიერება. მიუხედავად ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობისა მათი ცოლ-ქმრული კავშირი საკმაოდ მყარი იყო, განსხვავებით სხვა სამეფო ოჯახებისაგან. ამასთან დედასთან წერილებში ელიზაბეტა აღნიშნავდა, რომ იგი კმაყოფილია თავისი ქმრით და ესპანეთში მეორე სახლი იპოვა. ფილიპემ თავისი ახალგაზრდა მეუღლის გასართობად ესპანეთში გამართა ტურნირები. ამას გარდა ელიზაბეტას გემოვნებით მოაწყვეს სამეფო სასახლე და მისი ბაღიც.
[[ფაილი:Elizabeth.of.Valois.JPG|frame|324x324პქ|ელიზაბეტა ვალუა 1565 წელს]]
ამ ყველაფრის მიუხედავად მათ მაინც ჰქონდათ ერთი პრობლემა და ის ფილიპეს ვაჟი დონ კარლოსი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე ელიზაბეტა და დონ კარლოსი დანიშნულნი იყვნენ კარლოსს კვლავ ჰქონდა თბილი გრძნობები დედინაცვლის მიმართ. ამიტომაც იგი არ ფარავდა საკუთარ გრძნობებს და ელიზაბეტას დაუფარავად ეტრფოდა. მიუხედავად ამისა ელიზაბეტა ქმრის ერთგული იყო, ხოლო კარლოსს როგორც გერს ძალიან თბილად ექცეოდა. ხოლო მაშინ კი როდესაც უკონტროლო გახდა კარლოსის ქცევები ფილიპემ მეუღლის დასაცავად შვილი დილეგში გამოკეტა, რამაც კარლოსი მალევე იმსხვერპლა. ამ სასიყვარულო სამკუთხედზე ჯუზეპე ვერდიმ შექმნა თავისი ლეგენდარული ოპერა "დონ კარლოსი".
 
ფილიპეს ელიზაბეტა ძალიან უყვარდა, იმის მიუხედავად, რომ იგი მემკვიდრეს ვერ აჩენდ. 1564 წელს ელიზაბეტამ ტყუპი მვდარშობილი გოგონები გააჩინა. ამას კიდევ მოჰყვა 1565 წელს კიდევ ერთი მკვდარშობილი გოგონა. ამავე წელს ელიზაბეტა სამკურნალოდ მშობლიურ საფრანგეთში ჩავიდა. მას ლა-როშელის ციხესიმაგრეში დახვდნენ დედა - ეკატერინე მედიჩი, და ძმა, ახლა უკვე საფრანგეთის მეფე შარლ IX. ეკატერინე მედიჩი შვილით ძალზედ უკმაყოფილო დარჩა ვინაიდან ელიზაბეტას ესპანელის კვალი უფრო ემჩნეოდა ვიდრე ფრანგის. ქცევები, მანერები, საუბარი მთლიანად ესპანელი ქალის ჰქონდა. ამის გამო ეკატერინემ ძალიან უსაყვედურა, ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაჟს ვერ აჩენდა და ამით ფრანკო-ესპანურ ალიანსს საფრთხის წინაშე აყენებდა.1565 წელს ელიზაბეტა კვლავ ესპანეთში ბრუნდება. 1566 წლის 12 აგვისტოს ელიზაბეტამ ცოცხალი და ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, სახელად ისაბელ კლარა ეუხენია. ამას მოჰყვა 1567 წლის 10 ოქტომბერს მეორე გოგონა სახელად კატალინა მიკაელა. 1568 წლის 3 ოქტომბერს ელიზაბეტამ მკვდარშობილი გოგონა გააჩინა, საუბედუროდ 23 წლის ელიზაბეტამ ამდენ მშობიარობას ვეღარ გაუძლო და იმავე დღეს გარდაიცვალა.
 
ეკატერინე მედიჩიმ იმის შიშით, რომ ფრანკო-ესპანური ალიანსი გაწყდებოდა ფილიპეს შესთავაზა, რომ ცოლად ელიზაბეტას უმცროსი და - მარგარიტა ვალუა შეერთო, რაზეც ფილიპემ უარი განაცხადა. 1570 წელს ფილიპემ ცოლად საკუთარი დის შვილი მოიყვანა და სწორედ მასთან შეეძინა ტახტის მემკვიდრე.
 
== ოჯახი ==
[[ფაილი:Isabel Clara Eugenia y Catalina Micaela.jpg|მინი|322x322პქ|ელიზაბეტას გოგონები]]
 
=== ქმარ-შვილი ===
ელიზაბეტამ ფილიპეს ორი ქალიშვილი აჩუქა:
[[ფაილი:King PhilipII of Spain.jpg|მინი|ფილიპე II, ელიზაბეტას მეუღლე]]
* [[ისაბელ კლარა ეუხენია]] ([[1566]]-[[1633]]), ცოლად გაყვა [[ავსტრიის საჰერცოგო|ავსტრიის]] [[ერცჰერცოგი|ერცჰერცოგ]] [[ალბერხტ VII]]-ს
 
* ლუი (1549)
* [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX დე ვალუა]] (1550-1574), საფრანგეთის მეფე
* [[ანრი III ვალუა|ანრი III]] დე ვალუა (1551-1589), საფრანგეთისა და პოლონეთის მეფე, ლიტვის დიდი მთავარი
 
* [[მარგარიტა დე ვალუა]] (1553-1615), საფრანგეთსა და ნავარის დედოფალი
 
* [[ფრანსუა დე ვალუა]] (1555-1584), ანჟუსა და ალანსონის ჰერცოგი
* ჟანა (1556)
== ტიტულები ==
ელიზაბეტა დე ვალუას ტიტულები:
*[[ფაილი:Coat of Arms of Elisabeth of France (1545-1568), Queen Consort of Spain.svg|მინი|279x279პქ|ელიზაბეტა ვალუას გერბი]][[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა ([[1545]]-[[1568]])
* [[ესპანეთი|ესპანეთის]] დედოფალი ([[1559]]-[[1568]])
* [[ნეაპოლის სამეფო|ნეაპოლის]] დედოფალი ([[1559]]-[[1568]])
ანონიმური მომხმარებელი