ინდუსტრიული რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|ca}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|sw}} using AWB
ხაზი 21:
 
ინდუსტრიულმა რევოლუციამ ინგლისი სხვებისათვის მისაბაძ „მსოფლიო საამქროდ“ აქცია. XIX საუკუნის II ნახევრიდან ინდუსტრიალიზაციის პროცესი კონტინენტურ ევროპაშიც იწყება და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება. განსაკუთრებით [[გერმანია]] დაწინაურდა, სადაც ინდუსტრიალიზაციის გზა [[პრუსია]]მ გაუკვალა. ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის დროისათვის([[1871]])გერმანია უკვე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო, XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში კი მსოფლიო ბაზარზე ინგლისის მთავარი კონკურენტი გახდა.
==ინდუსტრიალიზაცია სსრკ-ში==
სსრკ-ში ინდუსტრიალიზაციას სათავეში ედგა [[კომუნისტური პარტია]] და მისი ლიდერი [[ი.ბ. სტალინი]]. პარტიის მიერ წარმოებული სოციალური მშენებლობა ითვალისწინებდა მრეწველობის ინდუსტრიალიზაციას, მსხვილი წარმოების უპირატეს განვითარებას. [[საქართველო]]ში ინდუსტრიალიზაციას სერიოზული წარმატება ვერ შეიძლება მოეპოვებინა, რადგან მრეწველობის დონე 1925 წლისათვის 1914 წლის დონეს ვერ უტოლდებოდა. თუმცა ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური ეფექტი [[კოლექტივიზაცია]]ზე გაცილებით დიდი იყო. ინდუსტრიალიზაციის პროცესში მეტი ინტენსივობით ამუშავდა [[ჭიათურა|ჭიათურის]] [[მარგანეცი]]ს ქარხანა, [[ტყვარჩელი]]ს [[ქვანახშირი]]ს წარმოება, [[ბათუმი]]ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 1933 წელს ამუშავდა [[ზესტაფონი]]ს ფეროშენადნობის ქარხანა. პირველი წარმატებები მოპოვებულ იქნა ქვეყნის [[ელექტროფიკაცია]]ში. ძველი სამრეწველო სიმძლავრეების ამოქმედებამ და ახალი საწარმოების მშენებლობამ შესაძლებელი გახადა მუშახელის დასაქმება.
 
== ლიტერატურა ==