ბირთვული რეაქტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ისტორია: clean up, replaced: ფაქტიურად → ფაქტობრივად using AWB
- "First_nuclear_chain_reaction.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Jcb-ს მიერ. მიზეზი: per [[:c:Commons:Deletion requests/File:First nuclear chai...
ხაზი 8:
[[ფაილი:Stagg Field reactor.jpg|250px|მინიატიურა|ჩიკაგოს რეაქტორის ნახატი]]
პირველად ჟაჭვური რეაქცია განხორციელდა 1942 წლის დეკემბერში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ენრიკო ფერმის ხელმძვანელობით ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფიზიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა, შექმნა პირველი ბირთვული რეაქტორი, რომელსაც «[[ჩიკაგოს ხორა-1|ჩიკაგოს ხორა]]» დაარქვეს (Chicago Pile-1, CP-1). რეაქტორი შედგებოდა გრაფიტის ბლოკებისგან, რომელთა შორის მოთავსებული იყო ბუნებრივი ურანის ბურთები და მისი ორჟანგი. [[ურან-235|<sup>235</sup>U]]-ის ბირთვების გახლეჩისას გაჩენილი სწრაფი ნეიტრონები გრაფიტით სითბურ ენერგიებამდე ნელდებოდნენ და ისევ იწვევდნენ ბირთვების გახლეჩას. CP-1-ის მსგავს რეაქტორებს, რომლებშიც გახლეჩის ძირითადი წილი მიმდინარეობს სითბური ნეიტრონების ზემოქმედებით, [[თერმო-ნეიტრონული რეაქტორი|თერმო-ნეიტრონულ რეაქტორს]] უწოდებენ. თერმო-ნეიტრონული რეაქტორები გამოირჩევიან შემაჩერებლების გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე ეს ბირთვული სათბობის შემთხვევაშია.
 
[[ფაილი:First nuclear chain reaction.jpg|250px|მინიატიურა|თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით შექმნილი ნახატი, რომელიც «[[ჩიკაგოს ხორა-1|ჩიკაგოს ხორა-1-ის]]» გაშვებას ასახავს]]
[[ფაილი:RIAN archive 500897 Control panel of the first Russian nuclear reactor.jpg|250px|მინიატიურა|საბჭოთა პირველი რეაქტორის მართვის ფარი, 1993 წელი]]
სსრკ-ში რეაქტორის გაშვების,.მუშაობის და მართვის თეორიული და ექსპერემენტული გამოკვლევები ხორციელდებოდა აკადემიკოს კურჩატოვის ხელმღვანელობით შემდგარი ფიზიკოსების და ინჟინრების ჯგუფის მიერ. საბჭოთა პირველი რეაქტორი Ф-1 აიგო მოსკოვში, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ლაბორატორიაში №2 (Лаборатория № 2 АН СССР). რეაქტორი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს 1946 წლის 25 დეკემბერს. რეაქტორი Ф-1აწყობილი იყო გრაფიტის ბლოკებისგან და 7,5 მ დიამეტრის მქონე სფეროს წარმოადგენდა. სფეროს ცენტრალურ ნაწილში დიამეტრით 6 მ გრაფიტის ბლოკების ღიობებში განთავსებული იყო ურანის ღეროები. Ф-1-ს ისევე როგორც CP-1-ს არ ჰქონდა გაგრილების სისტემები, ამიტომ მას უკიდურესად დაბალ სიმძლავრეებზე ამუშავებდნენ. Ф-1-ის გამოკვლების შედეგებზე დაყრდნობით საბჭოთა კავშირში, შემდგომ, უფრო რთული კონსტრუქციის სამრეწველო რეაქტორები აიგო. [[1948]] წელს ამოქმედდა პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი И-1(სხვადასხვა წყაროების მიხედვით მას А-1 ეწოდებდა), [[1954]] წლის 27 ივნისს ობნინსკში გაიხსნა მსოფლიოში პირველი [[ობნინსკის ატომური ელექტროსადგური|ატომური ელექტროსადგური]] 5 [[მეგავატი|მვტ]] სიმძლავრით.