ელიზაბეტ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
 
=== ცხოვრება ===
[[ფაილი:Coat of Arms of Elisabeth of France (1545-1568), Queen Consort of Spain.svg|მინი|ელიზაბეტა ვალუას გერბი]]
ელიზაბეტა დაიბადა [[1545]] წლის [[2 აპრილი|2 აპრილს]], [[ფონტენბლოს სასახლე|ფონტენბლოს სასახლეში]]. იგი მშობლებმა ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყვეს, და როგორც კი წამოიზარდა მის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად ელიზაბეტა დანიშნეს ინგლისის მეფე [[ედუარდ VI]]-ზე, თუმცა [[1553]] წელს ედუარდი გარდაიცვალა და ქორწინება ჩაიშალა, ამიტომაც იგი დანიშნეს ესპანეთის პრინც [[დონ კარლოსი (ფილიპე II-ის ვაჟი)|დონ კარლოსზე]], თუმცა როცა დონ კარლოსის მდგომარეობაზე გაიგეს ეს ნიშნობაც ჩაშალეს.[[1558]] წელს ელიზაბეტა დაესწრო მისი უფროსი ძმის, [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] დოფინის, [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა დე ვალუასა]] და [[შოტლანდია|შოტლანდიის]] დედოფლის [[მარიამ სტიუარტი|მარიამ სტიუარტის]] ქორწინებას. [[1559]] წელს კი დასრულდა [[იტალიური ომები|"იტალიური ომები"]], რომელსაც [[საფრანგეთი]] [[ესპანეთი|ესპანეთთან]] აწარმოებდა, ამიტომაც ამ ალიანსის განსამტკიცებლად [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-მ ელიზაბეტა მიათხოვა [[ესპანეთი|ესპანეთის]] მეორედ დაქვრივებულ მეფეს, [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ს, რომელიც ელიზაბეტაზე 18 წლით უფროსი იყო. მათ ჯვარი [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში]] დაიწერეს.ელიზაბეტამდე მას ცოლად ჰყავდა [[პორტუგალია|პორტუგალიის]] პრინცესა [[მარია პორტუგალიელი|მარია მანუელა ავისი]] და [[ინგლისის სამეფო|ინგლისის]] დედოფალი [[მერი I (ინგლისი)|მერი ტიუდორი]]. ელიზაბეტას ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე გარდაიცვალა მამამისი, მეფე ანრი. ელიზაბეტას ძალიან უყვარდა [[ხელოვნება]], ამიტომაც იგი [[ესპანეთი|ესპანეთში]] მფარველობდა [[ხელოვნება|ხელოვნებას]], სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა გამოჩენილი [[ფერწერა|მხატვარი]] [[სოფონისბა ანგისოლა]]. [[1563]] წელს ელიზაბეტამ ტყუპი, მკვდარი გოგონები გააჩინა, ამას მოჰყვა [[1564]] წელს კიდევ ერთი მკვდარი გოგონა. ამის გამო ელიზაბეტა [[1565]] სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა სადაც თავის ძმას [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]-ს და დედას ეკატერინეს შეხვდა. მკურნალობამ გაამართლა და [[1566]] წელს ცოცხალი გოგონა გააჩინა,ამას მოჰყვა მეორე ჯანმრთელი გოგონა [[1567]] წელს. ელიზაბეტა [[ვალუას დინასტია|ვალუა]] გარდაიცვალა [[1568]] წლის [[3 ოქტომბერი|3 ოქტომბერს]], იგი მშობიარობას გადაჰყვა 23 წლის ასაკში. მის შემდგომ ფილიპემ ცოლად საკუთარი დის შვილი მოიყვანა რომელთანაც შეეძინა ტახტის მემკვიდრე.
 
== ოჯახი ==
 
=== ქმარ-შვილი ===
ხაზი 27:
* ვიქტორია (1556)
 
=== ტიტულები ===
ელიზაბეტა დე ვალუას ტიტულები:
* [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] პრინცესა ([[1545]]-[[1568]])