ჩრდილოეთ კორეის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა. იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“. მისი ვაჟი [[კიმ ჩენ ინი]] მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე. 2010 წელს ჟურნალ „[[ფორბსი]]ს“ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა. 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.
 
[[კიმ ირ სენი]] 1994 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე მისი ვაჟი გახდა. კიმ ჩენ ირმა ჯრჯერ კიდევ 80-ან წლებში დაიკავა კორეის შრომის პარტიის და თავდაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
 
მისი მმართველობის დროს კორეა სტაგნაციის პერიოდში იმყოფებოდა. 1996-1999 წწ. ხასიათდებოდა ძლიერი შიმშილიანობით, რომლის შედგეად სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 10 ათასიდან 3 მილიონამდე ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა აგრძელებს იზოლირებას, ხოლო სამხედრო საჭიროებებზე იფლანგება დიდი რაოდენობით თანხები. პრაქტიკულად მამრობითი სქესის შრომისუნარიანი ყველა მამაკაცი 18-30 წლის ასაკში [[არმია]]ში მსახურობს. ეს მაშინ, როცა მრეწველობა ქვეითდება.