ჩრდილოეთ კორეის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.
 
[[კიმ ირ სენი]] 1994 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე მისი ვაჟი გახდა. კიმ ჩენ ირმა ჯრ კიდევ 80-ან წლებში დაიკავა კორეის შრომის პარტიის და თავდაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.
 
მისი მმართველობის დროს კორეა სტაგნაციის პერიოდში იმყოფებოდა. 1996-1999 წწ. ხასიათდებოდა ძლიერი შიმშილიანობით, რომლის შედგეად სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 10 ათასიდან 3 მილიონამდე ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა აგრძელებს იზოლირებას, ხოლო სამხედრო საჭიროებებზე იფლანგება დიდი რაოდენობით თანხები. პრაქტიკულად მამრობითი სქესის შრომისუნარიანი ყველა მამაკაცი 18-30 წლის ასაკში [[არმია]]ში მსახურობს. ეს მაშინ, როცა მრეწველობა ქვეითდება.
2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა. იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“. მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე. 2010 წელს ჟურნალ [[ფორბსი]]ს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა. 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.
 
2002 წელს ქვეყანამ დაიწყო რეფორმების დაწყება. ქვეყნის ვალუტა [[დევალვაცია|დევალვირებულ]] იქნა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცა გარკვეული თავისუფლება. გამოცხადდა თავისუფალი სავაჭრო ზონები და სხვ.
 
2005 წლის 10 თებერვალს კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად ლიბერალიზაციისა, პერიოდულად ხდება საერთაშორისო ნორმებისათვის შეუფერებელი მოვლენები.
 
2010 წლის 25 მაისიდან [[ჩრდილოეთ კორეა]]მ შეწყვიტა [[სამხრეთ კორეა]]სთან ყოველგვარი ურთიერთობა. ორი კორეული სახელმწიფოს ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია [[სეული]]ს მიერ [[ყვითელი ზღვა|ყვითელ ზღვაში]] [[კორვეტი|კორვეტ]] „ჩხონანის“ დაღუპვაში ჩრდილოეთ კორეის პირდაპირ დადანაშაულებამ. უფრო მეტად დაიძაბა სიტუაცია 2010 წლის 23 ნოემბერს სამხრეთ კორეული კუნძულის, იონფხიონდოს საარტილერიო ინციდენტმა [[კსდრ]]-ს მხრიდან. ინციდენტის შედეგად დაიღუპა სამხრეთ კორეის 4 მოქალაქე. ორივე მხარე აღმოჩნდა საომარი კონფლიქტის საზღვართან. მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის უარყოფისა, საერთაშორისო საზოგადოებამ გაამტყუნა და დაგმო მისი მოქმედება.
 
==კიმ ჩენ ინი==