ანრი I დე გიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ანრი I დე გიზი|ორიგინალური სახელ...)
 
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ანრი I დე გიზი|ორიგინალური სახელი=Henry I de Guise|ქვეყანა=[[გიზი|გიზის]]|თანამდებობა=ჰერცოგი|მმართველობის დასაწყისი=1563|მმართველობის დასასრული=1588|წინამორბედი=[[ფრანსუა დე გიზი]]|მემკვიდრე=[[შარლ დე გიზი]]|დაბადების თარიღი=31 დეკემბერი 1550|გარდაცვალების თარიღი=23 დეკემბერი 1588 (37 წლის)|დინასტია=[[გიზი (დინასტია)]]|მამა=[[ფრანსუა დე გიზი]]|დედა=[[ანა დ'ესტე]]|ქორწინება=[[ეკატერინე კლეველი]]|შვილები=შარლი, ანრი, ეკატერინე, ლუი III, შარლი, მარია, კლაუდია, კატრინი, ქრისტინე, ფრანსუა, რენე, ჟანა, ლუიზა, ფრანსისკი|რელიგია=[[კათოლიციზმი]]|სურათი=Henry, third duke of Guise.jpg|რიგი=3-ე}}
 
'''ანრი I დე გიზი''' ( დ. [[31 დეკემბერი]] [[1550]] - გ. [[23 დეკემბერი]] [[1588]]), იგი იყო გიზის მეორე ჰერცოგის, [[ფრანსუა დე გიზი|ფრანსუა დე გიზისა]] და მისი მეუღლის, [[ანა დ'ესტე|ანა დ'ესტეს]] უფროსი ვაჟი. მისი დედის მამა იყო [[ფერარა|ფერარას]] ჰერცოგი - [[ერკოლე II დ'ესტე]], ხოლო დედის დედა [[რენე დე ვალუა]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფე, [[ლუი XII]]-ის ქალიშვილი. ამას გარდა მისი დედის ბაბუა და ბებია იყვნენ [[რომის პაპი]] [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]] და [[ლუკრეცია ბორჯია]]. აქედან გამომდინარე ანრის რამოდენიმე სახელმწიფოს სამეფო დინასტიებთან ჰქონდა კავშირი.
 
[[1576]] წელს ანრიმ დააარსა [[კათოლიკური ლიგა]], რათა თავიდან აეცილებინა [[ჰუგენოტები|ჰუგენოტი]] [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონის]], [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფის, საფრანგეთის ტახტზე ასვლა. ანრი <nowiki>''</nowiki> [[საფრანგეთის რელიგიური ომები|საფრანგეთის რელიგიური ომების]] <nowiki>''</nowiki> დროს ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო. [[1584]] წელს ჩაება საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლაში, რომელსაც <nowiki>''</nowiki>[[სამი ანრის ბრძოლა]]<nowiki>''</nowiki> ეწოდა. იგი იყო საფრანგეთის დედა დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] ერთ-ერთი უდიდესი მოწინააღმდეგე. [[1588]] წელს ეკატერინეს ვაჟმა, საფრანგეთის მეფე [[ანრი III ვალუა|ანრი III დე ვალუამ]] ანრი დე გიზი მოკლა.
 
== კათოლიკური ლიგა ==
[[ფაილი:MargueritedeValois.jpg|მინი|218x218პქ|[[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]]]]
[[1563]] წელს ბრძოლაში გარდაიცვალა ანრის მამა - [[ფრანსუა დე გიზი]]. როგორც უფროსმა ვაჟმა ამავე წელს მიიღო გიზის ჰერცოგის ტიტული. [[1565]] წელს დიდი წარმატებით იბრძოდა [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთში]] [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალების]] წინააღმდეგ. [[უნგრეთის სამეფო|უნგრეთიდან]] დაბრუნების შემდგომ ჩაება [[საფრანგეთის რელიგიური ომები|<nowiki>''</nowiki> საფრანგეთის რელიგიურ ომებში"]], და მალე მისი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. [[1567]] წელს მან [[სენ-დენი (რეიუნიონი)|სენ-დენთან]] ბრძოლის დროს [[იარნაკთან]] ბრძოლაში დაამარცხა [[პუატიე|პუატიეს]] ჰერცოგი, ასევე იბრძოდა [[მონკონტურის ბრძოლა|მონკონტურის ბრძოლაში]]. [[1570]] წელს გახმაურდა მისი სასიყვარულო ურთიერთობა საფრანგეთის პრინცესა, [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა დე ვალუასთან.]] [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა]] იყო დედა დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]] ასული და მეფე [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX დე ვალუას]] უმცროსი და. ამით ძალიან შეურაცყოფილნი დარჩნენ მარტარიტას ოჯახის წევრები ვინაიდან ანრი მათზე დაბალი ფენიდან იყო თუმცა იგი მათზე დიდ ძალაუფლებას ფლობდა. ამ ეჭვების გასაფანტად ანრიმ ცოლად [[ეკატერინე კლეველი]] მოიყვანა.
 
არსებობდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ [[1563]] წელს ანრის მამა - [[ფრანსუა დე გიზი]], [[ორლეანი|ორლეანთან]] [[ჰუგენოტები|ჰუგენოტმა]], [[ადმირალი|ადმირალმა]] [[გასპარ დე კოლინმა]] მოკლა. ხოლო [[1572]] წელს [[ბართლომეს ღამე|<nowiki>'' წმინდა ბართლომეს ღამის''</nowiki>]] დროს ანრიმ შური იძია მასზე და როგორც განსხვავებული რელიგიის ადამიანი მოკლა იგი. ამ ღამეს ანრიმ სხვა მრავალი ჰუგენოტიც გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც ამბობენ იგი ძალიან განრისხდა როცა [[მარგარიტა დე ვალუა|მარგარიტა ვალუა]] ცოლად ჰუგენოტთა ბელადს, [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფეს, [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონს]] მიათხოვეს [[1572]] წელს.
[[ფაილი:CatherinedeCleves.jpg|მინი|203x203პქ|ეკატერინე კლეველი, ანრის მეუღლე]]
[[1575]] წლის [[10 ოქტომბერი|10 ოქტომბერში]] მონაწილეობა მიიღო ჰუგენოტთა წინააღმდეგ გამართულ [[დორმანსის ბრძოლა|დორმანსის ბრძოლაში]]. ანრი ამ ბრძოლაში დაიჭრა, თუმცა ამ ფაქტმა მის რეპუტაციაზე დადებითად იმოქმედა. საფრანგეთის კათოლიკურ მოსახლეობაში ანრის ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა.