ჩრდილოეთ კორეის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
იმის გამო, რომ [[იაპონია|იაპონიის]] [[კაპიტულაცია]] [[მოკავშირეები]]სათვის უჩვეულო, მოულოდნელი სისწრაფით მოხდა, გამარჯვებული [[სსრკ]] და [[აშშ]] მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ მომავალი კორეის საკითხის გადაწყვეტისათვის. იმ დროისათვის [[კორელეები]]ს სურვილი დამოუკიდებლობა იყო. ისინი ჩუმად ქმნიდნენ საკუთარი ხელისუფლების ორგანოებს. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, სსრკ-ს ფარული მხარდაჭერით, 1946 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კორეის სახალხო კომიტეტი [[კიმ ირ სენი]]ს მეთაურობით. 1948 წლის 15 აგვისტოს ნახევარკუნძულის ამერიკული ოკუპაციის ზონაში დაარსდა კორეის სახელმწიფო. ამის საპასუხოდ, სსრკ-ს კონტროლის ზონაში 1948 წლის 9 სექტემბერს ჩამოყალიბდა [[კსდრ]] — [[კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა]].
==პირველი წლები==
[[File:Kim il sung conversing with female representatives cropped.jpg|thumb|kim ir seni]]
ახალწარმოქმნილ სახელმწიფოში პოლიტიკური ხელისუფლება პირველივე წლებიდან იქნა მონოპოლიზებული კორეის შრომის პატრიის მიერ. მეურნეობაში დამყარდა გეგმიური ეკონომიკა. 1946 წელს გამოცხადდა [[ნაციონალიზაცია]], რომლის შედეგად წარმოების 70% გადავიდა სახელმწიფოს კონტროლქვეშ. 1949 წლისათვის ეს პროცენტი გაიზარდა 90%-ამდე. მას შემდეგ პრაქტიკულად მთელი მრეწველობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობა კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.
 
ახალი სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში ხელისუფლება უფრო ფრთხილად ეპყრობოდა სოფლის მეურნეობას. 1946 წლიდან მან მოახდინა მიწების გადანაწილება წვრილ და საშუალო გლეხურ ოჯახებზე. 1954 წლიდან დაიწყო ე.წ. [[კოლექტივიზაცია]], რომელიც 4 წელიწადი გაგრძელდა. ამის სემდეგ, მთელი ქვეყნის წვრილი გლეხური მეურნეობები გაერთიანდნენ სოფლის მეურნეობის კოოპერატივებში.
 
როგორც ყველა ომისშემდგომ კომუნისტურ სახელმწიფოებში, [[კსდრ]]-შიც ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ფინანსების მოზიდვა მძიმე მრეწველობაში, სახელმწიფო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებში. 1946-1949 წწ. ქვეყნის ეკონომიკაში მრეწველობის წილი გაიზარდა 47%-დან 70%-მდე.
პარალელურად მიმდინარეობდა სამხრეთ კორეასთან მძიმე ომი. ასევე, გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება, [[ფოლადი]]ს წარმოება და [[მანქანათმშენებლობა]]. საბჭოთა „ხუთწლედები“ს მსგავსად, შემოღებული იქნა „სამწლედები“.
 
[[ინდუსტრიალიზაცია|ინდუსტრიალიზაციის]] განვითარების შედეგად სწრაფად გაიზარდა ცხოვრების დონე ჩრდილოეთ კორეში.
 
==კორეის ომი==
==ომისშემდგომი პერიოდი==