ჩრდილოეთ კორეის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
==კიმ ჩენ ინი==
[[File:Kim Jong-Un Photorealistic-Sketch.jpg|thumb|[[კიმ ჩენ ინი]]]]
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. [[კიმ ჩენ ირი]]ს შვილი და [[კიმ ირ სენი]]ს შვილიშვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
 
მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, დაიბადა 1982, 1983 ან1984 წელს. ის არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.
 
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა [[ბერნი]]ს საერთაშორისო სკოლაში. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.
 
კიმ ჩენ ინმა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ქვეყნის გაძლიერების მიზნით. 2012 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში შეიძლება იყოს 5-7 ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ აღებული მოსავლის 30%. ამის წყალობით, 2013 წელს, პირველად აიღეს მოსავალი, რომელიც საკმარისი გახდა ქვეყნის მოსახლეობის გამოსაკვებად.
 
2014 წლის 30 მაისის ბრძანებულებით სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანე;ებს მიეცათ უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების აღჭურვილობა შეეძინათ ღია ბაზარზე საბაზრო ფასებში. დაექირავებინათ ან გაეთავისუფლებინათ პერსონალი, გადაეხადათ მათთვის იმდენი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდნენ თავად. 2012 წელს გამოცხადდა 20-ზე მეტი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რატა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორის მოიაიდონ. მოქალაქეებს მიეცათ [[ჩინეთი|ჩინეთში]] სამუშაოდ გამგზავრების ოფიციალური უფლება.
 
2012 წელსვე ჩრდილოეთ კორეამ პირველად სცადა კოსმოსურ სახელმწიფოდ გადაქცევა. 2012 წლის აპრილში სახელმწიფოს დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიმარტა გრანდიოზული ზეიმი. ამ ზეიმის ნაწილი იყო კოსმოსურ ორბიტაზე რაკეტ-მატარებელი „ინხა-3“ გაშვება, რომლის პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა. შემდეგი ცდა 12 დეკემბერს მოხდა. ამჯერად კოსმოსურ ორბიტაზე გაიშვა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „კვანმენსონ-3“. ამ მოქმედებით ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე თვით გაუსწრო [[სამხრეთ კორეა]]ს.
 
2016 წლის 7 თებერვალს კოსმოსში გაიშვა „კვანმენსონ - 4“ („ბრწყინვალე ვარსკვლავი-4“).
 
2014 წლის დასაწყისში ქვეყანამ შეიძინა ბრიტანული [[ტელეღიპუცები]] და ტელესერიალი ”[[Doctor Who]]”
 
==იხილეთ აგრეთვე==