ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო დარტყმა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(დაემატა ახალი ცნობები)
{{სიუჟეტი}}
 
ბრძოლა გალაქტიკურ იმპერიასთან გრძელდება. მიუხედავად [[სიკვდილის ვარსკვლავი]]ს განადგურებისა, იმპერიამ აჯანყებულები გააგდო პლანეტიდან [[იავინ IV]] და განაგრძობს მათ ძიებას. იმპერიის აგენტებისგან ალიანსი იმალება შორეულ პლანეტა [[ჰოთი (პლანეტა)|ჰოთზე]]. [[დართ ვეიდერი]] პირადად განაგებს იმპერიის ძალებს, რომლებიც ეძებენ აჯანყებულებს. მისი ბრძანებით გალაქტიკის ყველა მიმართულებით გზავნიან ახალ და ახალ მზვერავებს. ჰოთზე [[ლუკ სკაიუოკერი]] შეამჩნევს ერთ-ერთ ასეთს. მას ჩაესმის ობი-ვან კენობის ხმა, რომელიც უბრძანებს, გაემგზავროს პლანეტა [[დაგობა]]ზე, სადაც [[იოდა]] მას ჯედაის ხელოვნებას შეასწავლის. თოვლიან უდაბნოში ლუკი პირველად იყენებს [[ძალა (ვარსკვლავური ომები)|ძალას]] და ლაზერული ხმლის დახმარებით თავს დააღწევს თეთრი მონსტრის ტყვეობას. თოვლში გაყინულ ლუკს პოულობს მის საძებნად წამოსული [[ჰენჰან სოლო]].
 
იმპერიული ზონდები აღმოაჩენენ აჯანყებულთა ბაზას. მტრის ფლოტი მას თავს ესხმის, მაგრამ ლუკის მეთაურობით, პილოტთა დიდი ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს. ბრძოლის შემდეგ ჰენჰან სოლო და ლეია ორგანა, ჩუბაკასთან და ორ დროიდთან, C3PO და R2D2 ერთად ტოვებენ ჰოთს. ლუკი დაგობაზე მიფრინავს, სადაც იოდა, მომცრო ზომის ჯედაის ოსტატი იწყებს მისთვის ჯედაის ხელოვნების შესასწავლი გაკვეთილების ჩატარებას.
 
ამასობაში ჰენის ხომალდი ჰიპერსივრცეში ხტება და იმპერიული ფლოტის თავდასხმას გადაურჩება. განრისხებული ვეიდერი ფლოტის მეთაურს კლავს. ჰენი იძულებულია, დაეშვას პლანეტა ბესპინზე, სადაც მას ხვდება ძველი მეგობარი, [[ლენდო კალრისიანი]], მაგრამ აქ მგზავრები მოულოდნელად დართ ვეიდერსაც ხვდებიან. იგი ეძებს ლუკს, ვინაიდან ცდილობს, თავის მხარეს მიიზიდოს და იმპერიულ ძალებს დაუქვემდებაროს. ჰენჰან სოლოს ყინავენ და ამ მდგომარეობაში საჩუქრად აგზავნიან [[ჯაბა ჰატი|ჯაბა ჰატთან]].
 
ამასობაში ლუკი, რომელიც მხოლოდ ოდნავ დაეუფლა ჯედაის ხელოვნებას, გრძნობს, რომ მისი მეგობრებს პრობლემები გაუჩნდა. ის მიემართება ბესპინზე, სადაც დართ ვეიდერს ებრძვის. ეს უკაკასკნელი სთავაზობს იმპერიული ძალების მხარეს გადასვლას და ცდილობს მის გაყინვას, მაგრამ ლუკი ხტება საყინულედან. განრისხებული ვეიდერი ლაზერის ხმლით მარჯვენა ხელს მოჰკვეთავს. ქვესკნელის თავზე ჩამოკიდებული ლუკი გაოგნებული შეიტყობს, რომ იმპერიის მბრძანებელი მისი მამაა. სკაიუოკერს არ სურს [[ძალა (ვარსკვლავური ომები)|ძალის ბნელ მხარეზე]] გადასვლა, ამიტომ თავად ხტება სავენტილაციო სისტემაში და ტოვებს პლანეტას. გარეთ მას იჭერს ჰენჰან სოლოს ხომალდი. იქ მას მექანიკურ ხელს უმაგრებენ. ლენდო კალრისიანი ამტკიცებს, რომ არც ფიქრობდა, თუკი ვეიდერს ასეთი განზრახვა ჰქონდა და საერთოდ, სურს გამოასწოროს თავისი შეცდომა. ლენდო და ჩუბაკა ჯაბასკენ მიემართებიან.
 
== რესურსები ინტერნეტში ==